FANDOM


Mglebe1
Mglebes Tema1

მგლებე“ — ინტერნეტ-ფორუმ Forum.ge-ზე აღმოცენებული ვირტუალური მოძრაობა, რომელიც მიზნად ისახავს ქართული კრიმინალური ცხოვრების თავისებურებათა სატირული სახით განხილვას, კრიტიკასა და პაროდირებას.

სტატია, როგორც ანციკლოპედიის ძირითადი წესებისთვის გვერდის ავლა, დაიწერა, როგორც დოკუმენტური მასალა, რომელიც აღწერს პოპულარული "ქომიუნითის" "ქვექომიუნითის".

ისტორია

წინაპირობები

ტრაქტორმგელე

ნამდვილი მგელე ტრაქტორით, ალივერებს მგლებეს თემას.

ტერმინი „მგლებე“ სავარაუდოდ, მომდინარეობს „მგლებისგან“, რაშიც ხოლმე იგულისხმება სამეგობრო გავლენიანი წრე, ხშირ შემთხვევაში - კრიმინალური წარსულის, აწმყოს ან მომავლის მქონე.

Forum.ge-ზე, განყოფილებაში „უსათაურო“ აღმოცენებული ეს გაერთიანება იქცა ერთგვარ გაგრძელებად წლების განმავლობაში, პრეზიდენტად მიხეილ სააკაშვილის მოსვლის შემდეგ გამოწვეული შავი მენტალიტეტის მქონე პირთა შიშის დაძლევისა. ქუჩის ლექსიკა, ბირჟის გარემო, ციხის საკნის ატმოსფერო - ამ ცნობილი ფაქტორების პაროდიული ფორმით გადმოცემა ხშირად ხდებოდა ტელეარხებზე. თავის მხრივ, „მგლებე“ ფარულად გულისხმობდა შავი გაგების პიროვნებათა ცხოვრების გაშარჟებას, მაგრამ ამას დაემატა ე.წ. „კლავიატურის კაი ბიჭების“ გროტესკულ პარამეტრებში მოქცევა. იუმორისტული ტონის შენარჩუნებაზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია ხაშურას კუთვნილი პორნო-საიტების კომენტარების პაროდირებამ (მაგალითი: ადმინ საკონსტიტუციო სასამართლო ხელისუფლების გასხმები დადე, ცვლილებებს რო "ღლეზე მკიდია რაწერია" პრინციპით ამტკიცებენ და მისი ქმედება რო ავტორიტარული რეჟიმის უშუალო გამოვლინებაა, სადაც ერთპიროვნული ლიდერის ხელში კონცენტრირდება ძალაუფლება და პოლიტიკური პლურალიზმი მეორეხარისხოვანია, რის შედეგადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლება უბრალოდ ფიქციაა, მედია კი ტენდენციური და პროპაგანდისტული).

ზემოთხსენებულმა სინთეზმა თავდაპირველად თავი იჩინა „მგლებეს“ საცდელ თემაში Chmprshgvtv (ფრაზა ჩემი პირში გავათავე ხმოვნების გარეშე). იყო ფორუმზე სხვა მსგავსი თემების გახსნის მცდელობაც, მაგრამ ფორუმის მოდერაცია უარს ამბობდა ასეთი თემების არა თუ მონიტორინგზე, არამედ მათ უსათაუროს განყოფილებაში გაჭაჭანებაზეც კი. საბოლოოდ, ერთ დღეს გაიხსნა თემა სათაურით „მგლებეს“ თემა, რომელმაც არა მხოლოდ ურიცხვი მკითხველი მიიზიდა, არამედ, საერთო აღიარებით, უსათაუროს განყოფილებას ახალი სული შთაბერა.

