FANDOM


ობიანი პურიძველმანი
ამ სტატიაში აღწერილია იმდენად დიდი ხნის წინ დატრიალებული მოვლენები, რომ მათი არსებობა მხოლოდ დინოზავრებს ახსოვთ (თუ გადარჩნენ).
Shurik 1

შურიკა - კინოს სახლის ტექნიკოს ანდრეის ნათელმირონი.

საბჭოთა კინოერთმორწმუნეთა მიერ დაარსებული ქვეყნის ტერიტორიაზე 1919-1991 წლებში გადაღებული ფილმების საერთო კატეგორია.

პერიოდებიEdit

საბჭოთა კინო დაახლოებით ასე შეიძლება დაიყოს:

20-იანებიEdit

გადაიღეს შედევრებად აღიარებული ფილმი „ჯავშნოსანი პოტიომკინი“ და...მეტი აღარ მახსოვს. იყო ქართული ფილმებიც - „არსენა ყაჩაღი“, „ტარიელ მკლავაძის მკვლელობის საქმე“, „ორი მონადირე“, „ბოშური სისხლი“ - როგორც ხედავთ, ბევრ სისხლთან გვაქვს საქმე.

30-იანებიEdit

„ჩაპაევი“, „ვოლგა-ვოლგა“ და მსგავსი პატრიოტული ფილმები. საქართველოში - „ჯიმ შვანთე“, „დარიკო“ და სხვები.

40-იანებიEdit

უმძიმესი ფილმი „ივანე მრისხანე“ და ა.შ. აჰ, კიდევ იყო „კონკია“, რომელიც 2009 წელს თავხედურად შეაფერადეს. იყო ქართული ფილმებიც, როგორ არა? „აკაკის აკვანი“, თუნდაც. „გამზრდელი“ რომ არის თანდართული, მინიფილმივით.

50-იანებიEdit

ზოგადად საბჭოთა კავშირში - ბევრი ფილმი ქვეყნის აღორძინებაზე. ტაშ-ფანდურები „საკარნავალო ღამის სახით“ (ოგურცოვს რომ ლექტორი მოჰყავს თავისი უაზრო ლექციით, აი ეგ კინო). საქართველოში კი ამ დროს:

  • „ჭრიჭინა“ - ფილმი იმაზე, თუ როგორ მოკლეს ძერა და გააუპატიურეს მიჩურინი.
  • „ცისკარა“ - ქართული ფენტეზი. პიტერ ჯექსონი ამ დროს მამამისის ჭუჭულიკებში იმყოფებოდა.
  • „ბაში-აჩუკი“ - ზედმეტად რომანტიკულ ფერებში ნაჩვენები ჩვენი ყოფა. მართალია, ყველაფერი აკაკის ბრალია, მაგრამ მაინც. მოკლედ, რობინ ჰუდის დიდი კონკურენცია.
  • „საბუდარელი ჭაბუკი“ - ბიჭზე, რომელმაც წარმატებული კარიერა გაიკეთა. ყოველგვარი ტრენინგების და სემინარების გარეშე. და რომ არ დაგვავიწყდეს - ბუს კვერცხები იყიდა.
  • „ჩხიკვთა ქორწილი“ - ამის არხსენება არ შეიძლება. იმის გამო, რომ ხშირად აჩვენებდნენ „წუნა და წრუწუნასთან“ ერთად, ბევრი თვლის, რომ ეს უკანასკნელიც ვაჟას დაწერილია. რას არ გაიგებ ხოლმე.
  • „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“ - სერიოზულად, ფილმი იმაზე, თუ როგორ მიდის ერთი თაობა და მოდის მეორე. არასერიოზულად - ფილმი პატიოსან ქურდზე (უყურეთ ყურადღებით). სხვათა შორის, ამ ფილმის შემდეგ ქურდები წუხდნენ, რომ ბევრი შეცდომაა დაშვებული. მაგალითად ის, რომ ქურდი სხვანაირად ქურდობს - კარში წინასწარ ტოვებს ასანთს და თუ რაღაც ხნის განმავლობაში ასანთი იქვე დარჩა, ესე იგი, სახლში არავინაა.
  • „მამლუქი“ - ამ ფილმიდან მხოლოდ ფრაზები რად ღირს? „მე რომ კითხვა არ ვიცი?“ / „მაჰმუდ! მაჰმუდ! მაჰმუდ!“ / „არც ერთი იყო ეგვიპტელი და არც მეორე ვენეციელი“.
  • „მტრობა“ - ანიმაციური ფილმი. „რომეო და ჯულიეტას“ ვერსია კეთილი დასასრულით, რასაც ახლავს ჩაფსმული კურდღელი და დიდი მუხრანის მო...კვლა.

