FANDOM


დისნეი ანძრევს

უოლტ დისნეი (Walter Elias Disney) — მხიარული კაცი, ფულის ტომარა, დიდი კორპორაცია, "მულწიკების" ქარხანა, აშშ-ის სამაგალითო მოქალაქე და მოლაქლაქე, მთელი ოჯახის გასართობი. ბევრი თვლიდა, რომ დისნეი აკეთებდა იმას, რასაც აქ, მარჯვნივ GIF-ზე აკეთებს. რთულია, არ დაეთანხმო (ხშირად).

ცხოვრებაEdit

დაიბადა ღარიბ ოჯახში, სადაც მამა აძალებდა ქუჩაში სპამის ყრას. შემოსულ კაპიკებს უოლტი ხარჯავდა კინოში სიარულზე. ჩანდა, რომ არასტანდარტული ადამიანი იყო - ჯარში მოხვედრის შემდეგ ადგილობრივი საბრძოლო ტექნიკის ნახატებით მორთვა განიზრახა.

ომის შემდეგ სარეკლამო სააგენტოში დიზაინით დაკავდა. მართალია, მაშინ ჯერ არ იყო თბილისის სამხატვრო აკადემიისთვის უწინ ასეთი აუცილებელი ატრიბუტი Corel Draw, მაგრამ დიზაინს მაინც ახერხებდნენ. როგორც ბევრმა ადამიანმა, დისნეიმ გადაწყვიტა ჰოლივუდის დაპყრობა. მსახიობად არ ივარგა. დიდი ვალი აიღო (ვივუსისგან არა, სხვებისგან), ჩაჯდა ავტოფარეხში (ბიძამისის) და დაიწყო მოკლე ანიმაციური ფილმების დამზადება. შექმნა შესანიშნავი პერსონაჟი, კურდღელი ოსვალდი, მაგრამ გამოუცდელობის გამო საქმე ჩასვარა და ოსვალდი სხვების ხელში მოხვდა. თუმცა, სწორედ ამ დიდ წარუმატებლობას ჰქონდა მთავარი მოტივირების ეფექტი - უოლტმა გამოიგონა თაგუნია, რომელსაც მოგვიანებით "მიკი" დაერქვა.

როგორც ბევრი სხვა, უოლტი ქრონიკულად ეწეოდა, ამიტომ წერილი წაიღო 65 წლისამ. დღემდე შეთქმულების თეორიის დონის ჭორები დადის - თითქოს იგი არა მხოლოდ გიჟი მწეველი, არამედ ალკოჰოლიკი, ანტისემიტი (სამუშაოდ არ იყვანდა ებრაელებს) და ნაცისტების იდეების მხარდამჭერი იყო. ეს იმიჯი ვერ ჩამორეცხა მისი სტუდიის მიერ დამზადებულმა დიდი რაოდენობის ანიმაციურმა აგიტაციურმა ანტიჰიტლერულმა ფილმმაც.

საიდუმლოEdit

ოსვალდთან დაკავშირებული უსიამოვნების შემდეგ დისნეის მიხვდა, თუ როგორი მნიშვნელობა ჰქონდა საავტორო უფლებების დაცვას. ამიტომ მიკი მაუსი აქცია სავაჭრო ნიშნად. დაწყებული კალმებით, დამთავრებული ათასი ხარახურით, ყველაფერი მიკის სახეს ატარებდა და დისნეის საფულეს მორიგ კაპიკებს ჰმატებდა.

დისნეის მულტფილმების უმეტესობამ იდეოლოგიურად დაამუშავა არა მხოლოდ ამერიკელი ბავშვები, არამედ მათი მშობლებიც. თავისთავად, დისნეი არა მხოლოდ მხატვარი იყო, არამედ ფსიქოლოგიც - კარგად ესმოდა, თუ რა იზიდავს მაყურებელს - ფერადი, მხიარული, მუსიკალური. დისნეი არც ტექნიკურ მხარეს უფრთხოდა და ყველაფერს ხარისხიანად ამზადებდა. ფორმულა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ აქამდე მუშაობს და კვლავაც იმუშავებს. კონკურენტები დისნეის არ უყვარდა - 1930-იანებში ისინი აიძულა, მხოლოდ ორფერიან ფირზე ემუშავათ და სამფერიანი ფირის გამოყენებაზე ერთგვარი მონოპოლია დაამყარა.

დისნეის პერსონაჟები თანამედროვე ანიმაციურ გმირებთან შედარებით ითვლება სიკეთისა და ჰუმანურობის განსახიერებად. თუმცა ადრეულ ეტაპზე მიკი მაუსი რამდენიმე ფილმში ცხოველებს აწვალებდა, რათა მუსიკალური ჰანგები მიეღო, ხოლო ზოგადად დისნეის იმპერიაში აბსოლუტურად ბუნებრივ მოვლენად ითვლება, თუ იხვების სამეგობროს ჰყავს ნაცნობი ქათამი, მაგრამ ამავე დროს სუფრაზე უდევთ შემცხვარი ქათამი.

ძველი თაობა გიჟდებოდა სასაცილო სიტუაციებზე გუფის, დონალდის და სხვების მონაწილეობით, და, რა თქმა უნდა, მათი სიბრიყვის გამო. როგორც ჩანს, ბევრი ამ პერსონაჟებში საკუთარ თავს პოულობდა.

