FANDOM


Maia

მაია ასათიანი — გიგამოვლენა თანამედროვე ქართული ტვინის სამრეცხაოების სფეროში, შექმნილი და მოტანილი დროის მიერ. თხუნელისა და აფერისტი იმერელის (ან სხვა კუთხის აფერისტი წარმომადგენლის) წარმატებული ჰიბრიდი, მიღებული არც თუ რთული ქიმიური ექსპერიმენტების შედეგად. ცნობილია, როგორც რამდენიმე წარმატებული (მაყურებლის მისამართით შეტენილი) ტელეგადაცემის ავტორ-წამყვანი. ყველა ღირსებასა და ნაკლზე საუბარია ქვემოთ.

ევოლუციაEdit

ტელეეკრანებზე, როგორც ისტორიას ახსოვს, გამოჩნდა 1990-იან წლებში, როდესაც ისედაც განუკითხაობა იყო და ყველა ჯურის არსება თავისუფლად მირბოდა ნებისმიერ ტელეარხზე, ჩნდებოდა ეთერში ან იჯდა კაბინეტში და მშვიდად მუშაობდა ტვინის სამრეცხაოს ნათელ მომავალზე. ერთხანობა ბასტი ბუბუს მსგავს ბუნდოვან საბავშვო გადაცემებშიც ჩნდებოდა, თუმცა შემდეგ სახელი მოიხვეჭა წინწასული იმედისა და რუსთავი 2-ის დახმარებით. აი აქ კი დაიწყო სრული ანარქია.

პროფილიEdit

გადაცემის აზრიEdit

გადაცემა შეიძლება დაიყოს სხვადასხვა ტიპის გამოშვებებად:

  • ელიტარული - ე.წ. „ვარსკვლავები“ იკრიბებიან, საუბრობენ საკუთარ წარსულზე, იხსენებენ შევარდნაძის დროს, როდესაც მათ არავინ აწუხებდა და შეეძლოთ სპორტის სასახლეში ყოველ კვირას ასნაირი გრანდიოზული კონცერტის ჩატარება, განიხილავენ საკუთარი ცხოვრების საიდუმლოებებს (რითაც მაყურებლის თვალში ზედმეტად თბილ და დადებით არსებებად ჩნდებიან და იწვევენ თანაგრძნობას) და, რა თქმა უნდა, ასრულებენ საკუთარ რეპერტუარს, რომელიც ჯერ-ჯერობით, თავისი ხარისხით რესტორნის დონეს ვერ გასცდა.
  • ყოფითი - საუბრები უცნობ ხალხთან - მეძავებთან, კრიმინალებთან, შვილებმიტოვებულ დედებთან, სამჯერ სქესშეცვლილ წარმონაქმნებთან, უცხოპლანეტელების მიერ გატაცებულებთან, მკურნალებთან, ექსტრასენსებთან, მკითხავებთან, YouTube-ის ვარსკვლავებთან და ა.შ.

თემატიკაEdit

  • მესამე კვარტლელმა რეზომ იხილა, რომ ხვალ დედამიწა აფეთქდება.
  • ეხმარებიან მათხოვარს, რომლისთვისაც ბინას ყიდულობენ და სამსახურსაც აძლევენ. მიუხედავად ამისა, მათხოვარი მაინც მათხოვრობას ამჯობინებს, იქ უფრო მეტს შოულობს.
  • 30 წლის ვანომ 13 წლის მაკა დააორსულა.
  • ქალბატონი ნორა ეძებს 3 წლის წინ სახლიდან გაქცეულ შვილს, რომელსაც თავში უთოს ურტყამდა და პატიებას სთხოვს.
  • ლელა წურწუმიას დაბადების დღე. სტუმრად ეთერში - წურწუმია, სურამელაშვილი, ბიჭოლა.

წამყვანის საუბრის სტილიEdit

ყველა გადაცემაში მაია ასათიანი გამოირჩევა ხელოვნური განმეორებადი და მონოტონური რეპლიკებით, როგორიც არის „მობრძანდით“, „მიხარია, რომ ჩვენთან ხართ“, ყალბი თანაგრძნობის ფრაზებით, რომლებიც ხოლმე გადადის სრულ აბსურდში.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.