FANDOM


თეა (პოსტერი)

თეა“ — ფილმი პრასტიტუტკაზე ქალაქში სოფლიდან სასწავლებლად ჩამოსულ გოგონაზე, რომელსაც შეაცდენენ. რეჟისორია ერმალო მაღრაძე. ფილმი გამოვიდა 2017 წელს. მას ახლდა დიდი აჟიოტაჟი, გავსებული „ამირანის“ დარბაზი, გაყიდული ბილეთები (ორ დარბაზში), მეგაპრეზენტაცია და სხვა სასიამოვნო ელემენტები.

სიუჟეტიEdit

თეა დილით თავის უმცროს დას ჩაის უმზადებს და მის ჯანმრთელობაზე ზრუნავს. ვინაიდან ოჯახში შაქრის დეფიციტია, ჩაიში სამი კოვზის ჩაყრის შესახებ აფრთხილებს. ამის შემდეგ ისინი სახლიდან გადიან და სკოლაში მიდიან, სადაც და უჩინარდება კედელში. ამის გამო უმცროსი და დაასკვნის, რომ უფროსი უყვარს და ამის შესახებ საღამოს უამბობს. თეა იზმენებშია და მეორე დღეს მეგობართან ერთად ადის ეკლესიაში, სადაც გაახსენდება საქართველოს ისტორიის ფურცლები - არგონავტები, მედეა და ა.შ. (ჰაჰ, ტექსტი ნასესხებია „შვეციის პრინციდან“). ამის შემდეგ გაახსენდება, რომ სკოლაშია მისასვლელი და მივა. იქ შეხვდება თავის კლასელებს (რომლებიც მასთან შედარებით საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ჰგვანან) და მიიღებს არაერთგვაროვან მინიშნებას, რომ შეაბას საკუთარი მეგობარი (ქმრობაზე).

ერთ საღამოს თეა მოხვდება უცნაურ სალონში, სადაც რეჟისორი ერმალო მაღრაძე შესთავაზებს ფილმში გადაღებას (Casting Couch-ში, ალბათ), მაგრამ თეა დაკავებულია და ოცნებას ვერ აიხდენს. სამაგიეროდ იქვე მას დააჰიპნოზებს ფოკუზნიკი (დავით კამკამიძის შესრულებით), რომელიც უწინასწარმეტყველებს რთულ ბედს. ჰეპი ენდით. ასე თუ ისე, თეა ჩამოდის ქალაქში, ისევე როგორც მისი კურსელი, შეიძულებს ბარამიძეს (ლექტორს), შეიტყობს, რომ კარგი კაბები სანტა კლაუსს ჩამოაქვს. საღამოს კურსელი მასთან მიდის, რათა ერთად იმეცადინონ, მაგრამ იმ წამიდან კაპასი დეიდა მას „ტოჟე მნე სტუდენტს“ შეარქმევს. კარგი მიზეზი აქვს, დაარწმუნოს თეა, რომ სჯობს მასთან საცხოვრებლად გადასვლა.

თეას თავისუფლება იწყება იმით, რომ დაქალთან ერთად მიდის რესტორანში, სადაც მას თვალს დაადგამს მაფიოზი. დაქალი ერთხელ სახლში აწყობს წვეულებას სამ კაცზე, სადაც თეას დაათრობენ და გათიშავენ. ამის შემდეგ იაშა ძია მაფიოზი თეას ეცეკვება და მოგვიანებით ეუფლება, რაშიც დაქალს ფულად გასამრჯელოსაც გადასცემს. დილით თეას სუიციდური აზრები აწუხებს და მისი განწყობა გადაედება დაქალსაც, თუმცა თავს არც ერთი მოიკლავს.

გადის დრო და თეა ხდება ცნობილი პუტანკა ითვისებს პლეხანოვის გზებს. პარალელურად მაფიოზს ეხმარება რაღაც სახელმწიფო საქმეების მოგვარებაში. მაგალითად - ებრაელ ქართველს (ან ქართველ ებრაელს) ითანხმებს საქართველოში ბიზნესში ინვესტიციაზე. იგი აგრეთვე უკანასკნელს გადაარჩენს ბანდიტებისგან. ბედნიერი ბიზნესმენი თეას დაპატიჟებს იქვე, პლეხანოვზე მდებარე კაფეში, სადაც შეაჭრიან რუსკა მაყაშვილი და მისი დაქალი. ნამკურნალევი რუსკა ბოლომდე ვერ ხვდება, პუტანკას ხედავს თუ არა მეორე მაგიდასთან, თუმცა იქ საბოლოოდ განსაკუთრებული ნიჭის მქონე თეა აღმოჩნდება. სიტუაციაც აგრეთვე განმუხტავს მეტროს მუსიკოსი.

გადის დრო და თეა ჯილდოვდება საგზურით და ახალი მანქანით. მაგრამ მისი კეთილი მისიები ამით არ დასრულებულა. ერთ დღეს ტერორისტებს მძევალი აჰყავთ და ითხოვენ საქართველოს ჯარების ავღანეთიდან გაყვანას. თეა შედის ტერორისტებთან, მოხიბლავს და სიტუაციას კვლავ განმუხტავს. რაღაც დროის შემდეგ ტერორისტები მას თავად პოულობენ და ილია II-ის ხელმოწერილ ბიბლიას უსაჩუქრებენ.

თუმცა, თეას კარიერას მშვიდად არ ჩაუვლია. დედამისი შეიტყობს საზარელ ჭეშმარიტებას (ოღონდ ვერ გაიგებ, რას) და, როდესაც თეა სოფელში ჩადის, უსაყვედურებს - ამისთვის გაგზარდეო? (რისთვის, მაინც ვერ გაიგებ). თეაც მოულოდნელად ფარ-ხმალს ყრის და გადაწყვიტავს, მდინარეში გადახტეს. მდინარეში მას შეამჩნევს მეთევზე, რომელიც ამასობაში თავის (ვიღაცას) ესაუბრება თევზის ჭამა-არჭამის სარგებლობაზე. გადახტება რა (სიღრმეში 1 მეტრიან) მდინარეში, გადაარჩენს თეას, გამოაჯანმრთელებს, წაიყვანს ეკლესიაში, სადაც თეა ანგელოზს დაემსგავსება. საბოლოოდ, კუნთავიკი მეთევზე გადაწყვიტავს, დაიხსნას თეა მაფიოზის კლანჭებიდან და, Deep Purple-ს მუსიკის ფონზე, ჩაატარებს აღმოსავლური ორთაბრძოლის ყველა ილეთს, მიიღებს რა მაფიოზისგან კაცურ სიტყვას, რომ თეას თავს დაანებებს.

ჰეპი ენდი. და ცხოვრობდნენ ისინი დიდ ხანს და ტკბილად.