FANDOM


Russia

დედაქალაქი: კრემლი
მოსახლეობა: 145 მლნ.
ლოთების გარეშე: 39 მლნ.
ვალუტა: მანეთი
დროშა: ტრუსიკოლორი

რუსეთი, იგივე Широка страна моя родная, არის ჩვენი ერთმორწმუნე მეზობელი, რომელიც, დასალევს ან რაღაცას რომ გამოაცხობ და აუტან, უკმაყოფილოა და იწუნებს ხოლმე, მაგრამ ჩვენი წასვლის შემდეგ მადიანად მიირთმევს და გასკდომამდე სვამს. რუსეთს მძიმე ბავშვობა ჰქონდა... ქვეყნის უფროსებმა: ლენინმა, სტალინმა და ბერიამ (იგივე ლენსტაბერმა) ქვეყნის საზღვრები ჩაკეტეს და ცივ ნიავს არ აკარებდნენ ქვეყანას, ამიტომ რუსებს არ გაუგიათ ან უნახავთ რუსეთზე უკეთესი ქვეყანა:

Широка страна моя родная,
Много в ней лесов, полей и рек!
Я другой такой страны не знаю,
Где так вольно дышит человек.

არსებობაEdit

რუსეთი არსებობს ყველაფრით, რაც საარსებოდ გამოსაყენებელია: ნავთობით, გაზით, ქვანახშირით, ყინულებით, ტაიგითა და ატომური წყალქვეშა ნავებით, რომლებიც დროდადრო წყალში იძირებიან. რუსეთის უფროსის საყვარელი სათამაშო არის ონკანი, რომელიც რაღაც მილზეა შეერთებული და სეზონურად ხან დაკეტავს, ხან მოუშვებს, რაც რუსეთს არსებობას უიოლებს.

ერთგულებაიEdit

რუსეთში მცხოვრები მოსახლეობა ძალიან ერთგულია და თუ ვინმე შეიყვარეს, სიკვდილის შემდეგაც არ გაუშვებენ საიქიოში. მაგალითისთვის კმარა ლენინი, თუმცა, რუსეთის მოსისხლე მტრები ამბობენ, რომ ლენინის მუმია ეგვიპტის წამხედურობით გააკეთესო.

ზაგრანიცაEdit

რუსეთი ძალიან უყვართ ქართველ მამულიშვილებს, რომლებსაც ურუსეთოდ ლაპარაკიც კი არ შეუძლიათ. აი, თუ არ გჯერათ

აქაც შეიხედეთ Edit

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.