FANDOM


Ctrlaltdel

Ctrl+Alt+Del - ბატონი დათოს ბრენდული კლავიატურა.

Ctrl+Alt+Del — კლავიატურის სამი კლავიშის კომბინაცია. თავდაპირველად გამოიყენებოდა ოპერაციულ სისტემაში CP/M და იწვევდა კომპიუტერის გადატვირთვას.

ეფექტებიEdit

DOS და სხვები (Win 1, Win 3.11)Edit

აქ კომბინაცია ავტომატურ გადატვირთვას იწვევდა, თუმცა კომპიუტერი ხოლმე უარს ამბობდა ამ ბრძანების შესრულებაზე. Win3.1-იდან მოყოლებული, კომბინაცია იწვევდა ლურჯ ეკრანს, რომელზეც მომხმარებელს სთავაზობდნენ ჩამოკიდებული პროგრამის Enter-ით განადგურებას. კომბინაციის ხელმეორედ აკრეფისას სისტემის გადატვირთვა ხდებოდა.

Windows 9x, MEEdit

Win 95-იდან მოყოლებული ჩნდებოდა ამოცანათა მმართველი, შემდეგ სისტემა სწრაფად გადაიტვირთებოდა. თუკი სისტემა უბრალოდ დაკავებული იყო, ხტებოდა სიკვდილის ლურჯი ეკრანი, რომელიც მომხმარებელს სთავაზობდა კომბინაციის გამეორებით სისტემის გადატვირთვას.

NT (NT4, 2000, 2003)Edit

NT ტიპის სისტემებში კომბინაციით ხდებოდა სისტემაში შესვლის ფანჯრის გააქტიურება, სადაც სახელი და პაროლი უნდა შეგეყვანათ. ამის შემდეგ მომხმარებელი უსაფრთხოების მენიუში ხვდებოდა. ამოცანათა მმართველს იძახებდა სხვა კომბინაცია - Ctrl+Shift+Esc.

Windows XPEdit

XP კომბინაცია უბრალოდ ფრანკენშტეინი გახდა. უსაფრთხოების პარამეტრებიდან გამომდინარე, კლავიშების დანიშნულებაც იცვლებოდა. სისტემაში შესვლის ფანჯრის შემდეგ ამ კომბინაციის გამოყენებით ჩნდებოდა უსაფრთხოების მენიუ, როგორც NT-ში. ხოლო მისალმების ეკრანის გამოჩენისას Ctrl+Alt+Del კვლავ ამოცანათა მმართველი ხტებოდა, მაგრამ კომბინაციის ორმაგი გააქტიურებისას - სისტემაში შესვლის ფანჯარა. ამის შემდეგ შეიძლებოდა ჩვეულებრივ რეჟიმში დამალული ადმინისტრატორის ანგარიშით შესვლა (თუკი მას არ ჰქონდა დანიშნული რამე პაროლი).

Vista/Windows 7/Windows 8Edit

ამ სისტემებში კომბინაცია იძახებს ცალკე ეკრანს სხვა მოქმედებებით, ხოლო ამოცანათა მმართველის გამოძახება შეიძლება Ctrl+Shift+Esc-ით.

LinuxEdit

ამ პინგვინოსან სისტემის დისტრიბუციათა უმეტესობაში კომბინაცია იწვევს სისტემის გადატვირთვას, თუმცა სპეციალურად ფაილში შეიძლება პარამეტრების შეცვლა, რის შემდეგაც კომბინაცია გააკეთებს ყველაფერს - იმასაც.

Mac OSEdit

საერთოდ არ მუშაობს. საჭიროა Alt+Cmd+Esc-ის აკრეფა.

სხვა თემები Edit

მოძიებულია "http://anciklopedia.wikia.com/wiki/Ctrl%2BAlt%2BDel?oldid=3933"-დან