FANDOM


ბაბულიკა ლოგო
ქართველი სატანისტი

მეტალიკოსი

როკერი ბებოები

ნაღდი და ერთგული მეტალიკოსები

Metallica (მეტლების მქადაგებელი დიდი ჯგუფი) — ანტიკვარი თრეშ-მეტალ ჯგუფი, დაარსებული 1981 წელს. როგორც წესი, თუ მეტალიკაზე იწყებენ საუბარს, ეგრევე იწყება კამათი, თუ რომელი უფრო მაგარია - მეტალიკა თუ Megadeth. აგრეთვე ახსენებენ Slayer-ს და Anthrax-ს, რომლებიც ასევე შედის დიდ ოთხეულში. როგორც წესი, მეტალის მოსმენაც მეტალიკით იწყებენ - სახელწოდებისა და სიმარტივის გამო.

ისტორიაEdit

ჯგუფი კალიფორნიაში ჯეიმს ჰეტფილდისა და ლარს ულრიხის მიერ დაარსდა (ჯეიმზ არა, იხვის ტოლმა, ჯეიმზი ქართულ ვიკიპედიაში მოიკითხეთ). თავდაპირველად ჯგუფი გამოდიოდა იქვე, ლოს ანჯელესში, შემდეგ - სან ფრანცისკოში და ა.შ. ნელ-ნელა ჯგუფის საბოლოო შემადგენლობაც ჩამოყალიბდა და მასში შედიოდნენ თავად ჯემალა და ლარსი და სხვადასხვა კარგი პიროვნება. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფმა რამდენიმე ალბომი ჩაწერა, ნამდვილი დიდება მოიპოვა კლიფ ბარტონის მიერ წერილის წაღებისა და 1991 წელს ე.წ. "შავი ალბომის" გამოსვლის შემდეგ. ალბომს წარმატება ძირითადად რამდენიმე სიმღერამ მოუპოვა, რომელთა შორის არის ის, ყველამ რომ იცის და თავი მეტალიკის ფანად რომ თვლის. ბევრს ეს ალბომი არ მოსწონს და თვლის, რომ მეტალიკა ამ პერიოდიდან ჩაფლავდა, თუმცა ყველაზე საინტერესო ჯერ წინ იყო.

მოგვიანებით ჯგუფმა კიდევ რამდენიმე ალბომი გამოსცა და უსაქმურობის პერიოდში, ჩაწერა რაღაც ქავერების ალბომები და იმუშავა ორკესტრთანაც. ალბათ, მეტალიკას მხოლოდ ჯაზური და ტექნო ალბომები არ ჩაუწერია. მას შემდეგ, რაც ჯგუფიდან ნიუსტედი წავიდა, მას ჩაენაცვლა „კინგ კონგი“ ტრუხილო (ან ტრუხილიო, ამას მნიშვნელობა არ აქვს, მაინც ტრუხა მასტია).

შემდგომში ჯგუფი უშვებდა ერთი მეორეზე უარეს ჩანაწერებს. ამჟამად ისეთი კრიზისი აქვთ, რომ: უკრავენ ანტარქტიკაში, იღებენ 3D ფილმებს, იწერენ უცნაურ დუეტურ ალბომებს (ლედი გაგასთან ჩაწერა მაინც წინ აქვთ) და იმდენად დაშინებულები არიან ამ ყველაფერზე ფანების რეაქციით, რომ შემდეგ ალბომებს აჭიანურებენ.

საქართველოშიEdit

გარდა ამისა, ითვლება, რომ მეტალიკა არის მუსიკალური ჟანრი ან ჯგუფი (რა მნიშვნელობა აქვს?). მისი მსმენელი მეტალურგები გამოირჩევიან სატანიკოსურობით. მეტალიკები იღებავენ სახეს და ამტვრევენ გიტარებს, იღებენ ნარკოტიკებს და თვრებიან. ისინი თბილისში დადიან სატანისტური ნომრებით და ID ბარათებით. აი ასეთი წარმოდგენა აქვთ მეტალიკაზე ამ ბედკრულ ქვეყანაში.

მოძიებულია "http://anciklopedia.wikia.com/wiki/Metallica?oldid=4072"-დან

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.