ჩამოყალიბება

მგლებეს მოძრაობა სრულიად შემთხვევით ჩამოყალიბდა, თემის სახით. თემის "Chmprshgvtv" შემდეგ ერთ-ერთი რევოლუციური იყო "გუკაჩოს თემა", რომელშიც მომხმარებელმა SCHIZOPHRENIA-მ დადო ბმული Ucoz-ზე განთავსებულ საიტზე. იქ ასეთი სტილის ტექსტი ეწერა:

Wikiquote-logo
„axla me minda mogiyvet am sapxuls rogor davisvene jer gitxrat ro chemi panebi ar masvenebdnen ai ui iyvnen ert ambavshi me da chemi dzmakacebi lukacho,bukacho da kukacho barshi vegar mivdiodit yvelgan es gogoebi damyvebodnen mokled shevwuxdii“

აქედან აქტიურად ჩამოყალიბდა ერთკადრიანი სიტუაციების გამოქვეყნების ტრადიცია. პირველი სურათი იყო ასეთი:

ელემენტარულშე

ერთ-ერთმა მომხმარებელმა წამოიწყო სპეციფიკური ხუმრობის სტილის პოსტები. მაგალითად, ასე - "სამი გოჭი ხომ იცი? აი მანდ მგელი მე ვარ". შემდგომში ასეთი ტიპის პოსტები მინიმალიზმში გადავიდა. სახელოვანი SCHIZOPHRENIA-ს პოსტიდან - "მე ბებია, ილიკო და ილარიონი ხომ იცით? მე მე ვარ". მომხმარებელმა Roverandom კი აქტიურად დაიწყო ასეთი ტიპის ხუმრობების გრაფიკულად ასახვა:

მას შემდეგ, რაც მომავალმა მგლებმა ფორუმზე ანეკდოტების თემაში თემასთან შეუსაბამო ხუმრობების წერა დაიწყეს, მოდერატორმა Nok-მა ყველა გააფრთხილა, რომ ეს ადგილი სტანდარტული ხუმრობებისთვის იყო. აღშფოთებული საზოგადოების წარმომადგენელმა "ალუჩამ" გახსნა ცალკე თემა, რომელ პირდაპირ უწოდა "მგლებეს თემა". პირველივე პოსტში მან განმარტა, რომ Nok-მა ანეკდოტების თემის არასტანდარტული ხუმრობებისგან დაცლა მოითხოვა და წარადგინა ასეთი ხუმრობებისთვის განკუთვნილი (ეს) თემაც. Nok მას დაეთანხმა, მაგრამ წაუყენა რამდენიმე პირობა:

  • იკრძალებოდა ტრანსლიტი [1]
  • შოკისმომგვრელი/პორნოგრაფიული ფოტოები.
  • უაზროდ გაწელილი პოსტები. [2]
  • ჭარბი ციტირება [3]
  • მგლებე/ჩმპრშ და ა.შ.

ადვილი მისახვედრია, რომ ყველა ეს წესი შემდგომში დაირღვა, ვინაიდან ზღუდავდა თავად მგლებეს კონცეფციას.

განვითარება

თანდათან ჩამოყალიბდა მგლებეს თემაში პოსტვის საერთო სტილი და ხასიათი. სტანდარტად იქცა ქურდული ცხოვრების პოსტებით პაროდირება, აბსურდული იუმორი, მგლებეს სია (რომელშიც დროდადრო, ჩამჭრელ კითხვებზე აგებული კონკურსის საფუძველზე ახალი წევრები ემატებოდნენ), თხოვნები ადმინებთან (მაგ. "ადმინ, ბემბის დედის გასხმები დადე, სანამ პიტერ პენი მიაყენებდა დისნეილენდის შესასვლელთან. ოღონდ ჯეჯეზე და HD-ში."), მოდერატორების ლანძღვა, შემოგზავნილ პირებთან (მაგ. მომხმარებელი Dorian) მუდმივი კონფლიქტი და ა.შ. ერთ-ერთ ატრიბუტად იქცა კომიქსები, რომლებსაც ქმნიდა მომხმარებელი Roverandom. საქმე იქამდეც მივიდა, რომ "ბეჭდების მბრძანებელი", კერძოდ კი - მისი კინოეკრანიზაცია, მის ხელში იქცა პაროდიად მგლურ ცხოვრებაზე (პერსონაჟები იყვნენ თავად თემის მუდმივი წევრები).

კონფლიქტები

როგორც უკვე ითქვა, კონფლიქტებს მგლებე ვერ აუდიოდნენ. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც მათთვის დაწესებული კოდექსის დარღვევის გამო, ასევე შემოგზავნილი პროვოკატორების წყალობით, რომლებიც, გარდა ყველაფრისა, მგლური იუმორის არსს ვერ უღრმავდებოდნენ. პროვოკატორებს შორის იყვნენ (რეალური სახელები და ალტერნიკები) - nuca (ცუცა), Gio707 (შიო 707), დოლორეს, Duff, Dorian.

