FANDOM


ნუკაბადი

რა მოხდება, თუ ამ ანიმაციური სერიალის საფირმო შრიფტით დამახინჯებულ სახელწოდებას დავწერთ.

ნუკაბაძი (რუსული Ну, погоди-ს დამახინჯებული ფორმა) — ერთმორწმუნე ქვეყნის ჰეგემონიის პერიოდის ანიმაციური სერიალი. სერიების დიდი ნაწილი გამოვიდა საბჭოთა დროს, ხოლო რამდენიმე დამატებითი - შემდგომ წლებში, როდესაც არ იცოდნენ, რით ეშოვათ ორი კაპიკი (თუმცა, განგებ წაგებაზე მუშაობდნენ).

სერიალის მთავარი პერსონაჟები არიან ცოდვილი მგელი და სადისტი კურდღელი. უკანასკნელი მუდმივად, შეგნებულად თუ შეუგნებლად, აწამებს მგელს სხვადასხვა გზით. ლოგიკურად, მგელს მისი შეჭმა სურს, მაგრამ ამას ვერ ერთ სერიაში ვერ ახერხებს. მიუხედავად იმისა, რომ დროდადრო კურდღელს იჭერს, საწადელს ბოლომდე მაინც ვერ ასრულებს.

გარდა ყველაფრისა, სერიალი ცნობილია ათასნაირი სიმღერისა თუ მელოდიის გამოყენებით. ჯერ მარტო პირველ ეპიზოდში ვისოცკის ფშტვენიანი სიმღერის გამოყენება რად ღირს (აი, მგელი თოკით აივანზე რომ ადის).