FANDOM


Sad-Baby-Girl-Pictureეს
შესაძლოა ვინმეს არ მოეწონოს. მერე არ თქვათ, რომ არ გაგაფრთხილეთ.
Nacqocebiეს სტატია არ მოეწონება
არც ქოცებს, არც ნაცებს. ამიტომ, სანამ წაიკითხავთ, ფსიქოლიგიურად შეემზადეთ, გაიარეთ რა კონსულტაცია გინეკოლოგთან და სენსეისთან.
ბაღაშვილიძალიან სასაცილოა.
ეს სტატია გამოირჩევა იუმორის სპეციფიკური ხარისხით. განკუთვნილია ვიწრო წრის მკითხველთათვის. "იუმორინის" მოყვარულები ვერაფერს გაიგებენ.
ბრძენისატირა
ეს სტატია წარმოადგენს ნახევრად სატირულ ნაშრომს, რაც ნიშნავს, რომ მასში გამოყენებულია როგორც სერიოზული, ასევე სახუმარო ტონი. სტატიაში დაწერილი ინფორმაცია შეესაბამება ანციკლოპედიის სტანდარტებს, აგრეთვე არ ისახავს მიზნად, შეურაცხყოს რომელიმე პიროვნება.
რუსთავი 2

რუსთავი 2, იგივე (თავხედურად) გამარჯვებული ხალხის ტელევიზია, იგივე იტყუება, იგივე ეს — წამყვანი ტელეარხი საქართველოში.

ფუნქციაEdit

მათივე თქმით:

Wikiquote-logo
„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე პოპულარული და წარმატებული ტელეკომპანიაა საქართველოში.“ რუსთავი 2“ კერძო კომპანიაა, მისი მფლობელების შესახებ ინფორმაცია იხილეთ შესაბამისობის დეკლარაციაში. „რუსთავი 2“ მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია. რუსთავი 2 ამზადებს მრავალფეროვან და მაღალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს უახლეს ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქშოუს, გასართობ და სპორტულ პროგრამებს და ასევე მნიშვნელოვანი საერთაშორისო მოვლენების ტრანსლაციებს (ოსკარით დაჯილდოების ცერემონია, “მის მსოფლიო”...) ქართულ ენაზე. „რუსთავი 2“-ის პროგრამები ყველაზე მაღალ რეიტინგულია საქართველოში.“

რეალურად:

Wikiquote-logo
„სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, რომელიც 1994 წელს დაარსდა, ყველაზე გაყიდული და ყელში ამოსული ტელეკომპანიაა საქართველოში.“ რუსთავი 2“ კერძო კომპანიაა, რაც უფლებას აძლევს, ეთერში გაუშვას, რაც სურს. მისი მფლობელების შესახებ ინფორმაცია იმდენად დიდია, რომ ათტომეულებს დაიკავებდა. „რუსთავი 2“ მაუწყებლობს მეტრულ არხზე და მისი გადაცემების ყურება საქართველოს მოსახლეობის 85% შეუძლია, რის გამოც ზომბირების წარმატებულ საშუალებას წარმოადგენს. რუსთავი 2 ამზადებს ერთფეროვან და დაბალხარისხოვან ლიცენზირებულ პროგრამებს, ეთერში გადასცემს სახეცვლილ ინფორმაციას, პოლიტიკურ ტოქშოუს (ყელში ამოსული მონაწილეებით), მაია ასათიანის ძალით გადაცემას, რომელშიც კარუსელივით მოძრაობენ ერთი და იგივე სახეები. ფილმებს დიდი ხანია, ისეთი დიდი რაოდენობით აღარ აჩვენებს, სამაგიეროდ ეთერს უთმობს მდაბიო ტელესერიალებს. აღსანიშნავია დიმა ობოლაძის ერთპიროვნული მონოპოლია; საერთაშორისო მოვლენების პირდაპირი ტრანსლაციები, სადაც ითარგმნება ტექსტის 50 მხოლოდ პროცენტი. მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2-ის პროგრამები ქვეყანაში ყველაზე რეიტინგულია, მრავალი მაყურებელი დიდი სიამოვნებით გადაუვლიდა ამ ტელევიზიას ტანკებით.“

ისტერიაEdit

ტელევიზია 1990-იანებში დაარსდა, ერთი-ორჯერ დაიხურა და 2000-იანების დასაწყისში კინაღამ გადაურჩა დახურვას, როდესაც მასში შსს შევიდა (ვაი, რომ ეს არ მოხდა, ახლა ხომ ასეთ დღეში არ ვიქნებოდით).

თავის დროზე აჩვენებდა ბევრ ფილმს, ეთერი სავსე იყო პოლიტიკური დისკუსიებით და სხვა ფორმატის გამოშვებებით, რომლებიც ყვერებში ურტყამდნენ შევარდნაძეს. ტელევიზიას მიეკედლა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა.

2000-იანებში, ვარდების რევოლუციის შემდეგ, რუსთავი 2-მა თავხედურად დაირქვა გამარჯვებული ხალხის ტელევიზია და გახდა იმდროინდელი მთავრობის (ანუ ნაცების) რუპორი. რაც, პრინციპში, დღემდე გრძელდება (ქოცების მოსვლის მიუხედავად).