მგლებს დაუწესეს სხვა შეზღუდვებიც - მაგალითად, სიტყვის "ადმინ" ხსენებაზე. მაგრამ მხიარულთა და საზრიანთა ქვედანაყოფმა უმალვე შეურჩია სინონიმი - "ჟასმინ". ამრიგად, თავს არიდებდა ცენზურას.

ადგილი ჰქონდა პროვოცირებებსაც. მაგალითად, გაიხსნა თემა, რომელშიც ავტორი მგლებს ჰომოსექსუალებს უწოდებდა:

Wikiquote-logo
„თურმე მგლებეს შორის კონფლიქტი მომხდარა და ერთმანეთი დაუბანავთ ლამის

მგლებეს მთავარს უთქვამს მე შეიძლება ერთ დღეს პიდარასტი გავხდეო ასე რომ ვებრძვი ქუჩურ მენტალიტეტს მაგრამ მხარს უჭერ ცისფერებს და მათ მენტალიტეტსო

ანუ იცოდეთ მგებეში ან უკვე ყავთ ცისფერები ან არაა გამორიცხული გაერივნონ ასეთები

მე ამით არავის გაღიზიანებას არ ვცდილობ უბრალოდ შედით თავად მათ საიტზე და წაიკითხავთ იგივეს

ანუ ზოგიერთი რო ამბობს მეგეკითხებათ ყველასო

უნდა უპასუხოთ სგ სგ მარა კუტუ არავის მოჭამოო ? !“

პასუხად ამაზე დიადმა SCHIZОPHRENIA-მ გამოიტანა ვერდიქტი:

Wikiquote-logo
„გვამები გავა ამ თემიდან zvanok: ბ-ნი ჯემალი“

თბილისის ფორუმზე უკვე დიდი ხანია, რაც გამყარდა დრომოჭმული წესი, რომელიც სერვერზე ჭედვების თავიდან აცილებას ემსახურებოდა, მაგრამ ამჟამად საერთოდ არაფრის მომტანია - სადისკუსიო თემა 100 გვერდამდე მიღწევის შემთხვევაში იხურება და იხსნება შემდეგი ნაწილი. მგლებეს თემა ალბათ ერთადერთია (ან თითებზე ჩამოსათვლელებიდან ერთ-ერთი), რომელმაც 996 გვერდამდე მიაღწია.

მგლებეს თემის დახურვა

მოდერატორები ამტკიცებდნენ, რომ ხალხს არ სურდა მგლებეს თემის არსებობა. ჩატარდა მცირე რეფერენდუმებიც, მაგრამ მოდერატორებმა (და ზემდგომმა პიროვნებებმა) გადაწყვიტეს, მგლებე ბოლომდე ჩაეკლათ. ისინი იქცნენ ლტოლვილებად.

მგლებეს თემის რეფერენდუმი

შემდგომში მგლებეს თემები გაიხსნა როგორც ფორუმ planeta.ge-ზე, ასევე თავად თბილისის ფორუმზე, ოღონდ, სრულიად მოულოდნელად - პოლიტიკის განყოფილებაში. მოდერატორმა, წინა თემების დახურვის ინიციატორებთან კონფლიქტის თავიდან აცილებელის მიზნით, ითხოვა:

Wikiquote-logo
„დაივიწყეთ რცა მოხდა უსათაუროში და ჩვენი თხოვნაა, რომ არც იმ განყოფილების მაშინდელი მოდერები, არც ახლანდელი და მოკლედ არავის მიაყენოთ შეურაცხყოფა, წინააღმდეგ შემთხვევაში თემის დახურვა მოგვიწევს და ასევე არ გვინდა რომ ამ თემაში ვორნები და ბანები გავცეთ.

