FANDOM


MTV old logo

ეჰ, რა კარგი დრო იყო...

MTV — აწ გარდაცვლილი მუსიკალური ტელეარხი. გარყვნილი ქვეყნის ეთერში გავიდა 1981 წელს.

ისტორიაEdit

1981 წელს გამოჩნდა გარყვნილი ქვეყნის ტელეეთერში. ყოველი ვიდეოს (ჩვენთან რომ შეცდომით „კლიპებს“ უწოდებენ - არა და კლიპი არის ვიდეოს ნაწყვეტი) შემდეგ ეთერში ხანგრძლივი პაუზა ჩნდებოდა, ვინაიდან ამ დროს კადრს მიღმა ვიღაც მუშაობდა და რთავდა ახალ კასეტას, ახალი ვიდეოთი.

აი მერე კი მოხდა რევოლუცია. მადონას და მაიკლ ჯექსონის ტვ-ში ჩასახლებასთან ერთად. ამავე დროს, მეტლების მოყვარულებისთვის ეს ორგაზმის დრო იყო - ეთერში ტრიალებდნენ Metallica, Guns და ა.შ roses (მაგათი სახელის სწორად წერა მაინც არავინ იცის) და სხვა ჯგუფები. მოკლედ, ეთერის შევსების გამო ნებისმიერ კასეტას იღებდნენ და უშვებდნენ. ალბათ, სიამოვნებით გაუშვებდნენ ენრიკო ჯანელიძის და აჩი მეფარიძის შემოქმედებასაც. მოგვიანებით ეთერი დაანაგვიანეს რეპმა და სხვა ჟანრებმა. წლების შემდეგ ყველაფერი გაფუჭდა. არა და ეთერში გადიოდა სასაცილო ტიხრები, უფრო ანიმაციურ სტილში, იყო ათასი საინტერესო გადაცემა (მაგალითად, Unplugged, სადაც შემსრულებლები თავის ცნობილ სიმღერებს ასრულებდნენ აკუსტიკური სახით, ფრიად განსხვავებულად).

ლეგენდის თანახმად, ინტერნეტის გამოჩენასთან ერთად მუსიკალური ვიდეოების ტვ-ში გაშვებამ პოპულარობა დაკარგა. MTV-მ, როგორც მუსიკალურმა ტელევიზიამ, ფუნქცია დაკარგა. თუკი მანამდე MTV არსებობდა როგორც მოტივაცია, როგორც მიზეზი იმისა, რომ ერთი შემსრულებლის ორიგინალური ვიდეოს შთაგონებით მეორე უფრო ორიგინალურს აკეთებდა, ამ მოვლენების შემდეგ MTV-ის ძირითად ფუნქციად დარჩა რეალური შოუების ტრანსლირება.

მოძიებულია "http://anciklopedia.wikia.com/wiki/MTV?oldid=3308"-დან

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.