FANDOM


Ucoz

აი ისიც.

uCoz — ყოვლად შეზიზღებული სისტემა საიტების შესაქმნელად, ათასი უაზრო ფუნქციით. იმის გამო, რომ ზედმეტად იოლია, ძირითადად პოპულარულია მოსწავლე ახალგაზრდობასა და საბავშვო ბაღის ასაკის საზოგადოებაში, რომელსაც გუშინ ინტერნეტი ჩაურთეს.

წარმატების საიდუმლოEdit

სისტემა წარმატებულია, ვინაიდან მასში გამზადებული შაბლონების მთელი ზღვა სუფევს. მაგალითად, მოჰყვება ათასი ჯურის დიზაინი, გამზადებული მოდულები (ფორუმები, გამოკითხვები, ჩატები და ა.შ.). შესაბამისად, მოსწავლე ახალგაზრდობის დიდ ნაწილს არ ეკარგება დრო ფიქრებში. გარდა ამისა, მთელი ეს ნაგავი რომ არ არსებობდეს, მაინც არის ვიზუალური რედაქტორები - ამიტომ, სავსებით ადვილია ყველაფრის, ფაქტობრივად, დახატვა. ოდნავ გამოცდილები მუშაობენ html, php და მსგავსი ენებით კოდირებაზე, მაგრამ ქაუნთერების თაობას ამის თავი აქვს?

ტიპიური მომხმარებელიEdit

ძირითადად, კეთდება საიტები ვიდეო თამაშების (Counter Strike, თუნდაც) შესახებ. ტექსტობრივი მასალა შეზღუდულია: ვინც დაარეკლამებს ამ საიტს, იმას ადმინს მივცემ, საიტს სჭირდება ადმინები და ა.შ. - თუმცა, ეს ყველაფერი ტრანსლიტით იწერება და, რაც შეიძლება ფერადი ასოებით.

გარდა ამისა, საიტზე ჩამოკიდებულია პლეერები ათასი უაზრო სიმღერით, რომელიც, საიტზე შემოსულს, შესაძლოა, სულ არ აინტერესებდეს. თუ საიტი არ ეძღვნება კომპიუტერულ თამაშებს, მაშინ მასზე ხშირად იწერება სხვა უაზრო ინფორმაცია - ვინ არის საიტის ავტორი, მისი ოჯახის ან საძმაკაცოს ფოტოები და ა.შ. მეტიც - საიტის ავტორები გამწარებულები არეკლამებენ ასეთ საიტებს და თბილისის ფორუმის განყოფილება პოლიგონშიც აქვეყნებენ, იქნებ და აღიარონო.

გამოყენებაEdit

რაოდენ უცნაური არ უნდა იყოს, ერთმორწმუნე მეზობლის ქვეყანაში შედგენილი იქნა uCoz-ის გამოყენების მეგზურები, სისტემას კი იყენებდა რამდენიმე სერიოზული ორგანო. ფრიად ბევრია ადამიანი, რომელიც uCoz-ზე გაკეთებულ საიტს თვლის თავისი ცხოვრების მთავარ მიღწევად, რამე თუ ასეთ ადამიანს კონკრეტული მიზნები არ გააჩნია.

მოძიებულია "http://anciklopedia.wikia.com/wiki/Ucoz?oldid=4126"-დან