ვისაც არ სიამოვნებს ეს თემა, ნუ შემოხვალთ ძალიან გთხოვთ

ეს თხოვნა მთლიანად მოდერაციის წევრებისგან, რომლებიც ხელს ვაწერთ და საკუთარ თავზე ვიღებთ პასუხისმგებლობას ამ თემაზე[4]

მოგვიანებით ეს თემებიც დაიხურა. მოდერატორ ბურზოს უკანასკნელი სიტყვები იყო ეპილოგი:

Wikiquote-logo
„მოკლედ თემამ ამოწურა თავისი ფუნქცია

კვირაზე მეტია გახსნილია და მეექვსე გვერდზე ძლივს ავიდა

არ ეკადრება

ძველი მგლებიც აღარ პოსტავენ

ჩვენი თხოვნაა, რომ როგორი დასტოინებიც ამ თემაში იყავით, ისე დასტოინად გააგრძელეთ ფორუმული მოღვაწეობა

გაკოცეთ სათითაოდ და თემაც იხურება..

წარმატებები “

თემების აღდგენის მცდელობები

მიუხედავად იმისა, რომ მგლებეს თემა უსათაუროს განყოფილების მაცოცხლებელი მექანიზმი იყო, ფორუმის მოდერაციამ არ იზრუნა იმაზე, რომ პროვოკატორები გაექრო. მეტიც - არსებობს ვარაუდი, რომ ზოგიერთ მათგანს თავად უწევდა კურირებას, რათა მომხდარიყო მგლებეს პროვოცირება. სხვა შანსები მგლებს აღარ მისცეს და ამიტომ მგლებეს ყოველი ახალი თემის გახსნის მცდელობა კრახით სრულდებოდა. ასეთი რამდენიმე გაიხსნა და უმალვე გადატანილი იქნა მოკვდავებისათვის უხილავ განყოფილებაში „სალხინებელი“.

დროთა განმავლობაში მგლებეს გარეშე უკონტროლოდ დატოვებულ "უსათაუროს" განყოფილებას დაეპატრონა მრავალი უნიჭო ცირკაჩი. 2014 წელს შეიქმნა სადისკუსიო თემა მგლებეს დაბრუნების მოთხოვნითაც. რა თქმა უნდა, ადმინთან თხოვნამ არც ამ შემთხვევაში დააყოვნა:

Wikiquote-logo
„ადმიინ შენი ბინძური დედის #####ი გავხეხე ვადაგასული ფეირით რატო არ დადე ის პორნო HD ში ქალს რო ცხენი ჭიმავს და ძაღლი ფილიპი რო მაგათზე ანძრევს? ხო თქვი რო ყველა თხოვნა სრულდებაო? სანამ ჩამდგომია დაიდოს თორე ნიჩბით ხელში კუკიაზე მივდივარ უკვე გადარეკილია ყველგან ეგეც გაითვალისწინე ბიჭოოოო“

ცალკე ფორუმის შექმნის მცდელობა

ინტერნეტ-სივრცეში გაქექილებმა წარუმატებლად სცადეს მგლებეს მთლიანი ცალკე ფორუმის შექმნაც - mglebe.acm.ge-ზე. აი მისი ესკიზიც:

მგლებეს ფორუმის ესკიზი

არქეოლოგიური გათხრები

Gasxmeb

„მგლებეს თემა“, 10 ტომეულის გარეკანი

ვინაიდან ფორუმის მოდერაციამ სათანადოდ არ აწონ-დაწონა თემის მნიშვნელობა და თითქმის 1000 გვერდიანი თემა გააქრო „სალხინებელში“, ხუდოჟნიკამ იტვირთა დიდი მისია და თემის ყველა გვერდი სურათებად აქცია.

შემდგომში ეს სურათები აიკინძა და განთავსდა ინტერნეტში, თემის 10 ტომეულის სახით, ხუდოჟნიკას მიერ შესრულებული ორიგინალური ყდით და წინასიტყვაობით. გამოცემის ყდაზე გამოტანილია მგლებეს თემისათვის დამახასიათებელი ყველა ელემენტი.

წლების შემდეგ მოდერაციამ დააბრუნა "სალხინებელში" მიყურადებული მგლებეს თემა, თუმცა - დახურული სახით. მიუხედავად ამისა, როგორც დიდი ექსპონატი, თემა ჩამოკიდეს განყოფილების თავში, რათა ყველას ჰქონოდა მის არქაულ, მაგრამ გემოვნებიან შინაარსთან აქტუალური უნიჭო იუმორის შედარების საშუალება.

