FANDOM


SMS (Short Message Service-ის შემოკლება) — თავდაპირველად მობილური ტელეფონიდან მოკლე ტექსტური შეტყობინებების მიღება/გაგზავნის საშუალება. ამჟამად უფრო ხშირად გამოიყენება ვინმეს მოსატყუებლად.

SMS უარყოფითი კუთხითEdit

  • დაგიმტკიცდათ კრედიტი - კაი ერთი!
  • საიტზე ყიდვა - შედიხართ საიტზე, ეძებთ რომელიმე ფილმს სუპერ ხარისხში ოფიციალურ DVD-ზე გამოსვლამდე 6 თვით ადრე. გხვდებათ შეტყობინება, რომ ფილმის ჩამოწერა აქედან შეიძლება. უბრალოდ უნდა გააგზავნოთ SMS და ბლაბლაბლა.
  • პენისის გადიდება - გამოაგზავნეთ SMS და მიიღეთ ფასიანი ინსტრუქცია, როგორ გაადიდოთ ასო.
  • რეკლამა - ტექნობუმი მხოლოდ ზღვაში წვეთია. მართალია, რეკლამაზე უარის თქმაც შეიძლება, ვინაიდან ყველა ორგანიზაცია აიძულეს, სარეკლამო SMS-ების ბოლოს დაემატებინათ რეკლამის გაუქმების ნომერი. მაგრამ ზოგიერთი ნომერი მეტად ბუნდოვანია და ვერ გაიგებ, როგორ უნდა გააგზავნო SMS, რომ გათიშო ეს რეკლამები.
  • რინგტონები - ვისაც ეზარება კომპთან დაჯდომა და მელოდიების საყვარელი სიმღერებიდან ან ფილმებიდან საკუთარი ძალებით მოჭრა, შეუძლია გააგზავნოს SMS კოდით. ჩამოიჭრება თანხა, მიიღებს რინგტონს. ვაშა, ვაშა, ვაშა. იგივე მეთოდით შეუძლია მიიღოს "პრიკოლები" (როგორც მათ თავხედურად არეკლამებენ) - ათასი უაზრო ხუმრობა, ისეთი უაზრო, რომ იუმორინა იმასთან შედარებით იუმორის პიკი მოგეჩვენებათ.
  • ძალაუნებურად SMS-ების გზავნა - თუ არ დაბლოკავთ მობილური ტელეფონის კლავიატურას, ჯიბეში ჩაგდებული მოწყობილობა ავტომატურად გააგზავნის უკანასკნელ ადრესატებთან ან საკონტაქტო წიგნის სიის პირველ წევრთან 7et2ht24i4tut24j2nfn feuufgeufgeufgf ტიპის გზავნილებს. უბრალოდ გეჭრებათ თანხა და ეგ არის.
  • ფული აღარ მაქვს - ასეთი ტიპის გზავნილები. ვითომ ახლობელია. შენც, ალკოჰოლით ამოვსებულს, არ გაქვს საშუალება, ლოგიკურად იმსჯელო. უბრალოდ ეგრევე პასუხად ურიცხავ მობილურზე დიდ თანხას.
  • პლასტიკური ბარათი დაბლოკილია - მოდის გზავნილი, რომ ბარათი დაბლოკილია და უნდა გადაუხადოთ ვიღაცას, რომ ასე არ მოხდეს. იმედია, ყველაფერს მიხვდით. ინფორმაციის გადამოწმება ისწავლეთ.
  • გზავნილები რადიოში - უაზრო გზავნილები ვიღაცების მოკითხვებით და სიმღერების მიძღვნებით. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ დაკარგა ძველმა რადიომ ძირძველი სახე.
  • ნომერი შემეშალა - ჯერ მოდის შეტყობინება, რომ ჩაგერიცხათ ამდენი და ამდენი. უეცრად მოდის მეორე გზავნილი - "ukacravad shecdomit gadmovricxe 10 lari". იმედია, გეყოფათ ლოგიკა, რომ გადაამოწმოთ თანხის ოდენობა მობილურზე. თუ ნამდვილად ზედმეტი თანხა იქნება, გადაუგზავნეთ. რა იცით, იქნებ შემთხვევით გაიცნოთ კარგი ადამიანი?
მოძიებულია "http://anciklopedia.wikia.com/wiki/SMS?oldid=3868"-დან

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.