სულ ეს იყო, ვინაიდან ტელევიზია მრავალტომეული ნაწერებით აღწერას არ იმსახურებს.

რისხვაEdit

ტელევიზიამ დაიმსახურა უარყოფითი შეფასებები რიგი ფაქტორების გამო:

  • საინფორმაციო გადაცემებში ფაქტების დამახინჯება
  • ხალხში პანიკის დათესვა
  • ფსიქოლოგიური პრესი
  • მიუხედავად პროფესიონალების იმიჯისა, მკვეთრად არაპროფესიონალური მიდგომა საქმისადმი რეპორტაჟებისა და ზოგადად, გადაცემების მომზადებისას - ქართული ენის ნორმების ზეპირმეტყველებაში დამახინჯება (მერე კი ამ ყველაფრის საახალწლო გამოშვებებისას „წლის კურიოზების“ სახელით დაფარვა) და ზოგადად, საქმისადმი არასერიოზული მიდგომა.
  • ითვლება, რომ ტელევიზიას თავზე წასმული აქვს ვაზელინის დიდი პარტია და უკან უძვრება ნაცებს. მართალია, არც ქოცებისადმი დიდ სიმპატიას სთხოვს ვინმე, ორივე დიდი უბედურებაა, მაგრამ ერთგულება, რომელსაც ტელევიზია გამოხატავს აწ უკვე ყოფილი ხელისუფლებისადმი, შოკისმომგვრელია.
  • გადაცემები:
    • პოსტსკრიპტუმი - წარბებით მოსაუბრე წამყვანი.
    • ბიზნესკურიერი - წამყვანი არის ფანტომასი, რომელიც არაერთხელ იქნა გაკრიტიკებული პროვოკაციული ქმედებების გამო.
    • გასართობი შოუები - მხოლოდ ერთ-ერთი საშუალება ხალხის გაჩუმებისა და დროის გაყვანისა, რაც მოქმედებს სამოქალაქო მასებზე. თვლიან, რომ მსგავსი ფაქტორების გამო ხალხი გადართულია სხვა საკითხებზე და თუ რამე სავალალო ხდება, სამოქალაქო საზოგადოება სდუმს - ვინაიდან ლურჯ ეკრანებთან არის მიჯაჭვული და თავს ირთობს თუნდაც ე.წ. „ვარსკვლავების“ ცეკვებით.
    • ჩემი ცოლის დაქალები - რეჟისორ გიორგი ლიფონავას ეპიკური საგა ფემინისტი თინას, მურთაზი კაცის ცოლ ნინას, ახურუშებული კატოსა და ახლა უკვე კატოზე 20-ჯერ მეტად ახურუშებული ანკას თავგადასავლებზე. მთელი საქართველო, უკვე მეექვსე სეზონია, რაც დიდი ინტერესით შესცქერის ამ ეროვნულ სერიალს. ამას დაემატა ორი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი. სერიალში თითქოს და, ადგილი აქვს თანამედროვე ცხოვრების სატირულ ფერებში გადმოცემას და, რეჟისორი, ასე თუ ისე, დასახულს გადმოსცემს, მაგრამ, მრავალი კრიტიკოსისა და, თუნდაც, ბრიტანელი მეცნიერების აღიარებით, სერიალს მხატვრული ღირებულება არ გააჩნია.
    • პროფილი - მაია ასათიანის ეპიკური მარაზმი.
    • ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ - რუსთავი 2-ზე დიდი ხნის წინ გადმობარგებული იმედის ეპიკური მარაზმი.
    • სოციალური ცელი - სამი კაცი ზის, კითხულობს ინტერნეტ-გვერდებს და ხუმრობს.
    • The ვანო`ს Show - დაწერილი მონოლოგების და ხელოვნური ხუმრობების ზეიმი.
    • Comedy-შოუ - არსებობს მიშა ანდღულაძის, ნიკა არაბიძის, თამუნა ლეკვეიშვილისა და რამდენიმე სხვა მსახიობის ხარჯზე. საღი ინტელექტის მქონე ყველა სხვა ადამიანმა შოუ დიდი ხნის წინ დატოვა.
    • ქერის უბანი - დარდუბალას პროვოკაცია. მიზნად ისახავს ქოცების მთავრობის სატირულ ჭრილში გადმოცემას, რაც, ალაგ-ალაგ, გამოსდის. მიუხედავად ამისა, ისედაც პოლიტიზირებულ საქართველოში იგი კიდევ ერთი ზედმეტი ტელეპროექტია.
    • გააცინე და მოიგე - ღლაბუცობა.
    • იღბლიანი ბორბალი - შორენა ბეგაშვილის გაპრავება.
    • რა? სად? როდის? - Ra sad rodis
    • თომა ჩაგელიშვილის ფილმები - უძაღლო ქვეყანაში კატებს აყეფებდნენო, მავანი იტყვის, მაგრამ სანამ თომა ჩაგელიშვილს აფინანსებენ და დოკუმენტურ ფილმებს აკეთებინებენ, ბევრი სხვა მემატიანე უსაქმოდ არის დარჩენილი.
    • კურიერი - გაერთიანებულია ყველაფერი ცუდი, რაც ამ ტელეკომპანიას ახასიათებს.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.