FANDOM


Roman-Holiday-poster

ნამდვილი ფილმის პოსტერი (ამ ფილმის პოსტერი არსად არის)

შვეციის პრინცი იმერეთიდან“ — რეჟისორ ერმალო მაღრაძის 1995 წლის ფილმი. ეფუძნება ცნობილ ფილმს „რომაული არდადეგები“. მიმდინარეობს გაქანებულ შევარდნაძის ეპოქაში, 90-იანებში და იმ დროის ნათელი დოკუმენტია. მოწმობები - ქვემოთკენ.

ფილმის გუნდი Edit

როლებშიEdit

  • დაიანა - ე. თოდრია
  • გიორგი - ვ. ზაქარიაძე
  • თამაზი - ლ. ყურაშვილი
  • გია - გ. მდინარაძე
  • ბებია - ნ. ჩხეიძე
  • თენგიზი - თ. არჩვაძე
  • პოლიციელი - ბ. ჩხეიძე
  • პოლიციის უფროსი - გ. ბუიღლიშვილი
  • კარლო - ზ. ინწკირველი
  • ნინო - შ. გაბელაია
  • ლია - ლ. ელარჯიშვილი
  • ეძგვერაძე - გ. ქუცნიაშვილი
  • გუსტავი - ნ. ბაღაშვილი
  • თაკო - თ. ჭეიშვილი
  • პიჟონი მაგნიტოფონით - ა. ამირანაშვილი
  • პიჟონი - კ. მწითური
  • გოგონა ბაქანზე - მ. ყიასაშვილი
  • მიკი - ც. ოქროპირიძე
  • კიკი - ნ. კუხალეიშვილი
  • პოლიკარპოვიჩი - თ. გურაშვილი
  • ჭიჭიკია - ვ. ყოჩიაშვილი
  • ფოტოგრაფი - ა. ნიკოლაიშვილი
  • ლევანი - ლ. კაპანაძე
  • მაია - მ. კაკაბაძე
  • ნატო - ნ. სარაჯევა
  • მეტროდოტელი - გ. ხახუტაშვილი
  • უ-შუს ინსტრუქტორი - ვ. აბულაშვილი
  • კორესპოდენტი - ი. მაისურაძე
  • ბიჭი პარკში - გ. თავაძე
  • პირველი ბანდიტი - მ. ცინცაძე
  • მეორე ბანდიტი - ბ. ზედგენიძე
  • გოგო პარკში - თ. მაღრაძე
  • ბიჭი გიტარით - დ. ჭანტურიძე
  • მომღერლები - დ. კამკამიძე, ბ. ტაბატაძე, ე. ბეჟუაშვილი

სხვებიEdit

  • რეჟისორები - ი. გაბელაია, ნ. ბაღაშვილი
  • ხმის ოპერატორი - შ. ჩიტიძე
  • მემონტაჟეები - ვ. შიშმაკოვა, ი. კორნიენკო
  • მუს. გამფორმებელი - ვ. აბულაშვილი
  • რეჟ. ასისტენტები - ნ. ნადირაშვილი, ხ. ნასყიდაშვილი
  • კომბინმხატვარი - ე. ფალოიძე
  • რედაქტორი - ჯ. კახაძე
  • დირექტორ-შემსრულებელი - ზ. მაღრაძე

სიუჟეტი Edit

მეგობრები თამაზ ყურაშვილი და გია, დაასრულებენ რა სწავლა-განათლების მორიგ წელიწადს, გადაწყვიტავენ ზღვა წასვლას. მაგრამ ფული არ აქვთ. უცნობ ვითარებაში ჩნდება ფული (როგორც ეტყობა, მათ იგი თენგიზ არჩვაძესთან შეხვედრით შთაგონებულებმა მოიპოვეს).

