FANDOM


ბანკეტი

სკოლის ბანკეტი — მთავარი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში (გამომდინარე მასზე დახარჯული ფულადი თანხის რაოდენობიდან).

დაწყება Edit

მომზადება ამ ღონისძიებისთვის იწყება დიდი ხნით ადრე. როგორც ყოველთვის, აუცილებელია კლასის ფონდში ასობით ლარის შეტანა. ბიუჯეტი ითვალისწინებს ფოტოგრაფის, ვიდეოპერატორის, ლიმუზინების, კოსტიუმების, რესტორნის და ათასი სხვა რამის ქირაობას. მერყეობს რამდენიმე ათასეული ლარიდან - ზემოთ.

როგორც წესი, თავად ცერემონიამდე ადგილი აქვს კიდევ ერთ ცერემონიას - ატესტატის გაცემას. ამ ღონისძიებაზე, გამომდინარე იქიდან, თუ რამდენად მაგარია საკოლა, აუცილებლად მოვა რომელიმე ცნობილი პიროვნება - მაგალითად, დუტა. მასწავლებლები ატესტატების გადაცემის საღამოს დროს ყოველთვის აღნიშნავენ, რომ ასეთი საღამო არ ახსოვთ. რა თქმა უნდა, მოსწავლეებიც გამოდიან - სიმღერით ან ლექსებით.

თავად ზეიმიEdit

ბანკეტი 2

როგორც იქნა, დგება მნიშვნელოვანი დღე. დილიდან გოგონები და ბიჭები ერთად იკრიბებიან, ადიან ჯვარზე ან გადიან სვეტიცხოველში (აუცილებლად ლიმუზინებით), გამოპრანჭული, როგორც უკანასკნელი სოფლის უკანასკნელი მოსწავლეები. ხოლმე განასახიერებენ წყვილებსაც (თუმცა ზოგს ჯერ არანაირი ურთიერთობა აქვს). თუ არ განასახიერებენ - უკვე არიან და ამიტომ ამაღამ არ ასცდება ვიღაცას, როგორც პატარძალს ის.

ეკლესიის შემდეგ მიდიან ბუნების წიაღში და იღებენ ფოტოებს უცნაურ ფონებზე - ქვებთან, კლდეებთან, მთაზე და ა.შ. უკვე კუჭგამომხმარები, საბოლოოდ მიადგებიან რესტორანს, სადაც მიასკდებიან ყველანაირ საჭმელს. მშობლები ამ დროს იქვე სხედან და უთვალთვალებენ, ვაი და რომელიმე ბიჭმა რომელიმე გოგოს ხელი ისე არ დაადოს, როგორც საჭიროა. ოპერატორი, ბუნებრივია, ყველაფერს იღებს, რომ არაფერი ვთქვათ შოკისმომგვრელ ცეკვებზე ათასჯერ გაცვეთილი სიმღერების ფონზე. რეპერტუარში სტანდარტულად შედის "ვაგონი მიქრის", შუფუტინსკის "Вороны" და, თუნდაც რამე "ნელი" (a.k.a. "ვალსი"), რომანტიკული.

ვინც იღლება, მიდის მაგიდასთან, შემთხვევით გადაილაპარაკებს რომელიმეს მშობელთან, გადაჰკრავს შამპანურს ან ჩახეთქავს ტორტს ფიქრით "ვაიმე ხვალ დიეტაზე ვჯდები!" და ა.შ.

სექსიEdit

ბევრი თვლის, რომ სწორედ გამოსაშვების დროს უნდა დაკარგოს ვაჟიშვილობა/ქალიშვილობა. მეორე მხრივ, ოდნავ წარმოუდგენელია - ბევრი გაქვს დალეული, ნაჭამი, დაღლილი ხარ, ოფლის სუნი აგდის ყველა ნაკეციდან და ბევრი სხვა რამით გამოირჩევი. შესაბამისად - როგორ აპირებ ამის კეთებას? ხომ გინდა, რომ სასიამოვნოდ დაგამახსოვრდეს ეს საღამო? რატომ იფუჭებ ცხოვრებას და უფუჭებ სხვასაც?

ისე, თუ გინდა შეყვარებულთან იმის კეთება, ადექი და გამოსაშვების მერე მიაკითხე, მშვიდ გარემოში. ან მერე, ერთი 30 წლის რომ იქნებით - მაინც ვერ გათხოვდება მანამდე. ან ეგ თუ არა, სხვა ვინმე დარჩება გაუთხოვარი.

სინამდვილეშიEdit

სინამდვილეში ადამიანი ამ ფულით დაისვენებდა უცხოეთში.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.