FANDOM


Censoredტიტუუუუუუუუუუუ!
აქ უზრდელობები წერია, ბოვშები გადამალეთ! ვინცხამ აგი სტატია სტატია დაწერა, იმას გოუბლიკდეს, სულ გოუხმეს ხელები.
ხაშურა

აი ხაშურას კი სულ არ ადარდებს, პორნოთი იმდენი ფული გააკეთა.

პორნო (პარნუხა aka გასხმები) — ვიდეოჟანრი, რომელიც პორნოგრაფიას აღნიშნავს. ეს არის არასასურველი ფეხმძიმობისგან დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალება. პორნო, ასე თუ ისე, წარმოადგენს სექსს ადვოკატისა და მოძღვრის გარეშე (თუმცა ისინიც სადღაც აქვე იმალებიან).

მეორე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ითვლება, რომ პორნოს ნახვას არ მოჰყვება დაავადება, ბანალური რისკია ბინძური ხელები, რომლებიც რჩება პორნოს შემდეგ. ვირტუალური დაავადებების სიაშია კომპიუტერული ვირუსი, რომელიც შეგეყრებათ, თუ ბევრ უცნობ ბანერზე აწკაპებთ (განსაკუთრებით რუსული პორნოს ძიებისას).

ისტორიაEdit

ადრეული წლებიEdit

პოლნოებსაც ვუყულებ ჰოლმე00:08

პოლნოებსაც ვუყულებ ჰოლმე

პორნო წარმოიშვა მაშინ, როდესაც ერთმორწმუნე ქვეყნის სამხედროებმა იგრძნეს, რომ ქალები აკლდათ. მათ მიიწვიეს ცნობილი მწერალი პუშკინი, რომელიც უკითხავდა ეროტიკულ ლექსებს და მათში ფანტაზიას აღვიძებდა.

შემდეგ ეტაპად შეიძლება ჩაითვალოს ეროტიკული კარტების დათვალიერება (სექს-კარტების). მართალია, გოგონები ასეთ კარტებზე ზედმეტად გლამურულები არიან, მაგრამ უძაღლო ქვეყანაში კატების ყეფა ამ შემთხვევაში გამართლებულია.

გვიანდელი წლებიEdit

XX საუკუნის დასაწყისშივე გაჩნდა პირველი პორნო ფილმები, თუმცა ყველაფერი ერთ ტონალობაში იყო და, ვინაიდან შავ-თეთრი იყო, ვერ გაიგებდი, სად რა ხდებოდა. გარდა ამისა, მოქმედებას ემატებოდა მელოდიები მოშლილ პიანინოზე, რომელსაც იქვე მჯდომი დამკვრელი ასრულებდა. ვინაიდან თავად ამ დროს ეკრანს არ უყურებდა, მელოდიები ფილმთან შეუსაბამობაში იყო. ეს ახლაა, რომ პორნო-ვიდეოები რაღაც რომანტიკული მუსიკით იწყება.

გარდატეხვის პერიოდი დადგა ვიდეოკამერების გამოგონებასთან ერთად. ბუნებრივია, რომ გადაიღეს ათასობით შინაური პორნო, რაც ფარულად ვრცელდებოდა ვიდეოკასეტებზე. თუმცა, არ დაივიწყეს ტრადიციული ფორმატიც და კინოფირზე გადაიღეს არაერთი შედევრი. რა თქმა უნდა, წარჩინებით ბუმბერაზობდა გერმანული პორნო თავისი Das ist gut-ებით.

შინაურ პორნოს ახლდა ცუღლუტი თამაშებიც - მაგალითად, ვიდეოკასეტაზე იწერდნენ პორნოს და იქვე მიაწერდნენ დისნეის მულტფილმებს. თუ მშობლის ხმას გაიგონებდნენ, ჰორმონაფეთქებული ბავშვები სწრაფად გადაახვევდნენ დისნეიზე და ვითომც არაფერი.

რა თქმა უნდა, პორნოს რენესანსი დაემთხვა ინტერნეტის გამოჩენას. მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად ვიდეოები იწონიდნენ ასობით მეგაბაიტს (Dial-up-ზე კი ასეთს ერთ საუკუნეში თუ ჩამოწერდი), კოდეკების გამოგონებასთან და ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად გაიხსნა ათასობით საიტი სტრიმინგ-პორნოებით ათას ჟანრში. ამ პერიოდში, სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ ჩამორჩენილი იყო და ჯეჯეზე და ათას სხვა საიტზე ხაშურას მიერ იტვირთებოდა პაროლით xashura დაცული გასხმები - მაშინ, როდესაც მსოფლიო პრაქტიკაში უკვე შემოვიდა ფასიანი ვებკამერები და ჩატები ამა თუ იმ პორნომსახიობთან. რა თქმა უნდა, საქართველოში ასეთი რამისგან თავის იკავებდნენ, სახის დამალვის გათვალისწინებითაც - ვინ იცის, რომელი მეზობელი თუ ნათესავი ამოიცნობდა გოგოს ძუძუების მიხედვით.

ამჟამად მსოფლიოში პორნო კვლავ პოპულარულია. უკვე დიდი ხანია, რაც არსებობს 3D პორნო, 7D პორნო და სხვა ტექნოლოგიური გამარჯვებები. სავარაუდოდ, როდესაც ადამიანს ეს ყველაფერი მობეზრდება, გაახსენდება, რომ არსებობს ნამდვილი ქალიც.

თხოვნები პორნო-საიტების ადმინებთანEdit

ნაკადულებიEdit

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.