მიუხედავად დიდი თანხისა, ისინი მაინც სხდებიან ძველ მატარებელზე და მიემგზავრებიან ზესტაფონში. იქ, ტაქსისტის დახმარებით, თავს ამოჰყოფენ სოფელ დილიკაურში, სადაც ესტუმრებიან მეგობარ გიორგის. მაყურებელი იძაბება პირველი წამებიდან, როდესაც აღმოაჩენს, რომ გიორგი სადღაც ყანაშია. ყანაში შესულ მეგობრებს იგი არც კი შეეგებება, ვინაიდან თავის თხას, ანგელინას დარაჯობს. ძმაკაცები ძლივს დაარწმუნებენ, რომ ღირს ბათუმში რამდენიმე დღით გამგზავრება. მაგრამ გიორგი, როგორც უკანასკნელი მორმონი, შარვალ კოსტუმით გაემგზავრება და პლაჟზეც კი ასეთი სახით დადის. თუმცა ამის შესახებ - მოგვიანებით.

მატარებელში კი გაიხდის, მაგრამ საერთო არაფერი აქვს იმასთან, რაც კუპეში ქვედა თაროზე ხდება. მისი ძმაკაცი თამაზი კი იქ მდედრ მგზავრს უწვებს და რაც შემდეგ მოხდება, ყველას გააოცებს. გიორგი პატიოსნად იცავს ქალბატონს არასასურველი კონტაქტისგან, მაგრამ იმდენად დაღლილია მთელი დღის განმავლობაში ყანაში დგომით, რომ გადაბრუნდება იმ იმედით, რომ ხვალ თავად შეიტყობს, თუ რას შვრებოდა თამაზი.

ბათუმში ჩასულები, რატომღაც აღმოჩნდებიან თბილისის სასტუმრო „შერატონ მეტეხში“. იქ დრო გაიყინება, ვინაიდან გიორგი დაინახავს გოგონას, რომელიც პირველივე დანახვით უყვარდება. თუმცა დრო არც ისე გაყინულია, ვინაიდან მეორე წამს ჩანს, რომ ყველა მაინც აქეთ-იქით ირხევა, შემდეგ კი მოძრაობები გრძელდება. გიორგი ატროფირებულია და ძმაკაცები მას ხელით აიყვანენ ყველაზე საუკეთესო ნომერში, რომელიც გამოიყურება, როგორც იაფფასიანი ხრუშოვკის საძინებელი ოთახი. ბოლოს გიორგი გონს მოეგება და განაცხადებს, რომ ის ქალი ცოლად უნდა მოიყვანოს, თუმცა ძმაკაცები კიდევ უფრო გამოაფხიზლებენ.

თამაზი და გია გამოდიან თბილისის სასტუმრო „შერატონ მეტეხის“ წინ და ბათუმის პლაჟს ათვალიერებენ. მიუხედავად მცხუნვარე მზისა, ისინი თვალებში მაინც იდეალურად იხედებიან და ორ გოგოს მონიშნავენ. ერთ-ერთი მორიდებული უფრთხის, მაგრამ მისი მეგობარი, მაინც მორიდებული სახით, ბიჭებს ახლოს მიუშვებს. სხვა საქმე რომ არ აქვთ, პაპანაქებაში, მზის ქვეშ კარტს თამაშობენ. ამასობაში გამოჩნდება პერანგ-შარვლიანი ნაადრევკლიმაქსიანი გიორგი, რომელიც თავის ფიქრებშია. ბრიტანელ მეცნიერთა მიერ დაუდგენელი მიზეზით, ბიჭები გოგონებს რაღაც იდეას შესთავაზებენ, რაზეც ისინი დათანხმდებიან.

ბეჩავი გიორგი მთელი დღე მარტო დაეხეტება და ადგილს ვერ პოულობს. ბათუმში ყველას მოსწონს, მაგრამ მას მხოლოდ ის ერთი უნდა. ის გოგო კი ამასობაში უსაქმურობს და კათოლიკურ წირვას ესწრება.

