FANDOM


ჰარი პოტერი (Harry Potter) — ზღაპარი, დაბეჭდილი ტუალეტის ქაღალდის შვიდ რულონზე, რომელიც გვიამბობს ბიჭუნა ჰარი პოტერის თავგადასავლებზე. ნაწარმოების მოყვარული ამ სამყაროში ბევრია, მილიონობით. წიგნი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია მსოფლიო ლიტერატურის ისტორიაში.

მოკლედEdit

ჩვენს სამყაროში ცხოვრობს სათვალეებიანი და შუბლზე ნაიარევიანი ბიჭუნა. ავტორი გვიმტკიცებს, რომ მოვლენების განვითარების უკანასკნელი წერტილია 2017 წელი, თუმცა სინამდვილეში დაკვირვებული მკითხველი შეამჩნევს, რომ პირველ წიგნში საუბარია 1991-1992 წლებზე, ხოლო მეშვიდე მიმდინარეობს 1997-1998 წელს.

მიუხედავად იმისა, რომ შვიდივე წიგნი უკვე გამოვიდა და ფილმებიც გადაიღეს, ფანები იმდენად მოწადინებულები არიან, რომ მათი გულის გასახარად სულ მალე უშვებენ ფილმს „ჯადოსნური ცხოველები. სად ვიპოვოთ ისინი“. ეს ამავე სახელწოდების წიგნის ეკრანიზაციაა (თუმცა სცენარი თითიდან გამოწოვეს, ვინაიდან წიგნი უფრო ცნობარია, ვიდრე მხატვრული ლიტერატურა).

მეტიც - უკვე გაიმართა სპექტაკლის „ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი“ პრემიერა, რომელშიც ჰერმიონის როლი ზანგმა შეასრულა - პოლიტკორექტულად.

წარმოშობა Edit

შპროტერის ბუ

პერსონაჟის ბუ გრძელვადიან დეკრეტში.

ისტორია დაიწყო 1990 წელს, როდესაც ვინმე ჯოან როულინგმა გამოიგონა სათვალეებიანი ჯადოქარი. იდეა მას ეწვია მატარებელში. აი ასეა. ბევრი რაღაცებს იგონებს ტუალეტში, უნიტაზზე ჯდომისას, როულინგმა კი მატარებელში შექმნა. ასე თუ ისე, შემდეგი ხუთი წელი ჯოანმა დახარჯა წიგნზე, შვილის გაჩენაზე, ქმართან გაყრაზე და ა.შ. ნებისმიერ შემთხვევაში მას შეუსრულდა 30 წელი, როდესაც ჯერ კიდევ სხვების ხარჯზე ცხოვრობდა. საბედნიეროდ, პირველმა ტომმა წარმატება იქონია, რასაც მოჰყვა შემდეგი ნაწილები. ყოველ ნაწილს მოჰყვა შემდეგი, კომერციულად უფრო წარმატებული.

წიგნების სერია აღინიშნა ლიტერატურული ჯილდოებით, რეცენზიებით, გამოხმაურებებით და ათასი სხვა უადგილო სიმბოლოთი. ყოველი ახალი წიგნი მოზარდისთვის იქცა ისეთივე დიდ მოვლენად, როგორც სკოლის ბანკეტი. სანამ ახალი წიგნი გამოვიდოდა, ფანები ათას თეორიას იგონებდნენ, თუ რა მოხდებოდა შემდეგ ნაწილში. საქმოსანი ხალხი ფსონებს აგროვებდა - თუ ვინ დაიღუპებოდად შემდეგ წიგნში. 2007 წელს გამოსული უკანასკნელი ტომი ფატალური მოვლენების მხრივ ყველაზე ნაყოფიერი აღმოჩნდა.

საბოლოოდ, მკითხველებმაც დაისვენეს, მაგრამ შემდეგი იყო „მგოსანი ბიდლის ზღაპრები“ - მომცრო წიგნი, ნახსენები მეშვიდე ნაწილში. რასაც მოჰყვა კიდევ ორი წიგნი. აგრეთვე ცალკე გამოვიდა პოტერის სერიის წინასიტყვაობაც. როულინგმა ვეღარ მოითმინა და გადაწყვიტა სერიის გაგრძელება, თუმცა უკვე ფარული, პიესის სახით - რომელსაც „დაწყევლილი ბავშვი“ ეწოდა. ასე თუ ისე, ქ-ნ როულინგს იმხელა ქონება აქვს, რომ შვილებსაც ეყოფა და შვილიშვილებსაც.

კარგი და ავიEdit

წიგნებში ბევრი კარგი რამ ხდება, მაგრამ მათ ბევრი ცუდი მხარეც აქვთ. ესენია:

კარგიEdit

  • ძალიან ჩახვეული სიუჟეტები.
  • სიტყვების დიდი რაოდენობა (წარმოიდგინეთ, რამდენია შვიდ ძირითად წიგნში).
  • პერსონაჟების ცვლილება, განვითარება.
  • ფილოსოფია, შეგონებანი და ა.შ.

ცუდიEdit

Harry potter sex potions rocknroll

სექსი ფილმებსა და წიგნებში შემოიფარგლება ამით.

  • წიგნებში არ არის სექსი. მარტო კოცნებია. ისიც - მეხუთე წიგნიდან მოყოლებული.
  • ოდნავ სულელური მაგიური სამყარო. მაგლებმა არაფერი იციან, ალბათ, იმიტომ, რომ მათ 24 საათი უშლიან მეხსიერებას.
  • სულელური ორთაბრძოლები. და სპორტის სახეობაც.
  • არაფრის მომცემი დაბოლოება.
  • რჩეული. ისევ რჩეული. როდემდე?
  • და ის, რომ ავტორი მეშვიდე წიგნში ცდილობს, განმარტოს ყველა გაუგებრობა.