FANDOM


Mark Zuckerberg

ჩვენი უბედურების მიზეზი.

Facebook (იგივე პირწიგნაკი, წიგნსიფათი, სიფათწიგნი, როჟაწიგნი, სეისბუქი) — მსოფლიოს ყველაზე პოპულარული სოციალური ქსელი. ამავე დროს - ყოვლად უაზრო და გამოუდეგარი, ვინაიდან მასში არც უფასო ფულია, არც პოლნოები, არც ინტერფეისი აქვს სასიამოვნო (გამოჭედილია რეკლამებით).

ისტორიაEdit

Facebook მასონმა ებრაელმა მარკ ცუკერბერგმა გამოიგონა, როდესაც ჰარვარდში მეორე კურსზე სწავლობდა...ისე შენ რა გამოიგონე, ამ სტრიქონებს რომ კითხულობ, ჰა??? კარგი, მოკლედ, 2004 წელს მან დაიწყო ახალი საიტის კოდის წერა და 4 თებერვალს სამეზობლო-საახლობლოში გაუშვა. თავიდან The Photo Address Book ერქვა, მაგრამ ასეთი მოკლე სახელწოდება არავის აინტერესებდა, ამიტომ მარკმა ჩათვალა, რომ Facebook საკმარისად გრძელი იქნებოდა. სხვათა შორის, ცუკერბერგი ფსიქოლოგიას გადიოდა, ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ საიტის შემუშავებისას ყველაფერი ჰქონდა გათვლილი, წვრილმან დეტალებამდე. თუმცა საიტს ეტყობა, რომ დიზაინის კურსები მარკს არ გაუვლია, ამიტომ არის მასზე ყველაფერი ასეთი არეული. ასე თუ ისე, 2010 წლისთვის Facebook-ის მეშვეობით მარკის ქონება 4 მილიარდ დოლარს შეადგენდა. დასკვნა — ნაგავი კარგად იყიდება.

თავისებურებებიEdit

  • რეკლამა, ათასი რეკლამა. პირველივე გვერდზე მილიონი რეკლამა, რომელიც ცდილობს, მოგყიდოს ეშმაკმა უწყის რა. გარდა ამისა, პირველივე გვერდზე გთავაზობენ მეგობრებში საეჭვო ხალხის დამატებას. ზოგიერთი უჯერებს ამ რეკლამას და გიმატებთ, გეგონება, რამე გქონდეთ საერთო. გარდა იმისა, რომ ცხვირი, ყურები და თვალები გაბიათ.
  • Timeline - ყველა მოვლენის ქრონოლოგია, რომელიც მომხმარებლის პირად გვერდზე ქვეყნდება. აქვს საშუალება, დაამატოთ ისეთი მოვლენები, როგორიც არის „დაიბადა, იქორწინა, მოინათლა, დაკარგა ვაჟიშვილობა, დათვრა, წავიდა კონცერტზე, იტირა, დაარტყა გულმა, წერილი წაიღო“ და ა.შ. ამის სანაცვლოდ, საიტი გიმსუბუქებთ სამუშაოს და თავად აქვეყნებს ინფორმაციას, თქვენი ჩარევის გარეშე. ეს, ძირითადად ხდება ამა თუ იმ Facebook-აპლიკაციის მეშვეობით (რაც ცალკე სასაუბრო თემაა). Facebook-პოსტები იყოფა ოთხ ტიპად - სტატუსი (მხოლოდ მთებშია თავისუფლება), ფოტო, ჩეკ-ინი (გოგონა შევიდა კაფეში) და ცხოვრებისეული მოვლენა. დაშვებულია სხვა მომხმარებელთან ქორწინების ან გულაობის აღსანიშნავი სტატუსების გამოქვეყნება, ნათესაური კავშირების გაბმა და ა.შ.
  • დიზაინი - ცენტრში ხაზია, მასზე წერტილებით აღნიშნულია მოვლენები. აქედან და იქიდან - ჭრელა-ჭრულა რეკლამები.
  • მეგობრების და გვერდების (რომლებიც ეძღვნება ამა თუ იმ თემას) მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია დროულად არ მოგდით. მაგალითად, დღეს შეიძლება ამოიკითხოთ, რომ ზაზამ 2010 წლის 6 მაისს მოიწონა რომელიღაც პოსტი. შესაბამისად, თუ თქვენ რომელიმე გვერდის ადმინისტრატორი ხართ, მოემზადეთ - იმ 10.000 კაციდან, რომელმაც თქვენი გვერდი მოიწონა, პოსტებს წაიკითხავს მხოლოდ 100. თუ ამას არ ეთანხმებით, გადაიხადეთ ფული და თქვენი რეკლამა მთელ Facebook-ს მოედება.
  • ჯგუფები - მართალია, სხვა სოციალურ ქსელებშიც ამასთან პრობლემა არის, მაგრამ, ვინაიდან ამ საიტზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია, რომ ბევრს საერთოდ არ აინტერესებს ადმინისტრატორობა, მხოლოდ პირველ ეტაპზეა ენთუზიაზმით განწყობილი. შემდეგ კი...ოჰოჰო. სულ არ შეამჩნევს, თუ სანდრომ დადო პოსტი Marvel-ის ახალ ფილმზე, ხოლო კომენტარებში ეკუნამ დადო პარფიუმერიის რეკლამა (ამას ეკუნას მაგივრად, დიდი ალბათობით, აკეთებს აპლიკაცია).
  • იყო დრო, როდესაც საკუთარ ნათქვამზე პასუხს აგებდი. ანუ დაწერილის რედაქტირება შეუძლებელი იყო. თუმცა, არც ახლა არის შემსუბუქებული სიტუაცია - მიუხედავად რედაქტირებისა, მომხმარებელს საშუალება აქვს, იხილოს, თუ რა ეწერა პოსტის წინა ვერსიაში.
  • ისევე, როგორც ყველა სოც. ქსელში, აქაც მარადი პრობლემა. გამოაქვეყნებ რამე საინტერესოს - წამოვა 100 მოწონება და 0 კომენტარი. იმის სანაცვლოდ, რომ ორი სიტყვა გითხრან და სხვა ემოციებით გამოხატონ საკუთარი დამოკიდებულება. თუმცა, ეს ყველაფერი, აქედანაც და იმ მხრიდანაც, არის სოციალურობის ყალბი შეგრძნება.
  • თავად Like-ის ღილაკი. 2016 წელს მარკს, როგორც იქნა, გაახსენდა, რომ Like არ უნდა იყოს ემოციების ერთადერთი გამომხატველი საშუალება. მაგალითად, მოკვდა დევიდ ბოუი. ამის გამო პოსტზე, რომელიც ამ მოვლენას აღწერს, ათასობით Like იყო დატოვებული. ამიტომ 2016 წელს (როგორც უკვე ითქვა), საიტს დაემატა ემოციების გამომხატველი:

Facebook-new-reactions-01

მოძიებულია "http://anciklopedia.wikia.com/wiki/Facebook?oldid=4389"-დან