FANDOM


Beqa mglis

მთავარ გმირს ნუ მოჰკითხავთ ფილმის ლოგიკას.

მგლის ფსიქოლოგია — რეისორ მერაბ კაჭარავას 2009 წლის მძაფრსიუჟეტიანი ფსიქოლოგიურ-მელოდრამატული კინოტრაგედია. მის შექმნაში მონაწილეობდნენ: ძალიან ბევრი ოჩიგავა, სოფლელი სატანისტი როკერი კახა და ულვაშებიანი გოგო.

სიუეტიEdit

ბავშვობაEdit

ფილმის დასაწყისში მთავარი პერსონაჟი, ბექა (ამ ცხოვრების დედასთან რომ დაამყარა სქესობრივი კავშირი, აი ეგ ბიჭი) იხსენებს ბავშვობას. ნაჩვენებია ბავშვობისას ძმასთან თამაში. ამის შემდეგ ბექა მიდის ელგუჯა ბიძიასთან. ელგუჯასთან შესვლისას ამჩნევს სტუმრად მყოფ მამაკაცს, რომელიც ამ დროს სახლს ტოვებს და გადის. ელგუჯა ბიძია და ბექა საუბრობენ მგელზე, რომელიც თავს ესხმის სამეზობლოს. შინ დაბრუნებისას ბექა აღმოაჩენს, რომ დედამისი მოკლულია.


Wikiquote-logo
„დეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეედააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა“
(ბექა)

მიატოვებს რა მოკლულ დედას და უბრუნდება ელგუჯას, აღმოაჩენს, რომ უკანასკნელი დაჭრილია და კვდება. ელგუჯა გადასცემს წერილს და ჯვარს და სთხოვს, არ იფიქროს შურისძიებაზე. კარზე ჩამოკიდებულ თოფსაც უანდერძებს. ისევე, როგორც თხოვნას, მოკლას მგელი. მომაკვდავი ელგუჯა ურეკავს მეგობარ დათოს და უკანასკნელი, ყოველგვარი ნერვიულობის გარეშე, მშვიდი ტემპით, მისკენ მიემართება. ელგუჯა ჩააბარებს ბექას. დათოს ბექა თან მიჰყავს და ელგუჯას, მომაკვდავს, ტოვებს. ბექა თავისთან შინ მოჰყავს და გააცნობს თავის შვილს, ნინოს. მოგვიანებით იგი ურეკავს ელგუჯას და უკვირს, რომ იგი მოკვდა.

ჩვენი დროEdit

უკვე წამოზრდილი ნინო წუხს ბექას დარდების გამო (ბექა ხომ საკუთარ თავს არ ეკუთვნის) და, ამავდროულად, შეყვარებულია მის ძმაკაც ლაშაზე. მაგრამ სიმართლის თქმის კომლექსი აწუხებს და ვერაფერს ამბობს. ლაშა ბექას ესტუმრება და ორივე ლაშას მეგობართან დასალევად მიდის. მაგრამ მეგობარი ჰეროინის პერედოზით მკვდარი დახვდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ Pulp Fiction-იდან ნასწავლი ნემსის გულში ჩარჭობით მის გამოცოცხლებას, არაფერი გამოდის და ბექა დასკვნის სახით ამბობს:

Wikiquote-logo
„ვახ, ჩემი. მოკვდა, დაიბრიდა.“

დეპრესიულ აფექტში მყოფი ბექა მიემართება მდინარეზე, სადაც ლაშაც მიჰყვება. გზად შეივლიან სამეზობლოში, საიდანაც ორ ბოთლ არაყს წამოიღებენ. მდინარესთან ჩამომჯდარი ბექა აცხადებს, რომ ეს ქვეყანა სხვა არაფერია თუ არა ბრძოლა.

Wikiquote-logo
„და მეც ვბრძოლობ, რა...“

დალევს რა დიდი რაოდენობით არაყს, ცდილობს საკუთარი ტკივილების დავიწყებას, იმას, რომ რატომღაც კარგას ყველა საყვარელ ადამიანს და ნაცნობს. შეაგინებს რა ამ ცხოვრებას, აპირებს ვენების გატეხილი ბოთლით გადაჭრას, მაგრამ ლაშა შეაჩერებს.

დილით ნაბახუსევზე მყოფი ბექა მორიგ სევდიან სპიჩს აფრქვევს. ნინო მისთვის ლოცულობს, ბექა კი, მეგობრებთან ერთად, სანადიროდ მიდის. ამასობაში ნინოს სტუმრად ეწვევა ულვაშა გოგონა, რომელიც მას კომუნისტობაში ადანაშაულებს. ნინოსგან ირკვევა, რომ ლაშაზეა შეყვარებული, მაგრამ ვერაფრით ეუბნება.

ნადირობისას ლაშას რაღაც ესხმის და ბექას იგი, დაჭრილი, შინ მოჰყავს. ნინო ბექას შეახსენებს, რომ დღეს მისი დაბადების დღეა და ბექას ახსენდება ელგუჯა ბიძიას სიტყვები. იგი იღებს წერილს და ხსნის. წერილიდან იგი ჭეშმარიტების დიდ რაოდენობას ეზიარება (მკვლელის შესახებ) და მამის სულს შესტირის.

ბექა აბაშაში მიემართება. ამისთვის სჭირდება მანქანა, რისთვისაც ეწვევა მეზობელს. მეზობელი შინ არ არის, სამაგიეროდ იქ დახვდება სოფლელი სატანისტი როკერი კახა, რომელიც რამშტაინის მუსიკის ფონზე სიამოვნებაშია ჩაძირული. არაადეკვატური პასუხების შემდეგ საბოლოოდ ბექასგან შეიტყობს, რომ მანქანა სჭირდება. რადგან მანქანა ადგილზე არ არის, პოულობს მძღოლს და აბაშაში ჩადის.

ერთ-ერთ უწყებაში მისული, პოულობს ერთ-ერთ თანამდებობაზე მომუშავე მეგობარს და ეკითხება კაცზე, რომელიც ამ უწყებაში მუშაობდა. აღმოჩნდება, რომ ეს მამაკაცი უკვე დიდი ხნის გარდაცვლილია. ბექა მის საფლავს პოულობს და ეუბნება, რომ ყველაფერი მისი ბრალია.

ლაშა ნინოს დღიურს კითხულობს, სადაც ყველაფერი წერია გოგონას გულში ანთებულ სიყვარულზე. შინ ბექა ბრუნდება, რომელიც ეუბნება, რომ ერთად უნდა წავიდნენ. მას ლაშა მიჰყავს ძველ ნანგრევებში, სადაც ესმით მგლის ხმა. როდესაც გარეთ გადიან, ლაშას თოფს ესვრიან. მოკლული, იგი ნაპირიდან წყალში ეცემა. ბექა ტყისკენ გარბის (საიდანაც ისროდნენ), პოულობს ვიღაც ბიჭს, ართმევს თოფს და ბიჭს ძირს აგდებს. ბიჭი დგება და სიკვდილის წინ თვალებში ჩახედვაზე ესაუბრება. ბექას ახსენდება იგივე ფრაზა, რომელიც მისმა ძმამ ბავშვობისას უთხრა და სიმართლეც გამოაშკარავდება. ძმა იღებს მეორე თოფს და აპირებს, ესროლოს, მაგრამ ბექა დაასწრებს და კლავს, რის შემდეგაც მეორე თოფით თავს იკლავს. ნინო პოულობს ლაშას გვამს და დასტირის. ფილმის ბოლოს იგი საავადმყოფოშია და თოჯინას ეფერება.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.