FANDOM


მე თქვენ მოგელანდებით — მწერალ გურამ პეტრიაშვილის ცნობილი გამოსვლა საქართველოს ტელევიზიის ეთერში. ფაქტობრივად - პირველი ქართული მიმი.

პეტრიაშვილი ტელეეთერში გამოვიდა 1991 წელს და, საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაცვის პათოსით, ემუქრებოდა ედუარდ შევარდნაძეს, თენგიზ კიტოვანს, თენგიზ სიგუას, ჯაბა იოსელიანს, გურამ გეგეშიძეს.

Wikiquote-logo
„მაგრამ შევცდი, რადგან გადაჭარბებით შევაფასე მათი სინდისი. უსინდისოს როგორ მოელანდები? მე მოველანდებოდი იმას, ვისაც სინდისი აწუხებდა. მწერალმა მაკა ჯოხაძემ მითხრა, რომ სიცოცხლის ბოლო წლებში გამუდმებით ურეკავდა იზა ორჯონიკიძე და ძალიან ნანობდა, რომ ზვიადს ებრძოდა. იზა ნიჭიერი ქალი იყო და, შეუძლებელია, მას სინდისი არ ჰქონოდა.“
(ინტერვიუ „ივერიონთან“, 2014)

მიუხედავად ყველაფრისა, პეტრიაშვილი მაინც მეზღაპრედ დარჩა (მას გამოცემული აქვს ზღაპრები) და ახლა სიზმარში თავად ელანდებიან შევარდნაძე და იოსელიანი.

ნებისმიერ შემთხვევაში - პეტრიაშვილის ამ ფრაზამ იმთავითვე ეპიკურობა შეიძინა და ლეგენდად იქცა.

ნაკადულებიEdit