FANDOM


ადამიანი ძერა 1

ადამიანი-ძერა

ლაბორატორია 1

საზარელი ლაბორატორია "ადამიანი-ძერას" სერიაში.

ქართველი სუპერგმირი — წარმოსახვითი პერსონაჟი, რომელიც ჯერ არ გვყავს.

წლების განმავლობაში, კომიქსების კულტურის განვითარებასთან ერთად, როდესაც საქართველოში ადგილობრივი წარმოების კომიქსების კულტურა კუს ნაბიჯებით ვითარდებოდა, იყო ეროვნული გმირის შექმნის რამდენიმე მცდელობა.

ადამიანი-ძერაEdit

ასეთებს შორის აღსანიშნავია "ადამიანი-ძერა". გამოვიდა 2 ან 3 ნომერი ამ პერსონაჟის თავგადასავლებით. გრაფიკა იყო შოკისმომგვრელი ხარისხის - Photoshop-ის კლასიკური gradient-ეფექტებით. პირველი ნომერი გამოიცა "თანადგომა-1"-ის და "დია"-ს მიერ, მეორე "ლატერნას" ეკუთვნოდა. მართალია, მეორე ნომრიდან ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა - თან გრაფიკის ნაწილი პროფესიონალურად შეასრულა მხატვარმა "კაკადუმ".

კომიქსის პერსონაჟები იყვნენ: ადამიანი-ძერა (ალექსანდრე), ადამიანი-ვირთხა (პოლკოვნიკი მაქსი), მომხიბვლელი მაგდა და პროფესორი ტინკი (ატომური ენერგიის საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი, რომელიც საოცრად ჰგავს ედიკას.

ასე თუ ისე, კომიქსი კომერციულად წარუმატებელი აღმოჩნდა.

დაკარგული ლეგენდებიEdit

"აქ იყო ამირანი", - ამ წარწერით თბილისში რამდენიმე ბილბორდი გამოჩნდა. ეს ბილბორდები და ინსტალაციები იმ სარეკლამო კამპანიის ნაწილი იყო, რომელიც ქართულ საზოგადოებას სრულიად ახალ და ორიგინალურ პროექტს სთავაზობდა. პროექტის ფარგლებში გამოვიდა კომიქსი "ამირანი". იგი მკითხველს ქართული ლეგენდების, მითებისა და ზღაპრების სამყაროში მოგზაურობას ჰპირდებოდა. ლეგენდარული გმირების გვერდით მკითხველი ახალ, საინტერესო პერსონაჟებს შეხვდებოდა და მათთან ერთად "მოჯადოვდებოდა" დაკარგული ლეგენდების მისტიკით.

დღეისთვის გამოვიდა კომიქსის ორი ნომერი.

ბალადა ვეფხვისა და მოყმისაEdit

"ბალადა ვეფხვისა და მოყმისა" გამოიცა 2015 წელს. წარმოადგენს ეპიკურ ადაპტირებას ცნობილი ლექსისა "ლექსი ვეფხვისა და მოყმისა". გრაფიკულად არის კომპლექსური ფერადი და ხარისხიანი ნამუშევარი. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა შეაშინა ფასმა და მათ კვლავ "მაშა ი მედვედ" ამჯობინეს ეროვნულ პროდუქტს.

რა იქნებოდა, რომ...Edit

თანამედროვე ქართულ რეალობას კარგად შეესაბამება შემდეგი პერსონაჟების გუნდი, რომელიც იდეალურ კონკურენციას გაუწევდა Marvel-ის Avenger-ებს და DC-ის სამართლიანობის ლიგას.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.