FANDOM


სად იმყოფებით?

თქვენ იმყოფებით ანციკლოპედიაში, რომელიც ალტერნატიული ენციკლოპედიაა. ჩვენ არ ვართ ვიკიპედია, თუმცა ისევე, როგორც ამ რესურსზე, შეგიძლიათ სტატიების თავისუფლად რედაქტირება. განსხვავებით ვიკიპედიისგან, ჩვენთან არ მოქმედებს უამრავი შეზღუდვა.

ვინ და რა ვართ?

ანციკლოპედია თანამედროვე კულტურის და სუბკულტურების ელემენტების ენციკლოპედიაა. ჩვენ გვსურს ზოგადი რეალობის შესახებ რაც შეიძლება მეტი საინტერესო სტატიის დაწერა. მაგალითად, ბრიტანელი მეცნიერების, გვანცა ბაგრატიონის, ვარსკვლავური ომების თემაზე. ჩვენი რეალობის ნაწილია "როგორ გავატარე ზაფხული", "ერთმა მითხრა", უცხოპლანეტელების შემოსევა და უამრავი სხვა თემა.

შემიძლია სტატიის დაწერა?

რა თქმა უნდა! თუმცა, გაითვალისწინეთ - თემა, რომელზეც წერთ, არ უნდა იყოს მხოლოდ თქვენთვის ცნობილი (მაგალითად, ის, რომ გუშინ სამეგობროში ბევრი დალიეთ და გადახტით მტკვარში - თუმცა, მტკვარში გადახტომის შემდეგ მაინც ვერაფერს დაწერთ). დაწერეთ. აუცილებლად დაწერეთ. მაგრამ სტატია არ უნდა შედგებოდეს სამი სიტყვისგან - აქ ლექსიკონი არ არის.

და კიდევ ერთხელ - სტატია არ უნდა იყოს სერიოზული, არ უნდა შედგებოდეს მოსაბეზრებელი სურათების და უცნაური სიტყვების რახარუხისგან. არ არის აუცილებელი, გახსნათ იუმორინის ფილიალი და შეეცადოთ, დაწეროთ სახუმარო ტექსტი. მცდელობის სანაცვლოდ, მოიშველიეთ სარკაზმი - რაც შეიძლება მეტი. სარკაზმის ნათელი მაგალითი: "uCoz არის ყოვლად შეზიზღებული სისტემა საიტების შესაქმნელად, ათასი უაზრო ფუნქციით. იმის გამო, რომ ზედმეტად იოლია, ძირითადად პოპულარულია მოსწავლე ახალგაზრდობასა და საბავშვო ბაღის ასაკის საზოგადოებაში, რომელსაც გუშინ ინტერნეტი ჩაურთეს."


Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.