FANDOM


მგზავრები არის ფსევდოქალაქური ფოლკის ყველაზე თვალსაჩინო წარმომადგენელი. ბრიტანელი მეცნიერების კვლევით, მგზავრების მოსმენისას ყურებიდან იწყება სისხლდენა, ვითარდება დეპრესია და ნიჰილიზმი, სოციოპათია და სხვა დაავადებები თუ რეაქციები.

"მგზავრების" ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია ვოკალური ფსევდოპოლიფონია, რომელიც ხშირად გადადის ქაოტურ ღრიალში. ეფექტის მისაღებად საკმარისია ორი ან მეტი "მგზავრის" ხმების აჟღერება. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფის მონაწილეებს, ასე თუ ისე, სმენის პრობლემა არ აქვს და ნოტებსაც ნოტებზე ახვედრებენ, საბოლოო ჯამში შედეგი მკვეთრად გამაღიზიანებელია.

ჯგუფი 2006 წელს ჩამოყალიბდა და მალევე შეაღწია თბილისელი გოგონების სუფრულ რეპერტუარში. დღესდღეობით მათი სიმღერები, მიუხედავად პოპულარობისა, ითვლება გაცვეთილ და დამღლელ რეპერტუარად. ღრმა აღშფოთება გამოიწვია "მგზავრების" კონცერტების სერიამ მოსკოვში, აქაო და ეს როგორ გაბედესო - არა და, ამასობაში, სხვა თანამედროვე კოლექტივებიც ხშირად ჩნდებიან რუსეთში (და არა მხოლოდ იქ ჩასახლებული სოსო პავლიაშვილი, ნინო ქათამაძე და ბევრი სხვა).

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.