FANDOM


sg sg sg kidev gaichitet

~ ჯულიეტა ვაშაყმაძე

he he sg klanshi gindat?

~ დავით სოკოლოვი

ქართული ჟურნალისტიკა — ოფიციალურად Facebook-იდან სტატუსების დაკოპირებამდე მიყვანილი დიდი ტრადიცია, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა გასული საუკუნის 50-იან წლებში. საზოგადოებრივმა მაუწყებელმა რადიომაუწყებლობა 1925 წელს დაიწყო, ტელევიზიისა კი — 1956 წელს.

მოკლე ექსკურსიEdit

90-იან წლებამდე ოფიციალურად იყო მხოლოდ ერთი ქართული ტელეარხი - "პირველი" (ან ცენტრალური ტელევიზია). 1991 წელს მას შეუერთდა "მეორე არხი" ისეთი ეპიკური გადაცემებით, როგორიც იყო დავით დეფის რაღაც ღამის მარაზმი, სერგი გვარჯალაძის ვიპუსკები (განდონების უფასო რეკლამით), ჯერ კიდევ ნაკლებად ბოზი თინა კანდელაკით, "კინოსეანსით" (რომელიც ცნობილი იყო თავისი ქუდით - ჩარლი ჩაპლინით, რომელიც სტინგის კომპოზიციაზე Saint Agnes and the Burning Train დადიოდა), ქართული იუმორის აწ უკვე დინოზავრული სტატუსის მქონე "პა სეანსით" (რომელიც, ობიექტურად რომ ვიმსჯელოთ, "იუმორინასაც" უკან იხევდა და დღევანდელ იუმორისტულ შოუებსაც არ ინდობს), აგრეთვე ბევრი სხვა ხარახურით.

ბრიტანელი მეცნიერების აზრით, ქართული ჟურნალისტიკის სამყაროში განუკითხაობის ბრალია ტელეეთერში ინგა გრიგოლიას და მაია ასათიანის, ისევე, როგორც სხვა facepalm-ის გამომწვევი სუბიექტების გამოჩენა. განუკითხაობის და სრული უკონტროლობის ბრალია ამჟამად ფსევდო-ჟურნალისტიკის სახით Facebook-იდან ღია სტატუსების დაკოპირება, ახალი ამბების საიტებზე განთავსება და ასე საარსებო ორი კაპიკის შოვნის პრეცედენტიც.

სკანდალებიEdit

ცრუ სტერეოტიპად ჩამოყალიბდა, რომ ეთერში აუცილებლად უნდა აჩვენონ სკანდალები. ტელევიზიებს რომ ჰკითხო, ხალხს აინტერესებს, თუმცა იმაზე არ ფიქრობენ, რომ ხალხს აინტერესებს ის, რასაც უჩვენებენ. რუსთავი 2 ოდითგანვე რეკორდებს ამყარებდა ერთი საინფორმაციო გამოშვების განმავლობაში მინიმუმ 7-10 ცუდი ამბის ჩვენება-მოყოლით. ნათელი მაგალითი იმისა, თუ რა არის ფსევდო-სკანდალი, იხილეთ შემდეგ სიაში:

  • სააკაშვილმა გააუპატიურა ბარბის თოჯინა. თოჯინა უჩივის სტრასბურგში.
  • საშობაო ღორი გაცოცხლდა და თავს დაესხა ზახრუმაძეების ოჯახს.
  • მასტურბირების დროს ქართველი კაცი ახშობს მობილური ტელეფონის სიგნალს.
  • გორის ერთ-ერთ მაცხოვრებელს მელოტ თავზე სტალინი გამოესახა - სასწაულია, გააზიარეთ!
  • სტალინის ბრძანებით, აშშ-ს მიუსიეს უცხოპლანეტელები. აშშ-ს ბრძანებით, საბჭოთა კავშირს მიუსიეს მოსიარულე ჯინსების პარტია.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.