უსაქმურობის ფონზე გიორგის ძმაკაცები სკვერში გაცნობილ გოგონებთან ერთად სასტუმროს ნომერში ადიან და ატარებენ დისკუსიას სტივი უანდერის, ზებუნებრივისა და ღმერთის შესახებ.

გიორგი ამასობაში პოულობს დაიანას და რატომღაც ლიფტს ჭედავს, რასაც მოჰყვება სამართლიანი კითხვა, თუ რატომ ადის და ჩადის ლიფტი. ლიფტიდან წყვილი უკვე ბედნიერი გამოდის. ენერგიით დამუხტული გიორგი უკვე თავზეხელაღებული ხდება და მაღაზიაში შესაშურ წინააღმდეგობას გაუწევს დასაყაჩაღებლად შემოსულ ბანდიტებს, ესვრის რა მათ პეპსის ქილას.

შვეციის პრინცესა დაიანა მშვიდად სეირნობს გიორგისთან ერთად და უკანასკნელი დარწმუნდება, რომ დაიანა ცოლად უნდა მოიყვანოს, რაზეც თავის მეგობრებს ამცნობს კიდეც, გააღვიძებს რა შუა ძილისას. იგი შესთავაზებს დაიანას ქმრობას, მაგრამ დაიანა უემოციოდ პასუხობს, ალბათ იმიტომ, რომ შვედეთიდან არის, იქ კი მაინც სიცივეა. ამის შემდეგ გიორგის გაახსენდება, რომ მოშივდა და დაიანას შეთავაზებით მიდიან სანაპიროზე, „კარგ“ კაფეში. გზად გიორგი მონაწილეობს კარატეს ვარჯიშში, ვინაიდან შეშურდება პატარა ბიჭის, რომელიც არემარეს „ია“-თი დააყრუებს. სანამ კაფემდე მიაღწევენ, გადის ერთი საათი, თუმცა შიმშილი ყველას ავიწყდება. ამასობაში გზაში წყვილი მოისმენს პადზემკაზე უარეს ვოკალისტებს და შეხვდება ევროპის გარყვნილობაზე გულაცრუებულ ქალბატონს, რომელიც დაიანას ამოიცნობს (ვინაიდან მანამდე ინტერვიუ ჩამოართვა), მაგრამ დაიანა თავს იკატუნებს, რათა გიორგისთან გაუგებრობა არ მოხდეს.

წყვილი საბოლოოდ მიაღწევს კაფემდე (რომელიც რესტორანი აღმოჩნდება), უკვე გადაცმული სახით (როგორც ეტყობა, გზად სასტუმროშიც შეიარეს). აქ მოქმედება ნაწილობრივ დრამატული ხდება ჭიჭიკიას, პოლიკარპოვიჩის და კიკისა და მიკის (დიაცების) შემოსვლით. რესტორანში შეიძლება მხოლოდ კოსტიუმებით შესვლა, მაგრამ ფული ჯოჯოხეთს ანათებს და მორქთამვის შემდეგ ოთხეულს უშვებენ მაგიდებთან. აქ ცნობილი ხდება, რომ პოლიკარპოვიჩი ბევრ ფულს შოულობს დონეცკში, ხოლო ქართველი ქალების ოცნების უმაღლესი პიკი არის პლატფორმებიანი ფეხსაცმელი. 1990-იანების საცეკვაო მუსიკის შემდეგ დამშიებულ გიორგისა და დაიანას, რომლებმაც საჭმელი დაივიწყეს კიდეც, გადასცემენ საღამოს საუკეთესო წყვილის ბროლის თასს (რომელიც მშრალ ხიდზე ნაყიდ კაპიკებიანს ჰგავს). მათ ეს არ ადარდებთ.