საბჭოთა კავშირში დისნეის დიდ პატივს სცემდნენ, რაც ოდნავ უცნაური იყო - რომელიღაც წელს მან ღიად გაილაშქრა ამერიკაში კომუნისტების წინააღმდეგ. ასე თუ ისე, შთაგონებულმა დისნეის წარმატებით, სსრკ-მ მოგვივლინა "სოიუზმულტფილმი", რომელმაც ვინ მოთვლის, რამდენი რამ შექმნა. ამან კი ის გამოიწვია, რომ დღესაც ნდობა რუსული ანიმაციისადმი მაღალია და თანამედროვე ქართველი ბავშვი "მაშა ი მედვედ"-ით საზრდოობს.

დისნეის წარმატებით შთაგონებული იყო იაპონიაც. იმდენად, რომ დახურული იმპერია შექმნა, რომელშიც ანიმე ფილმები და მანგა კულტურის ყველაზე ცნობილი მარცვლებია.

მართალია, დისნეის სტუდიას ჰქონდა კომერციული აღმაფრენების ეპოქა, დროთა განმავლობაში ნახატი ფილმები ხალხს მობეზრდა. კომპიუტერული გრაფიკის გამოჩენას და და განვითარებას მოჰყვა ნახატი ფილმების წარმატების კლება და ამჟამად სრულმეტრაჟიანი ფორმატი ასეთი ფილმების შემთხვევაში ძალიან მცირე შემოსავლის წყაროა. ნახატი ფილმები სულ უფრო იშვიათად გამოდის, თუმცა ევროპაში მოკლემეტრაჟიანი კინო და ზოგადად დამოუკიდებელი სტუდიების სრულმეტრაჟიანი ნაშრომები უფრო წარმატებულია.

დისნეის პარკებიEdit

დისნეილენდი (Disneyland) არის ერთგვარი ლას-ვეგასი მთელი ოჯახისთვის. ოღონდ, ბანქოს თამაშების, ელვისების და ბოზების სანაცვლოდ ეს არის გიგანტური პარკი მიკი მაუსებით, ატრაქციონებით და ათასი სხვა გასართობით. მსოფლიოში ხუთი ასეთი პარკია. არსებობს უცნაური ტრადიციაც - ნებისმიერ გასართობ პარკს უკვე დისნეილენდს უწოდებენ. თბილისში, ყაზბეგზე წითელი ბაღი რომ არის და ბოზები რომ დგანან, იმასაც.

პერსონაჟებიEdit

დისნეი თავად ფილმებს არ ხატავდა გვიანდელ წლებში. თუმცა, იგი მუშაობდა ადრეულ ფილმებზე და შექმნელია რიგი პერსონაჟებისა. ესენია:

  • მიკი მაუსი — დისნეის კომერციული გადარჩენა. მინი მაუსის მხერხავი.
  • პლუტო — ოთხ ფეხზე მოსიარულე ძაღლი, მიუხედავად იმისა, რომ დისნეის სამყაროში არიან ორ ფეხზე მოსიარულეებიც.
  • დონალდი, იგივე დოლანდო, იგივე დონალდო (საღეჭი რეზინის წყალობით) — საშინლად გამაღიზიანებელი ხმის მქონე ფსიქიურად შეშლილი იხვი.
  • გუფი — არაადეკვატური, ჩლუნგი ძაღლი.
  • მინი მაუსი — მიკი მაუსის სიმპათიების ობიექტი.
  • დეიზი დაკი — დონალდის მხრიდან ხერხვის ობიექტი.
  • შავი პიტი - ვერ გაიგებ, რა არსება. კატის, მგლის და ღორის ნარევი. თავდაპირველად კრიმინალური ელემენტი იყო, მოგვიანებით დაჭკვიანდა, მოიყვანა ცოლი და დაყარა შვილები.

მუსიკაEdit

მუსიკა არის მიმზიდველი ელემენტი, რაც დისნეიმ დიდი ხნის წინ შეამჩნია. რა თქმა უნდა, უფრო ცნობილია სრულმეტრაჟიანი ფილმების მუსიკა. მაგალითად, "ჯუნგლების წიგნიდან" (ჩუპაკი ჩუპაკი), "ალადინიდან", "პატარა ქალთევზადან" და სხვებიდან.

თუმცა, ტელემაყურებლებში არანაკლებ პოპულარულია სერიალების ქუდების სიმღერებიც - სერიალებიდან DuckTales, Chip 'n Dale Rescue Rangers და ა.შ. 80-იანებში დაბადებულ 90-იანების თაობას კარგად ახსოვს ეს სიმღერები და მათი ყოველი გამოჩენისას ბავშვობაში ბრუნდება.

სერიალებიEdit

სერიალების შესახებ. მოკლედ, 90-იანებიდან რუსეთის პირველ ტელეარხზე გადიოდა ათასი ანიმაციური სერიალი, მაგრამ ყველაზე პოპულარული იყო მაინც დისნეის პერსონაჟებით აღჭურვილი ეპიკური ნამუშევრები. კვირა დღე ქართველი მოზარდებისთვისაც მნიშვნელოვანი იყო, ამიტომ მეორე დღეს სკოლაში მოსულები, მღეროდნენ სერიალების სიმღერებს ან განასახიერებდნენ ამა თუ იმ პერსონაჟს. აი რა დრო იყო! თქვენ კი პიკაჩუ, სპონჯ-ბობი და სხვები გახსენდებათ.

ჰო, კიდევ Edit

  • ტომი და ჯერი — ცხოველების ერთმანეთთან სადისტური დამოკიდებულების ეტალონი

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.