FANDOM


Amazing Fantasy 15

Ja, ja, das ist gut, das ist fantastisch!

სპაიდერმენი — ამერიკული კომიქსების სუპერგმირი და Marvel-ის ფულის ტომარა. პოპულარობით მას მხოლოდ სუპერმენი და ბეტმენი თუ აღემატებიან.

ისტორიაEdit

პერსონაჟი 1962 წელს გამოიგონა სტენ ლიმ - იმ ბაბუამ, Marvel-ის ეკრანიზაციის ყველა ფილმში აქა-იქ რომ ეკვეხება. გარდა ყველაფრისა, მისი იდეა იყო, შეექმნა პერსონაჟი, რომელიც ჩვეულებრივი იქნებოდა რეალურ ცხოვრებაში, მაგრამ დუპლეტ ბავშვებს მოეწონებოდა. პერსონაჟი დახატა სტივ დიტკომ (სლოვაკეთიდან იყო, სხვათა შორის).

კომიქსების ერთ-ერთი თავისებურება იმაშია, რომ პიტერ პარკერი, რომელიც სპაიდერმენად დაძრწის, პარალელურად დეპრესიული ახალგაზრდაა, რომელსაც პრობლემები აქვს ყველგან და ყველასთან. გამოგონილია მისი თავგადასავლების მრავალი ვარიანტი, მაგრამ ყველგან ხდება ერთი და იგივე - მას კბენს ობობა, იგი ხდება სპეციალური ძალებით დაჯილდოებული, მას უკლავენ ძია ბენს, პარკერი ებრძვის პირველ მტრებს და ა.შ.

პარკერს ჰყავს შეყვარებული - ცეცხლოვანი სექსუალური გოგონა მერი ჯეი უოტსონი, რომელიც მისი მეზობელია. მაგრამ აქ პარკერი ეტყობა, ქართველ მურთაზს ემსგავსება და აბა როგორ შეიძლება მეზობელი გიყვარდეს? თუმცა, იგი მაინც არღვებს მურთაზობის პრინციპებს და სიყვარულს უხსნის მერი ჯეინს. მიუხედავად ამისა, ერთ-ერთი სიუჟეტური ხაზით, ისინი დროებით შორდებიდან და ჰორიზონტზე ჩნდება ნეტარი გვენ სტეისი - დროებით შეყოფის საშუალება. მოგვიანებით მას ისევ მერი ჯეინი ენაცვლება, თუმცა ამას აქ მნიშვნელობა არ აქვს.

ასე თუ ისე, პარკერი გამოირჩევა მტრების მთელი კოლექციით - ნიღბებით თუ უნიღბოდ. რატომღაც ყველა კონფლიქტი მათთან ხდება ნიუ-იორკში (როგორც ბევრი სხვა უბედურება).

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.