FANDOM


ბიტლზი

ლენონს და მაკკარტნის უხარიათ ამ სტატიის წაკითხვა

ბიტლზი (The Beatles, იგივე ტნე ბეატლეს და თჰე ბეატლეს) არის ცნობილი მუსიკალური ჯგუფი მანჩესტერიდან (იქნებ ლივერპულიდან?), რომელზეც ყველაზე მეტი ჭორია მოგონილი, რაც კი მუსიკალურ ჯგუფებზე შექმნილა. მაგალითად, ყველაზე ცნობილია თეორია, თითქოს პოლ მაკკარტნი დიდი ხანია მოკვდა და მის მაგივრად სცენაზე ორეული გამოდის.

სხვების აზრით, ეს არის არაქართული ვარცხნილობების მქონე ჯეელების ბანდა ლივერპულიდან. სახელი გაითქვა სიმღერებით სიყვარულზე, რის გამოც აჩი მეფარიძის დიდი აღიარება დაიმსახურა. ცნობილია სახურავზე ჩატარებული კონცერტებით, რის გამოც მარო ბებომ აუკრძალა ზევით ასვლა.

დამკვრელები Edit

  • ჯონ ლენონი — ვოკალისტი და სიმღერების ერთ-ერთი მთავარი ავტორი. მანამდე ჰყავდა ჯგუფი, რომელშიც უკრავდა სარეცხ დაფაზე (ხუმრობის გარეშე). გიტარაზე რამდენიმე აკორდზე უფრო მეტი იცოდა. გვიანდელ წლებში გაიცნო იოკო ონო, შემქნა საზოგადოების მანკიერებების საწინააღმდეგო მინი-ორგანიზაცია (იოკო ონოს მონაწილეობით) და დიდი რაოდენობით ავანგარდული ნაგავი. 1980 წელს მოკლა საკუთარმა თაყვანისმცემელმა.
  • პოლ...უკაცრავად - სერ ჯეიმს პოლ მაკკარტნი — ყველაფრის გამკეთებელი. ყველაფერზე დამკვრელი. ყველას მეგობარი. მრავალი ქალის ნათრევი. აღიარებულია ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ბას-გიტარისტად, თუმცა ამ მხრივ არაფრით გამოირჩევა. ჯგუფში სიმღერების მეორე დიდი ავტორი.
  • ჯორჯ ჰარისონი — ნამდვილად სერიოზული დამკვრელი-გიტარისტი. ჯგუფის ყველაზე ნორჩი წევრი. ოთხეულის არსებობის წლებში დაწერა რამდენიმე ჰიტი. ყველას თავი მოაბეზრა ინდუიზმზე საუბრებით, ამიტომ საბოლოოდ ისიც მოისროლეს ჯგუფიდან. ან ყველამ მოისროლა ერთმანეთი. 2001 წელს გარდაიცვალა კიბოთი. თუმცა აქამდე წველიან, მისი ჩანაწერების გამოცემით.
  • რინგო სტარი — აგრეთვე დიდი ვერაფერი დრამერი. ხუმარა, თითებზე გიგანტური ბეჭდების მოყვარული.
სხვები
  • სტიუარტ სატკლიფი — ჯგუფის პირველი ბასისტი. დაიღუპა თავში სისხლის ჩაქცევის შედეგად. ბასზე კარგი დამკვრელი არასოდეს ყოფილა, უფრო მეტად ხატვის ნიჭი ჰქონდა. ასე თუ ისე, ჯგუფიდან გაუშვეს დიდი პოპულარობის მოპოვებამდე.
  • პიტ ბესტი — პირველი დრამერი. მუსიკაში არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მისი მონაწილეობა ჯგუფის სიმღერებში დაფიქსირებულია რამდენიმე დუბლში. სწორედ ეს დარჩა მისი სტაბილური შემოსავლის წყაროდ.

ისტორიაEdit

ჯგუფმა არსებობა 50-იანების ბოლოს დაიწყო, ხუთეულის სახით (რინგოს გარეშე, ბესტთან და სატკლიფთან ერთად). გამოდიოდა ლივერპულში და ჰამბურგში, უკრავდა სულელურ როკ-ენ-როლურ სიმღერებს, იცვლიდა სახელწოდებებს. Beatles-ს პირდაპირი კავშირი აქვს სიტყვასთან Beat (რაც აგრეთვე არის ჟანრის "ბიტი" დასახელება). მთელი რიგი უშედეგო მცდელობებისა, ჩაეწერათ დემოები და მიეპყროთ ხმისჩამწერი ფირმების ყურადღება, საბოლოოდ მოხვდნენ გერმანელი ტონი შერიდანის ხელში. ასე რომ, დაიწყეს მასთან ერთად გამოსვლა, დამხმარე ბენდის სახით. მოულოდნელად მათ ადრეულ შემოქმედებას ეზიარად ვინმე ბრაიან ეპსტაინი, მუსიკალური მაღაზიის მფლობელი, რომელმაც ჯგუფის მენეჯერობა ითავა, ჩააცვა ტყავის ქურთუკები და დაიწყო სხვადასხვა ფირმის შეწუხება. მართალია, თავდაპირველად ვერავის მოაწონეს თავი და უპერსპექტივო მომავლის წინასწარმეტყველებაც მოისმინეს, ბრაიანმა მაინც საწადელს მიაღწია.

ჯგუფის პირველ ჩანაწერს მოჰყვა მთელი რიგი ავადმყოფი ფანი-გოგონების ლაშქრობები. პოპულარობის ტალღაზე გამოვიდა მუსიკალური ფილმი „A Hard Day's Night“, რასაც მოჰყვა კიდევ რამდენიმე ფილმი, აგრეთვე „Let It Be“ (სადაც ჯგუფის დაშლა არის არეკლილი) და მულტფილმი „Yellow Submarine“ (რომელიც ვერ გაიგებ, რისი მოწევის შემდეგ შექმნეს).

მოძიებულია "http://anciklopedia.wikia.com/wiki/The_Beatles?oldid=4258"-დან