FANDOM


Toxiimage

ტოქსი თავისი სადარბაზოს უცნობ სართულზე (ალბათ, ბინასთან)

ტოქსი არის თბილისელი, კერძოდ ვაზისუბნელი ყოფილი რეპერი, რომელიც ინტერნეტ-საზოგადოებაში ითვლება ქართული ნეო განგსტას დამაარსებლად. მის სიმღერებს ახასიათებს ურითმო ტექსტები, სხვა ცნობილი რეპერებისგან აღებული მელოდიები და აბდაუბდა საუბარი. აღსანიშნავია, რომ ტოქსი არ იყენებდა სტუდიურ სპეცეფექტებს და ვოკალზე თუნდაც ელემენტარული ექოს ეფექტის შექმნისას საკუთარი ხმით ახდენდა მის იმიტირებას.

ისტორია Edit

ტოქსი (ნამდვილი სახელი - ჯაბა ჯიქურაშვილი, დ. 1992 წლის 30 სექტემბერს) გაიზარდა თბილისის ერთ-ერთი რაიონის, ვაზისუბნის მკაცრ გარემოში. 2006 წელს მან ჩაწერა პირველი დემო-სიმღერები და ერთ-ერთ რადიოსადგურში მიიტანა ისინი. რადიოსადგურმა უარი თქვა მათ გაშვებაზე, სამაგიეროდ, ჩანაწერმა გაჟონა ირტერნეტ-ქსელში.

მოულოდნელად ტოქსის წარმატება ესტუმრა. თბილისის ფორუმის მეშვეობით გავრცელდა მისი პირველი ჩანაწერები. ტოქსიმ ამ წარმატების შესახებ არაფერი იცოდა. ყველაზე დიდი შოკი მსმენელზე მოახდინა ექსცენტრიულმა სიმღერამ „როკერთან ბრძოლა“, სადაც ჯაბა მეცნიერული თვალით განიხილავს როკერების ფენომენს. რა თქმა უნდა, აქ ადგილი აქვს მათ კრიტიკასაც, თანაც - ყველა უცენზურო საშუალებით.

წარმატების ტალღაზე ტოქსი მიიწვიეს „ნანიკოს შოუში“, რომელიც ეძღვნებოდა თინეიჯერების კრიმინალს, თუმცა, სინამდვილეში, ეს იყო მხოლოდ საბაბი, რათა ტოქსი გამოეჩინათ ეთერში. მაგალითისათვის ტელესტუდიაში ამ დროს გაიჟღერა „როკერთან ბრძოლამ“, რამაც სტუდიაში მყოფი ლექს-სენის სიცილი გამოიწვია.

ტოქსის მეორე ალბომის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში უცნობი იყო, მაგრამ 2008 წლის მიწურულს ცნობილი გახდა მისი ახალი ფსევდონიმი - ჩიპოლინო. აღმოჩნდა, რომ ახალი სიმღერები მას უკვე დიდი ხნის წინ ჰქონდა ჩაწერილი. მსმენელებმა ისინი ინტერნეტში გაავრცელეს სახელწოდებით „The Chipolino EP“.

მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებდა, თითქოს რეპს არ გაყიდიდა და როკერებს ვერ იტანდა, მოყვარულებმა მოგვიანებით ჯაბას ქსელში მიაკვლიეს - სხვადასხვა სახელით და ახალი მუსიკალური ინტერესებით. მაგალითად, ნიკნეიმში ეწერა "Gilmour" (Pink Floyd წაიკითხეთ). როგორც ჩანს, მოგვიანებით ყოფილი ტოქსი გადაიხარა სხვა მუსიკისგან და რეპიც გაყიდა.

ალბომებიEdit

შენიშვნა: ალბომების სახელწოდებები, სიმღერების თანმიმდევრობა და, შესაძლოა, სიმღერების ნაწილის სათაურებიც მოყვარულების მიერ არის გამოგონილი.

  • როკერთან ბრძოლა (2007)
  • The Chipolino EP (2008)

ციტატებიEdit

მე რეპერს ვხატავ ბოლით

~ ტოქსი

ერთი ნაფაზი და ნოუ ექსით

~ ტოქსი

ფლასი მარსი თარსი

~ ტოქსი

სასტიკი ბარინგა მოვკლათ

~ ტოქსი

სამი ტყვია და დარჩენილი აზრები

~ ტოქსი

გუნიტი, ნელი, ფიფტიცენტი

~ ტოქსი

ჯაბა ვარ მე და პლანის ძებნაში გავიდა დრო

~ ტოქსი

ოჩენ ლუბლუ მაიუ გორად

~ ტოქსი

ია პაბეგუ იზ პალიციი ი სტარშიმ ვეშემ ნე სტანუ

~ ტოქსი

შაკიიიიიი! მოგი...... დედის ტ............

~ ტოქსი

ფოტოგალერეაEdit

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.