მეორე დღეს გიორგი და დაიანა დადიან მხატვრების წინ და მონეს, მატისსა და ყანწებს ათვალიერებენ. დაიანა გადაწყვიტავს, გიორგის უამბოს სიმართკლე, რომ იგი შვეციის პრინცესაა, მაგრამ ამ დროს გამოჩნდებიან პიჟონი და პიჟონი მაგნიტოფონით. ერთ-ერთს გიორგი ნაზად ჰკრავს ხელს. იგი ეცემა უგონოდ. მეორე გიორგისთან ჩხუბს აპირებს, მაგრამ ამ დროს მილიცია გამოეკიდება. თუმცა იმის გამო, რომ ვერ დაიჭერენ პიჟონებს, იჭერენ გიორგისა და დაიანას. მილიციის განყოფილებაში დაიანას ვინაობა საბოლოოდ დადგინდება, როდესაც მის გადასარჩენად დაცვის წევრი კარლი მოდის. გიორგი დამწუხრებულია. შინ მოსულს დაადგება დაიანა და ეუბნება, რომ მეფესთან საქმეებს მოაგვარებს. მიუხედავად ამისა, გიორგი მაინც დამწუხრებულია და გაექცევა შინ, სოფელ დილიკაურში.

გაცეცხლებული დაიანა იქაც დაადგება და ყურით გამოათრევს. მოკლედ, გიორგის ძალით შეტენეს პრინცობა და დააშორეს სახლს (სადაც ბევრი ფული ჰქონდა შენახული) და საყვარელ თხას. და ეს ყველაფერი იმიტომ, რომ დააჯერეს, რომ საქართველო ლეგენდარული ქვეყანაა - მასში ხომ კოლხებზე, არგონავტებზე, მედეასა და ოქროს საწმისზე ცნობილი თურმე არაფერია, მაგრამ ევროპაც ხომ უნდა ნახოს, გარყვნილი?

ფილმი მთავრდება იმით, რომ გიორგის დეიდაშვილი ზედმეტად ამაყობს თავისი კავშირებით და უნივერსიტეტში სხვებს უჩვენებს ნივთმტკიცებულებას გიორგის პრინცობის შესახებ - XIX საუკუნის ფოტოშოპში აწყობილ გაურკვეველ მონტაჟებს და სარდაფიდან ამოტანილ შვედეთის თემატურ ფოტოებს.

საუნდტრეკიEdit

ფილმში ჟღერს შემდეგი ჩანაწერები:

  • Demis Roussos - My Reason (დაიანას და გიორგის პირველი შეხვედრისას)
  • Lambada (ვიღაცის გადამღერებული, პლიაჟის სცენის დროს)
  • ხსნის არმიის მიერ შესრულებული სიმღერა (სინამდვილეში ისმის ბავშვების ხმები)
  • Stevie Wonder - A Place In The Sun (დაიანა და გიორგი ერთად სეირნობენ)
  • Suzi Quatro - If You Can't Give Me Love (დაიანა და გიორგი ერთად სეირნობენ)
  • რაღაც ჩინური მელოდია (კარატეს ვარჯიშისას)
  • Black Bizarre - Stop The Rain (პრესტიჟულ რესტორანში)
  • რაღაც კლასიკური კომპოზიცია (პრესტიჟულ რესტორანში)
  • Flying Saucers - Fabulous (პარკში პიჟონებთან ჩხუბისას)
  • Demis Roussos - When I Am A Kid (მოგზაურობა ბათუმიდან დილიკაურში)
  • რაღაც რომანტიკული მელოდია (ორჯერ - პირველად თამაზის და გიას მიერ ახალი გოგონების გაცნობისას, მეორედ - დაიანას გიორგისთან სოფელში ვიზიტისას).
  • ABBA - Arrival (დაიანას და გიორგის სოფლიდან გამგზავრება)
  • Paul Anka - Diana (დაიანას და გიორგის ქორწინების ნივთმტკიცებულებების წარდგენისას)
  • ABBA - Why Did It Have To Be Me (ტიტრების დროს)

აგრეთვე

ნაკადულები Edit

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.