FANDOM


უკან მომავალში (გარყვნილი ამერიკის ენაზე - Back to the Future) — ფანტასტიკური ჟანრის კინოტრილოგია, კომედიური ელემენტებით. გადაღებულია 1985-1990 წლებში, რობერტ ზემეკისის და ბობ გეილის სცენარის მიხედვით, თავად ზემეკისის მიერ. აღმასრულებელი პროდიუსერია სტივენ სპილბერგი. შედეგად ფილმი გამოვიდა საკმაოდ კარგი და სასიამოვნოც. მისი რამდენიმეჯერ ნახვის შემდეგ იკვეთება სხვადასხვა საინტერესო ფაქტორი და აღმოჩენა, რომელიც არ ჩანს პირველი ნახვისას. ფილმს მოჰყვა კომიქსი, ვიდეოთამაშები, ანიმაციური სერიალი და სხვა ხარახურა.

მთავარი გმირებიEdit

  • მარტი მაკფლაი (მაიკლ ჯეი ფოქსი) — ტიპიური 80-იანების მოზარდი. მოძრაობს სკეიტბორდით, უკრავს გიტარაზე როკ-ჯგუფში, იგონებს რაღაცებს.
  • ემეტ "დოკ" ფონ ბრაუნი (კრისტოფერ ლოიდი) — გამომგონებელი, ათასი მოწყობილობის ავტორი. მთავარი სიამაყე - დროის მანქანა. მთელი ფილმის განმავლობაში დარბის, ნერვიულობს იმაზე, რომ მომავალს ავნებს, მრგვალ თვალებს აჩვენებს და ა.შ. ცნობილი ფრაზა - "Great Scott!".
  • ბიფ ტანენი — მთავარი უარყოფითი პერსონაჟი, ყველაფრის თავი და თავი. თავდაპირველად მარტის მამას დასცინოდა და ატერორებდა, თუმცა ისტორიის მოვლენებში ცვლილებების შეტანის შემდეგ მორჩილი გახდა. სამივე ფილმის განმავლობაში ჩნდება მისი ხუთი ვერსია, მათ შორის - XIX საუკუნიდან. ეზიზღება განავალში მოხვედრა.

დროის მანქანაEdit

დროის მანქანა ამ ფილმში პირდაპირი გაგებით დროის მანქანაა - აწყობილია DeLorean-ის მარკის მანქანის საფუძველზე. მოყვარულებს ხშირად სურთ ასეთი მანქანის მფლობელის როლში ყოფნა, თუმცა საგულისხმოა, რომ იგი უკვე 1985 წელს იშვიათობად იქცა. ჩვენს დროს მანქანის ფასი დაახლოებით 15.000 დოლარი ღირს - ამა თუ იმ ნაწილის გამოუცვლელად.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.