FANDOM


Led-zepeling-1

Pink Floyd? ეგ ის არაა, ზეპელინგები რომ უკრავდნენ? ეგ და იურაია ჰიპები მევასება ძალიან. ლენონმა რომ იყიდა მაგათ კონცერტზე ბილეთები, ხომ ეგენია? და მერე გილანმა რომ აგინა?

Pink Floyd — ცნობილი როკ-ჯგუფი, რომელიც ვერ გაიგებ, რა ჟანრში უკრავდა. ხალხში არის ცნობილი, როგორც „ფლოიდები“, „პინკფლოიდები“ და ანომალური „ვარდისფერი ფლამინგო“ (საბჭოთა დროიდან მოდის, სხვათა შორის)[1]. უკრავდნენ ფსიქოდელიურ როკს (ამ ტერმინის მნიშვნელობა ბევრს დღემდე არ ესმის) და ათას სხვა რჯულისა და ჯურის მუსიკას.

ამჟამად დაშლილია, მაგრამ ჯგუფის ყალბმა ფანებმა ეს არ იციან და დარწმუნებულები არიან, რომ შემდეგ წელს ჯგუფი ჩამოვა ბათუმში კონცერტით. ჩამოწერეთ ჯგუფის სიმღერები აქ.

დამკვრელები Edit

სიდ ბარეტი (შეცდომით უწოდებენ 'ბერეტს') — ყოფილი ნარკუშა, მუზიკანტი, პოეტი, მხატვარი და უბრალოდ კაი პურის მჭამელი კაცი. ჯგუფში უკრავდა გიტარაზე, წერდა უცნაურ ლექსებს და ყლაპავდა დრაგებს. რომ არ ჩაეყლაპა, ვერ დაწერდა გენიალურ ალბომს, თუმცა ამაში დრაგები იმდენად დამნაშავე არაა (აქ არავინ დრაგებს არ არეკლამებს). ჯგუფის სახელწოდება, სხვათა შორის, სწორედ მან მოიგონა (ეტყობა, ეზარებოდა სხვა რამის მოძიება), თავისი ფონოტეკის კოლექციაში აღმოჩენილი ფლოიდ კაუნსილისა და პინკ ანდერსონის შთაგონებით.

Facepalmfloyd

ჯგუფის წევრებს საკუთარ ისტორიაზე ეცინებათ.

ერთ მშვენიერ დღე ბარეტმა გარეკა და ჯგუფიდან გააგდეს, ვინაიდან ჯგუფს იმიჯს უფუჭებდა, ხოლო თვითონ კი ბევრი ფულის ჭრა სურდათ. 2006 წელს მოკვდა, თუმცა მანამდე არავის ახსოვდა. ერთგულმა კოლეგებმა ვერ გადადგეს პირველი ნაბიჯი და არ მისულან სტუმრად, რომ ის მაინც ეკითხა, პური ხომ არ არის ამოსატანი.

როჯერ უოტერსი (უნამუსო ზარმაცი ხალხი ინტერნეტში წერს 'ვატერსი') — პიზდეცინტელექტუალი, სიმღერების ერთპიროვნული ავტორი. თავიდან სიმღერების წერა დაიწყო მეორე მსოფლიო ომის გავლენით. 1983 წელს ჯგუფიდან წავიდა, ვინაიდან სხვა მუსიკოსებთან ურთიერთობები გაურთულდა. სხვა რა უნდა ექნა - ადგა და სოლო სიმღერების წერა დაიწყო. მაგრამ მისი ნიჭი მხოლოდ 1999 წელს შეამჩნიეს, როდესაც კონცერტების გამართვა კვლავ დაიწყო. დღემდე იგი კონცერტებით მოგზაურობს და უნამუსოდ იმიზეზებს, რომ ახალი ალბომისათვის იდეები აქვს, მაგრამ თავი ერთად ვერ მოუყრია. ნიჭი აქვს, მაგრამ უკანასკნელ წლებში უაზროდ ხარჯავს იაფფასიანი კონცერტების კეთებით, ვინაიდან დაახლოებით 25 და ოდნავ მეტი წლის წინ მაგის სოლო-კონცერტებზე არავინ დადიოდა და ასე ცდილობს, აანაზღაუროს დაკარგული.

დევიდ გილმორი (ასევე შეცდომით ცნობილი, როგორც 'გილმური') — ქალის მსგავსი მამაკაცი. აქვს მეტად ლამაზი ხმა, უკრავს ბევრ გიტარაზე, სცენაზე იშვიათად მოძრაობს. წარმატებით გააგდო ჯგუფიდან უოტერსი და აახია უფლება სახელწოდებაზე Pink Floyd. მაგრამ სრულიად უაზროდ - დაახლოებით 8 წლის შემდეგ Pink Floyd-ის კვლავ მოღვაწეობის იდეა ჩაკვდა. უწია ცოდვებმა.

ნიკ მეისონი (მისი სახელ გვარი ნაკლებად ეშლებათ, მაგრამ თუ წერენ, წერენ 'მენსონი' ან 'მასონი') — წარსულში ულვაშებიანი ბაბუა, რომელიც ვერ იტანდა ვაშლის ნამცხვრებს. უყვარს ანტიკური სპორტული მანქანები. 2004 წელს გამოსცა წიგნი ჯგუფის ბიოგრაფიით, მაგრამ როგორც კი რამე ახალი ხდება (მაგალითად, თუ როჯერი დააბოყინებს საკუთარ სტუდიაში), ნიკი გარბის და ამატებს თავის წიგნს რამდენიმე სტრიქონს, რასაც მოჰყვება წიგნის ხელახლა გამოცემა და ფულის მორიგი ხვეტა. და ისე, სხვათა შორის, ხანდახან დასარტყამებზე უკრავს.

რიჩარდ (რიკ) რაიტი (შეცდომით ცნობილი, როგორც 'ვრაიტი') — აბსოლუტურად „დუშკა“ ტიპაჟი. მასზე ბევრი რამის თქმა შეუძლებელია. ჯაზის დიდი მოყვარული იყო („იყო“, იმიტომ რომ 2008-ში მოკვდა, მათ გასახარად, ვისაც Pink Floyd-ის აღდგენის არ სწამდა). ჯგუფის უნიკალური ჟღერადობის შექმნის გარდა, ცნობილია დეზერტირობით ალბომის The Wall ჩაწერის პერიოდში. საერთოდ არაფერი დაუკრავს შემდეგ ალბომზე, The Final Cut, ხოლო მის შემდგომზე, A Momentary Lapse of Reason უკვე რაღაცას უკრავდა, მაგრამ მაინც ეზარებოდა. ჰოროსკოპის სხვა მუსიკოსებთან შეუთავსებლობის გამო უფრო კარგად ესმოდა დევიდის.

ფაქტების გამყარება Edit

ერთ-ერთი ცნობილი ფანი.

დავით აქუბარდია და ზოდელავა - Pink Floyd03:33

დავით აქუბარდია და ზოდელავა - Pink Floyd



ნაკადულები Edit

მოძიებულია "http://anciklopedia.wikia.com/wiki/Pink_Floyd?oldid=3594"-დან

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.