60-იანებიEdit

დაიწყო უბედური ეპოქა. ამ პერიოდში დაიწყეს კომედიების გადაღება და დღემდე თუ ვინმეს საქართველოში რუსეთუმეობას დააბრალებთ, გახსოვდეს, ყველაფერში ერთი 50 პროცენტით დამნაშავეა ამ პერიოდიდან მოყოლებული შექმნილი კომედიები. „ნუკაბადიც“ არ დაგავიწდეთ. საქართველოში კი:

  • „უდიპლომო სასიძო“ - ფილმი იმაზე, თუ რა როლი აქვს მუსიკას ხბოს ზრდაში.
  • „თოჯინები იცინიან“ - ბიჭმა დაამთავრა სკოლა, მაგრამ არ ისურვა დედის და ბებიის ახირების შესრულება, ამიტომ კონსერვატორიის სანაცვლოდ აღმოჩნდა სათამაშოების ქარხანაში. შუა ნაწილი, სცენა, რომელშიც ეროსი მანჯგალაძის პერსონაჟი იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟის ოჯახს ეწვევა და განასახიერებს კონსერვატორიის პროფესორს, თამამად უნდა ჩაითვალოს შედევრად მსოფლიო კინოში. ამ ფილმში, სხვათა შორის, ჯულიეტა ვაშაყმაძეც თამაშოს - ჰო ჰო, ჯულიეტოვნას დედა. გურანდა გაბუნიაც არ დაგავიწდეთ - ჰო ჰო, აი ის, ერთმორწმუნეთა თავგადაკლული მოყვარული.
  • „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“ - ეპიკური ნაწარმოების ეპიკური ეკრანიზაცია.
  • „ჯარისკაცის მამა“ - ერთმორწმუნეთა საყვარელი ქართული ფილმი. იმდენად საყვარელი, რომ ესეც შეღებეს ათასფრად. რუსულ საიტებზე ამ ფილმის დადება იწვევს ნოსტალგიას რუსულ ერში, საუბარს ორ ერს შორის მეგობრობაზე, საბოლოოდ კი მთავრდება სააკაშვილის გინებით, თითქოს სააკაშვილამდე ყველაფერი კარგად გვქონდა ერთმანეთში.
  • „ლონდრე“ - ვარსკვლავების ცვენა და ტიტველი გივია.

სია, რა თქმა უნდა, არასრულია.

70-იანებიEdit

საბჭოთა კინოს დასასრულის წინა პერიოდი. ამ პერიოდში გადაიღეს ის შენი „ბედის ირონია“, „მოსკოვს ცრემლების არ სჯერა“, „სამსახურეობრივი რომანი“ და ა.შ. „შავყურა თეთრი ბიმიც“ ამ დროს გადაიღეს და მერწმუნეთ, ჰაჩიკო თუ ერთ ადგილზე იჯდა, ბიმის ისტორია უფრო აგატირებთ, იმიტომ, რომ მილიონ ადგილზე მოხვდა, სადაც სასტიკად ეპყრობოდნენ. ამ ფილმის შეთვალიერების წინაც კი დაიდგით ცხვირსახოცებით სავსე კალათა.

მულტფილმებიც უნდა აღინიშნოს - უსქესო ჩებურაშკაზე, ფილოსოფოს კატა ლეოპოლდზე და ა.შ. საქართველოში კი ამ დროს:

  • „იყო შაშვი მგალობელი“ - ფილმი იმაზე, რომ არ არის კარგი, სულ ქალებს უყურო.
  • „ვერის უბნის მელოდიები“ - ფილმი იმაზე, რომ მამამ შეშა მოიტანა.
  • „პირველი მერცხალი“ - იუვე არა, იხვის ტოლმა.
  • „ღვინის ქურდები“ - ძალიან გრძელი ფილმი ერთი ღამის შესახებ.
  • „ნატვრის ხე“ - სექსი მოუნდა გოგო-ბიჭს და ამის გამო სოფელმა არ აპატია. ამიტომ არც იოცნებოთ ძველ დროში ცხოვრება ან დროის მანქანა. რატომ? მიზეზი - ადრე ქალები უფრო ჯანსაღად გამოიყურებოდნენ და უფრო მოგინდებოდათ, ზოგიერთ ახურუშებულს და ვინ გაპატიებდათ? ქავჟარაძე ამ ფილმის შემდეგ სექს-სიმბოლოდ იქცა, თუმცა ახლა რომ შეხედო, ისეთი დამჭკნარია, უთოც არ უშველის.
  • „დათა თუთაშხია“ - ერთ-ერთი მთავარი ქართული ნაწარმოების ეკრანიზაცია. ერთმორწმუნეებთან რატომღაც ცნობილია ალტერნატიული სახელით „Берега“ (ნაპირები).
  • „იმერული ესკიზები“ - მიცვალებული ადგა before it was cool. Walkind Dead არა, კვახი.

ცალკე აღსანიშნავია „მიმინო“. მართალია, ბევრი დადებითი მხარე აქვს, მაგრამ ერთმორწმუნეები დღემდე ამ ფილმის მიხედვით ქმნიან ქართველის ტიპაჟს - დიდკეპკიან, ცხვირიან (არა და ბუბას პერსონაჟს კავკასიური ცხვირი არ აქვს), ულვაშიან და რუს ქალებზე დაგეშილი გრუზინის სახეს.

