FANDOM


Abe simpson

სერიალში იწინასწარმეტყველეს გიგი უგულავას ციხიდან გამოსვლა და უკან სწრაფად შებრუნებაც.

სიმპსონები (The Simpsons) — ერთ დროს კარგი ანიმაციური სერიალი, რომელიც 1987 წელს მეტ გროუნინგმა წამოიწყო. სერიალში მოთხრობილია ტიპიური ამერიკული ოჯახის ცხოვრების მოვლენები.

1990-იანებში სერიალი უმაღლეს დონეზე დასცინოდა ამერიკულ რეალობას. 1999 წელს, როდესაც მისმა შემქმნელებმა „Futurama“-ც გამოუშვეს, დაიწყო პოპულარობის ბუნებრივი დაკარგვა, ვინაიდან სცენარისტები ვერ ასწრებდნენ ორ ფრონტზე მუშაობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთ-ერთი უკანასკნელი სეზონიდან (მე-20-ს შემდეგ) იქცა ნაგვად.

სინამდვილეში, ეს არის ყველაზე ხანგრძლივი ანიმაციური სერიალი, პრაიმ-ტაიმის ეთერში გასვლის გათვალისწინებით.

კაიფობთ, ჩემი?Edit

სერიალის თემები მეტად მრავალფეროვანია - რელიგია, პოლიტიკა, კულტურული სიმბოლოები და მოვლენები, ცნობილი ხალხი, ეროვნული უმცირესობები და ათასი სხვა რამ. ამ მხრივ „სიმპსონები“ უფრო South Park-ის მსგავსია, თუმცა განსხვავება ის არის, რომ უკანასკნელში გამოიყენება მეტად მკაცრი სატირა, პირველში კი - მხოლოდ ირონია. ამიტომ „სიმპსონები“ არაპოლიტკორექტული ნამდვილად არ არის. მით უმეტეს, 20 წლის წინანდელი ეპიზოდები იმაზე უფრო რბილია, ვიდრე „ვანოს შოუს“ ხუმრობები. ამასთან, ავტორები ცდილობენ, დროის დინებას მიჰყვნენ და ხუმრობენ აქტუალურ საკითხებზე. დონალდ ტრამპი მხოლოდ ერთ-ერთია იმ ათასობით თემიდან, რომელსაც ისინი ხშირად მიმართავენ სცენარის შემუშავებისას.

სამსონაძეებიEdit

შალვა რამიშვილმა 2000-იანი წლების მიწურულს (2000-იანებად ითვლება 2000-2009 წლები) შექმნა, არ დაგვეზარება ამის თქმა და გულისამრევი, 0 მხატვრული ღირებულების და ამავე პროცენტულობის იუმორის მატარებელი ანიმაციური სერიალი „სამსონაძეები“. დაწყებული მისი ქუდით და სატიტულო სიმღერით, სერიალი „სიმპსონების“ ამაზრზენი პაროდიაა. ზვიო რომ არ ჩააკვეხონ სადმე, ისე არ არსებობს. ხოლო პერსონაჟების დიზაინი მხოლოდ შეგაშინებთ - არანაირი გეომეტრიული ფორმები (როგორც „სიმპსონებშია“) და საერთოდ - გეგონება, ყველაფერს ხატავდა მსოფლიოში ყველაზე უნიჭო მხატვარი. თავად შალვა, მართალია, ამბობდა, რომ სერიალი ორიგინალური იყო და არ შეიძლებოდა მისი „სიმპსონებთან“ შედარება, ეს იყო მხოლოდ თავის სუსტი მართლება.

იხილეთ აგრეთვეEdit