FANDOM


Sad-Baby-Girl-Pictureეს
შესაძლოა ვინმეს არ მოეწონოს. მერე არ თქვათ, რომ არ გაგაფრთხილეთ.

90-იანები — ყველასთვის სანატრელი ეპოქა. ყოველ შემთხვევაში, მათთვის, ვინც დაიბადა 80-იანებში და მოზარდი იყო 90-იანებში. ან მათთვისაც, ვინც 90-იანებში დაიბადა. მაგრამ ამ შემთხვევაში ბევრი ერთმანეთში ურევს 90-იანებს და 2000-იანებს. ანუ - თუ დაიბადა 1992 წელს, მისთვის მნიშვნელოვანია 2002 წელიც კი. ასე თუ ისე, ყველაფრის შესახებ დეტალურად.

მოვლენები Edit

ძირითადად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში სხვადასხვა მოვლენა ვითარდებოდა, რამაც ამა თუ იმ რეგიონზე საკუთარი კვალი დატოვა. მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორია. როგორც ერთმორწმუნეებთან, აგრეთვე ჩვენთან, მედიასაშუალებების მეშვეობით ვრცელდებოდა ისეთი სახის ინფორმაცია, რომ ჩვენთვის დაუვიწყარი გახდა 90-იანები. ფილმები, ტელესერიალები, მუსიკა - ეს მხოლოდ დასაწყისია. მედიის მიღმა არსებობდა უფრო მატერიალური სიმდიდრეებიც - სათამაშოები, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთი. ნახევრად აბსტრაქტული ცნებები და მითიური მოვლენები და ინსტიტუციები, როგორიც იყო „თელასი“, „მეცხრე ენერგობლოკი“ და ა.შ. აგრეთვე არ უნდა გამოგვრჩეს.

ნებისმიერ შემთხვევაში, ატრიბუტიკა ცალკე პუნქტის ღირსია და ის, რასაც ახლა წაიკითხავთ, მცირე შესავალს საჭიროებს. როგორც უკვე ითქვა, ბევრი ერთმანეთში ურევს 90-იანებს და 2000-იანებს. შესაძლოა, ბევრისთვის 90-იანები დასრულდა Rasmus-ის, Rebelde Way-ს და მსგავსი ნაგვის აღზევების პერიოდში. მაგრამ არსებობს წმინდაზე უფრო წმინდა და ნათელი რამ, როგორიც არის ნამდვილი 90-იანები - დასრულებული 1999 წლის ბოლოს. ქვემოთ იხილავთ ძალიან ვრცელ სიას 90-იანების ატრიბუტიკისა. იგი დროდადრო შეივსება - სწორედ იმიტომ, რომ ნამდვილი 90-იანები გამოირჩევა როგორც დაუვიწყარი, ასევე დაუსრულებელი მოგონებებით.

მოვლენებიEdit

ზოგადი სიაEdit

(ყველაფერი დალაგებულია ანბანის მიხედვით)

  • 2000 წლის შიში - ბევრი დარწმუნებული იყო, რომ კომპიუტერები 1999 წლის დასრულების შემდეგ რაღაცას აურევდნენ.
  • Apple-ის ათასი ტექნოლოგია.
  • DVD და ფლეშკები.
  • MP3 პლეერები.
  • Windows-ის რამდენიმე ვერსია. აქედან მუშა აღმოჩნდა მხოლოდ Windows'98.
  • ანიმე სერიალების დიდი რაოდენობა. 2000-იანებშიც ბევრი იყო.
  • ანტიგლობალისტები.
  • ბევრი სხვა ქართველი, როგორც მოვლენა.
  • ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი მისი მაგიდის ქვეშ.
  • ბორის ელცინი
  • გერმანიის გაერთიანება, ბერლინის კედლის დამხობა.
  • ედუარდ შევარდნაძე
  • ევროკავშირის შექმნა.
  • ევროს, როგორც ვალუტის შემუშავება.
  • თენგიზ კიტოვანიც.
  • თენგიზ სიგუა.
  • ინტერნეტის საჯარო მოხმარებაში გასვლა.
  • ირაკლი წერეთელი.
  • ირინა სარიშვილი.
  • ლინუქსების გამოჩენა.
  • მრავალი მიწისძვრა თუ სხვა გლობალური კატასტროფა.
  • ომები (რა ჩამოთვლის, იმდენი იყო).
  • პეიჯერები. თუმცა მათი ეპოქა მალე წავიდა.
  • პენტიუმები.
  • ზვიად გამსახურდია.
  • პირველი კლონი - ცხვარი სახელად დოლი.
  • პრინცესა დაიანას დაღუპვა.
  • საბჭოთა კავშირის დაშლა, დსთ-ის (СНГ) შექმნა.
  • სამხრეთ აფრიკაში აპართეიდის დასასრული.
  • სხვა სერიალების - ანიმაციურიც და ისეთი, უბრალო, მსახიობებით. ძალიან ბევრი. ესპანური, მექსიკური, ბრაზილიური, ვენესუელური, ამერიკული და ა.შ. ღირდა კაპიკები, ამიტომ მათი იმპორტიც იაფი ღირდა.
  • ტამაგოჩი.
  • ჩეხოსლოვაკიის დაშლა.
  • ჩრდილოეთ ირლანდიის დაუსრულებელი კონფლიქტის მოგვარება ბელფასტში სპეციალური შეთანხმებით.
  • ჯაბა იოსელიანი.
  • ჰარი პოტერის სერიის პირველი წიგნები.

ოდნავ უფრო დეტალურადEdit

მას შემდეგ, რაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა, ზვიადმა ჩამოაყალიბა ეროვნული გვარდია და თავდავვის მინისტრად დასვა ოხერი გია ყარყარაშვილი. საქართველოში დაიწყო დაპირისპირებები, ქვეყანა ნაწილებად იხლიჩებოდა. შიდა დაპირისპირების სრული პიკის მთავარი პერსონაჟები იყვნენ ჯაბა იოსელიანი, თენგიზ სიგუა, თენგიზ კიტოვანი და ათასი სხვა კლოუნი. პიკი კი იყო ომი თბილისის ცენტრში, რომელიც მიზნად ისახავდა ზვიადის გადაგდებას. ზვიადი გაიქცა, მაგრამ გახარება ნაადრევი იყო. მისი ფანების, aka "ზვიადისტების" ტვინებიდან ვერ ამორეცხავდით ძველ სიყვარულს, ამიტომ დაიწყო მათი გამოსვლებიც - და სასტიკი წინააღმდეგობა ახალი მთავრობის მხრიდან - მეტად სასტიკი. სიტუაციის დასაშოშმინებლად გადაწყდა შევარდნაძის ჩამოყვანა. ამის ფონზე ხალხი უკვე შიმშილობდა, იყინებოდა და ტროლეიბუსის უკან შემომჯდარი დასეირნობდა ქალაქში.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.