FANDOM


Stephane & 3G

4 განრისხებული მომღერალი.

We Don't Wanna Put In არის Stephane & 3G-ს სიმღერა.

ჩაიწერა 2009 წელს ევროვიზიაზე გასატანად. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ამბობდა, თითქოს ტექსტის შეცვლას აპირებდნენ, ცვლილებები მასში არ შეუტანიათ. მეტიც - კოლექტივი არ გაემგზავრა ევროვიზიაზე, წინა წელს ერთმორწმუნეების მიერ ქვეყანაში გაჩაღებული ომის გამო და იმ ფონზე, რომ უკანასკნელი კვლავაც მშვიდად მონაწილეობდა ამ, რბილად რომ ვთქვათ, პოლიტიზირებულ და ლოგიკას მოკლებულ კონკურსში.

სიმღერის ტექსტში ჟღერს:

We don’t wanna put in

The negative move

It’s killin' the groove

ყველაფერი ისე ჟღერს, თითქოს:

არ გვსურს პუტინი

ეს ნეგატიური ქმედება

მთელ სიამოვნებას კლავს

რა თქმა უნდა, სინამდვილეში საუბარი იყო არა პუტინზე, არამედ „შემოგდებაზე, შეტანაზე“ და ა.შ.

ერთმორწმუნეებს, რა თქმა უნდა, ერთი ადგილი ტკიოდათ და იმდენი იხტუნავეს, რომ საქართველომ საერთოდ უარი თქვა ევროვიზიაზე გამოსვლაზე. სანაცვლოდ, თბილისში დაიწყო Open Air-ის ტიპის კონცერტების გამართვა. პირველი ასეთი სწორედ 2009 წელს ჩატარდა და „სტეფანე და სამი გოგოც“ გამოვიდა, თუმცა უფრო მეტი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, რომ ამ სამდღიან ფესტივალს მოჰყვა სხვები, თითქმის ყოველ წელს, სახელმწიფოს ბიუჯეტის ფლანგვით, რასაც კულმინაცია ჰქონდა 2015 წელს - Placebo-ს და დეპრესიული ხალხისთვის ასეთი საყვარელი სხვა შემსრულებლების ჩამოსვლის სახით.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.