წყაროს წყალი

მგლებეს თემასთან დაკავშირებული თემები ფართო მოხმარებაშია და მათ ამიერიდან ვერავინ და ვერაფერი გაანადგურებს. მოდერატორების ჯიბრზე.

ტერმინოლოგია

დედის შუტკა 1

„სამწუხაროა რომ ადამიანებთან არ გქონია ისეთი ატნაშენია, ასეთი ურთიერთობა რომ გქონდეს“.

  • ადმინ (გასხმები) დადე - ქართულ პორნოსაიტებზე გავრცელებული კომენტარების სახეობა, რომელშიც მოითხოვენ მათთვის სასურველი კატეგორიის პორნოს დადებას. ჩვენთან ეს ფრაზა ტრანსფორმირდა და გვხვდება სხვადასხვა ვარიაციებით
  • სგ სგ სგ სგ (sgsgsgsg dsma) - ქაუნთერ სტრაიკში გავრცელებული ფრაზა. როდესაც "ჩაატარებ" ძირითადად 2 სახის კომენტარი გხვდება, „შენი ჩეთერი დედაც მოვსდღან“ და „სგსგსგ“.
  • სამწუხაროა რომ ადამიანებთან არ გქონია ისეთი ატნაშენია, ასეთი ურთიერთობა რომ გქონდეს - კომენტარი ყველასთვის ცნობილი თემიდან დედის შუტკაზე, სადაც პატივცემულმა იუზერმა ალუჩას უთხრა, მას შემდეგ რაც პაპმა თქვა ჩემთვის წარმოუდგენელია დედაზე შუტკა მქონდეს ვინმესთანო და დასცინა, მიიღო ასეთი პასუხი.
  • ჩვენ ვართ გლდანელებე მეშვიდელები, ბარეორის დედის მდღვნელები, თუ რამეა იცით სადაც ამოხვიდეთ მაგრად - რომელიღაც piczo საიტიდან ამოღებული ფრაზა.
  • ჟვანეტი, კარალევსკი .... , .... ფეხის თითებით - ფრაზები ცნობილი ვიდეოდან, სადაც პროფესიონალი ბებოები ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე დგანან და კლიენტს პრეისკურანტს ეუბნებიან.

საფეხბურთო კლუბი

FC CHMPIRSHGVTV

ს.კ ჩმპრშგვთვ

  • სრული სახელეე: კრისტალური საფეხბურთო კლუბი ჩემი პირში გავათავე
  • მეტსახელ(ები) - მგლებე
  • დაარსდა - უხსოვარ დროში
  • სტადიონი - გაათავე არენა
  • პრეზიდენტი - თვიურა
  • მწვრთნელი - თვიურა
  • კაპიტანი - ალუჩა
  • ყველაზე მეტი ჩატარებული მატჩი - თვიურა
  • ყველაზე მეტი გოლი- ცუცურაკი გელა (აგიხსნით ბრაცი: თვიურა ყველას მოატყუებდა და ცარიელ კართან რო მივიდოდა საბოლოო შავ საქმეს ბოზებს აკეთებინებდა)
  • ტიტულები:
    • თვიურას თასი: 99 გზის
    • როსტოვის თასი: 99 გზის
    • ჩიტირი ძევიტის გათამაშება: 99 გზის (აგიხსნით ბრაცი: 100-ჯერვე შეგვეძლო მარა...ხო ხვდებეთ)
  • ყველაზე დიდი ანგარიშით მოგება - ერევნის არარატი-ჩმპრშგვთვ =-სუხოი

გრაფიკა

პროდუქცია და ბრენდი

მგლურე გამონათქვამებე

ლიტ-შემოქმედება

nakadulebeeeeeee :mad:

  1. ლათინური ასოებით ქრონიკულად წერა.
  2. სავარაუდოდ - რამდენიმე სიტყვის შემდეგ გიგანტური ცარიელი ადგილით ან სმაილების დიდი რაოდენობით.
  3. როდესაც ერთი მომხმარებლის პოსტის ციტირების შემდეგ მრავლდებოდა ციტირებები და საბოლოოდ ერთ-ერთ პოსტში უკვე იყო ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატის ციტატა.
  4. IOSKAMAN-ის თხოვნა

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.