FANDOM


ცივი თამაში

ცივი თამაში

სოლოხუთეული - გუჯა ტაშფანდუროვი - Paradise01:22

სოლოხუთეული - გუჯა ტაშფანდუროვი - Paradise

თუ Coldplay Radiohead-ის პაროდისტია, არსებობს Coldplay-ს სახელობის პაროდიის თეატრიც.

Coldplay (ცივთამაში, იგივე U2) არის Radiohead-ის ქავერების შემსრულებელი ჯგუფი, რომლის ლიდერია გვინეთ პელტროუს ვერ გაიგებ ყოფილი თუ მოქმედი ქმარი. თავდაპირველად იმდენი სევდიანი სიმღერა ჰქონდა, რომ გვიანდელ პერიოდში ჯგუფმა ჩაწერა ბევრი „ლალალა“ დონის ჰიტი.

ისტორიაEdit

2000 წელს ამ ოთხმა ვაჟკაცმა გამოუშვა პირველი ალბომი, რომლის სახელწოდება, Parachutes Viva La Vida-ს მოყვარულებს არც კი ახსოვთ. ამ ალბომში ძირითადად წარმოდგენილი იყო ზესევდიანი შემოქმედება, რის გამოც Coldplay ელტონ ჯონის მიმდევრებში ჩაწერეს. თუმცა, მოგვიანებით გამოვიდა მათი მეორე ალბომი A Rush of Blood to the Head (სისხლის მოძრაობა თავისკენ), შედარებით ენერგიული სიმღერებით. „Clocks“, მაგალითად, იყო პიონერი ასეთ სიმღერებში - დიდი ხნით ადრე, ვიდრე Coldplay ყელში ამოსულ „ოოოოოოო“-ს (Viva La Vida) ან „ფარაფარაფარადაის“-ს (Paradise) ჩაწერდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ პერიოდში ჯგუფი ჯერ კიდევ ირიცხებოდა ცოცხალ „ალტერნატივშიკებში“. შემდეგი ალბომით მან დაიწყო მყარი და გამიზნული დაღმავალი მოძრაობა.

2005 წელს ჯგუფი, როგორც ჩანს, დაინტერესდა ელემენტარული მათემატიკით თუ გეომეტრიით და გამოუშვა X&Y, შემდგომში ცნობილი მსოფლიოს ყველა მდედრის საყვარელი „Fix You“-თი. უნდა ითქვას, რომ თავდაპირველად უკანასკნელი იმდენად ცნობილი არ იყო, როგორც „The Hardest Part“, რომლითაც მსოფლიოს რადიოსადგურებმა ტვინი გამორეცხეს. მას შემდეგ, რაც Coldplay-მ „Fix You“-ს კონცერტების დასასრულს შესრულება დაიწყო, იგი იქცა ერთგვარ „ლალალა“ ჰიმნად და პოპულარობა მოიპოვა. დღეს მას ასრულებენ ყველა კონცერტზე. მართალია, სიმღერა კრის მარტინმა, ჯგუფის ერთპიროვნულმა ლიდერმა და პოპ-დიქტატორმა თავისი ცოლისთვის დაწერა, როდესაც უკანასკნელს მამა გარდაეცვალა, მაგრამ ეს მას არასერიოზულ ხასიათს არ უკარგავს.

ჯგუფი კიდევ უფრო რადიკალურ მარაზმში გადავარდა ენის გასატეხი სახელწოდების მქონე ალბომ Viva la Vida or Death and All His Friends-ის გამოსვლით. ალბომი გამოტენილია ბანალური პოპ-მუსიკით, რაზეც თანხმდებიან ბრიტანელი მეცნიერები. „Violet Hill“, რომელიც ბევრს მოსწონს, სინამდვილეში უცნაური სტრუქტურის მქონე სიმღერაა - მას არ აქვს მისამღერი, რისი კომპენსირებაც მოხდა ალბომზე მის წინ მდებარე „Viva la Vida“ — სასტიკი „ოოოოოოოო“, რომელიც სიმღერას ბოლოს ერთვის კონცერტებზე გადაიზარდა 10 წუთიან ტრადიციულ მანტრაში.

ოთხეული იმდენად გათავხედდა, რომ ექსპერიმენტების მომიზეზებით ჩაწერა სიმღერა MTV-ის ერთ-ერთ ბანალურ პროდუქტ რიანასთან. ეს სიმღერა უკვე შემდეგ ალბომში მოხვდა და ეს ბანალურობა ნამდვილად მოიპოვებდა ისეთივე წარმატებას, როგორც „Paradise“ — ეს უკანასკნელი რომ არ ჩაეწერათ. სიმღერა, ისევე, როგორც რიანასთან შეთხზული „Princess of China“, შეტენეს მეხუთე ალბომში კიდევ ერთი უცნაური სახელწოდებით - Mylo Xyloto. „Paradise“, მართალია, „Viva la Vida“-ის სრული ასლი არ ყოფილა, მაგრამ იგივე მიზანს ემსახურებოდა და ემსახურება - მსმენელისთვის მარტივად საღიღინო ჩანაწერია. ბევრმა ჩათვალა, რომ მისამღერში გაჟღერებული Para-para-paradise სინამდვილეში წარმოადგენს სტრიქონს Parrot dies (თუთიყუში კვდება).

დღეისთვის უკანასკნელ ალბომზე, Ghost Stories, ლოგიკურად, მოსალოდნელი იყო დუეტი ჯასტინ ბიბერის მონაწილეობით, თუმცა მას, სტუდიაში მოსვლისას, გზა აებნა. იგი მარცხნივ გაემართა, სადაც საკუთარ ალბომს ტოქსი იწერდა. თუმცა, ალბომმა არანაკლებ იზარალა ვიღაც დიჯეისთან ერთად დაწერილი „A Sky Full of Stars“-ით - კონკრეტული საცეკვაო სიმღერით. ბარემ ტეჩნო ჩაეწერათ, არა?

ასე თუ ისე, Coldplay არის ჯღვლინტიანი და Instagram-ს თაობის მონაპოვარი, რაც არ გამორიცხავს მისი ისტორიაში სამუდამოდ დაფიქსირების ფაქტს.

მოძიებულია "http://anciklopedia.wikia.com/wiki/Coldplay?oldid=2865"-დან

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.