FANDOM


ჰელოუინი (Halloween, იგივე „სილამაზის დღესასწაული“) — მასონების მიერ შემოგდებული დღესასწაული, რომელიც საქართველოში ძალიან უყვართ. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ ან არ იციან, რომ ბერიკაობის მსვლელობის ტრადიცია აქვთ, ან უბრალოდ სახალისო ჰგონიათ.

წლების წინ სკანდალი გამოიწვია თბილისში ახალგაზრდების მცირე ჯგუფის მიერ დღესასწაულის აღნიშვნამ. ამას მოჰყვა მმკ-ის მხრიდან არაადეკვატურად აგრესიულად ფიზიკური ძალის გამოყენება და ქუჩის აქციის მონაწილეთა დარბევა. თავისთავად, ზემოთ აღნიშნულმა კორპორაციამ კონტრშედეგები მიიღო - იმ პერიოდიდან მოყოლებული ჰელოუინს ჩუმ-ჩუმად აღნიშნავენ კლუბებსა და რესტორნებში, რომ არაფერი ვთქვათ სოციალურ ქსელებში პროფილის სურათების მორთვაზე. თუმცა, ბრიტანელი მეცნიერები თანხმდებიან, რომ ქართველებს უბრალოდ კარნავალები აკლიათ და მათი დეფიციტის გამო, ერთობიან იმით, რაც თავად არ იციან.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.