80-იანებიEdit

აღვირახსნილობა ოფიციალურად ნებადართულია. საბჭოთა კინოში მანამდეც არ ერიდებოდნენ, აი ამ ათწლეულში კი ბევრი ფილმი გადაიღეს ტიტველი ქალებით, გლობალიზაციის თემაზე. „შერლოკ ჰოლმსის“ თავგადასავლები ერთ-ერთი ნათელი წერტილია - მთავარი როლის შემსრულებელმა ლივანოვმა ტყუილად კი არ მიიღო ბრიტანეთის იმპერიის ორდენი თავად დედოფლისგან. სწორედ ამ როლისთვის. საქართველოში ამ დროს:

  • „არასერიოზული კაცი“ - როგორც სევდიანი, ასევე ხალისიანი კინო მართლაც რომ არასერიოზულ კაცზე, რომელსაც ცხოვრებას უმწარებს აი ის, დარია თუ ავდარია. კიდევ სამხრეთ სახალინიდან ჩამოუყვანეს კატები, კიდევ მეგობარი, რომელიც გაზეთების ჯიხურში მუშაობს, ცდილობს მის გზიდან აცდენას და ა.შ. თუმცა, მას არ აღელვებს სხვისი ბედი, მთავარია, ის სხვა თავის ოჯახში კარგად ბრძანდებოდეს. კიდევ ცოლის მოყვანაზე აწვება მამა (ისე არა, როგორც „მეიყვანე ცოლის“ ავტორი, მაგრამ არანაკლებ ემოციურად).
  • „სიყვარული ყველას უნდა“ - არის მასში ეროტიზმის მცირე დოზა.
  • „კუკარაჩა“ - ნანახი გაქვს ქეთი დოლიძის „კუკარაჩა“?
  • „მონანიება“ - რაღაც მხრივ, სტალინის რეპრესიების პაროდია. მიუხედავად ამისა, ბევრ რუსს უყვარს, თუმცა უარს არ იტყოდა სტალინის რეჟიმის დაბრუნებაზე.
  • „სანამ წვიმა გადივლიდეს“ - ქეთი დოლიძის კიდევ ერთი ეპიკური ფილმი. მუტრუკზე, რომელიც დედას აგდებულად ეპყრობა. მერე კი ინანებს, მაგრამ...
  • „უკვდავების თეთრი ვარდი“ - ზღაპარი, მაგრამ, ფაქტობრივად, სტიმ-პანკი, ვინაიდან მასში აღრეულია ეპოქები (მაგალითად, მზეჭაბუკს ვიღაც ბიჭი ფეხბურთს ეთამაშება).
  • „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ - თქვენ იკითხავთ, რად უნდა ამ ფილმს ორი სახელწოდება? აი ნახეთ და მიხვდებით.
  • „ფესვები“ - ყველაზე ემოციური ფილმი ემიგრანტებისთვის. აქ ხუმრობა დაუშვებელია.
  • „ცხოვრება დონ კიხოტისა და სანჩოსი“ - უაღრესად აუტანელი, დროში გაწელილი, ვარსკვლავთცვენით სავსე სერიალი. მართალია, კახი კავსაძეს კარგად მოერგო მთავარი როლი (ან თავად მსახიობი მოერგო მას), მაგრამ დულსინეას სიცილი მაინც ყველამ უფრო მეტად დაიმახსოვრა.

ცალკე აღსანიშნავია „ქინ-ძა-ძა“, გიორგი დანელიას ფანტასტიკური ჟანრის ფილმი. ფილმი იმაზე, რომ მეტყველება არ უნდა დაანაგვიანო ლექსიკით, თორემ ყველაფერი ორსიტყვიან ლექსიკონამდე შემცირდება. თავისი უნიკალური დეკორაციების და მონტაჟის გამო გამოიწვია ერთგვარი კულტი. საქართველოსთან ბევრი კავშირი აქვს. როგორი - არ იკითხოთ, ეს უნდა ნახოთ. მოემზადეთ - ბევრი ქვიშა გელით.

დასკვნის სახითEdit

საბჭოთა კინო აქ ოფიციალურად დასრულდა, თუმცა შემდეგი ორი წელიც (90-91) ითვლება. მაგრამ თქვენ ნუ ღელავთ, თქვენს ოჯახში კარგად ბრძანდებოდეთ, ამის შემდეგ ზოგადად საბჭოთა ტერიტორიაზე კარგი არაფერი გადაუღიათ, ხოლო საქართველოში - ფილმები ნარკომანებზე და ბანდიტებზე. გამონაკლისი იყო „შვეციის პრინცი იმერეთიდან“, თუმცა ეს უკვე შუა 90-იანებია, თანაც აქაც ორ ადგილზე შეაპარეს ბანდიტ-პიჟონები.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.