FANDOM


მოდიხართ თუ ქეიფობთო ?00:53

მოდიხართ თუ ქეიფობთო ?

სად ჩაურტყა — ქართული ინტერნეტის მემი.

მომდინარეობს აწ გარდაცვლილი ანიმაციური სერიალ „დარდუბალას“ ერთ-ერთი ეპიზოდიდან. კონკრეტულ სცენაში ნაჩვენებია მოქეიფე საზოგადოება. თამადა (სავარაუდოდ) ყველას უამბობს ამბავს, რომელიც თითქოს სასაცილოა, თუმცა იმდენად არასასაცილოა, რომ მაინც სასაცილოა, ვინაიდან მასზე სხვებს ეცინებათ.

ტექსტიEdit

  • ესე იგი, მაგარი ისტორიაა. თენგიზა არის ბათუმში და გველოდება, ესე იგი, მივდივართ მანქანით მე, გურამა, კოტე და ვაჟა. ჰო და მივდივართ მანქანით და სამტრედიასთან ესე იგი სოფელია მარანი. მარანი. იქა ვართ და ამ დროს იქიდან, რეკავს ბათუმიდან. ბათუმიდან რეკავს ესე იგი და სადა ხართო, კაცო, სადა ხართო. ჰო და მე ვეუბნები, მარანში ვართ, მე-თქი, გაიგე, მარანში, მე-თქი, იქანა. თენგიზა მეუბნება, კაცო, მოდიხართ თუ ქეიფობთო, მაგის დედა ვატირე. ჰა ჰა ჰა (სიცილ-ხითხითი).
  • როგორა, როგორა, ბიჭო, მარანშიო?
  • ქეიფობთო თუ მოდიხართო? (ხითხითი, ხარხარი)
  • როგორ, ქეიფობთო თუ მოდიხართო? მაგარია, მაგარია, სად ჩაურტყა?

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.