FANDOM


თბილისის ფორუმი — ყოვლისშემძლე ტიმოთეს მიერ 2001 წელს დაარსებული ინტერნეტ-ფორუმი. წარმოადგენს all in one ტიპის საიტს და ზოგიერთი ექსპერტის აზრით, სოციალური ქსელების კარგი სუროგატია.

ისტერია Edit

ნძრავაEdit

აწყობილია IPB სისტემაზე, რომელიც იმ დღიდან არც განახლებულა. უფრო სწორად - არ განახლებულა ტიმოთეს მიერ და მის ქვედა ნაწილში ამაყად წერია, რომ ეს არის 1.3 ვერსია (სულ ბოლო არის 4.1.19.4). ამის გამო ფორუმი ხშირად ჭედავს, ხოლო გამართლების სახით უმაღლესი ქურუმი ვულფსპელი და მისი ზემდგომი, უკვდავი ტიმოთე, იშველიებენ არგუმენტს, თითქოს ავატარების ზომაა დიდი ან სიგნატურების ზომაა ზედმეტად არარეალური.

ეს ვითომ ისტორიაEdit

ვიკიპეძიკებმა ადრე დაწერეს ბუნდოვანი სტატია ფორუმის ისტორიაზე, რომლის მიხედვით:

ფორუმის დამფუძნებელი "TI Service"-ში მუშაობდა. ჰოსტინგიც ამავე ფირმის იქნა გამოყენებული და ფორუმის პირველი მისამართიც შესაბამისად ასე გამოიყურებოდა: forum.ti.net.ge.”თბილისის ფორუმის” პირველი დარეგისტრირებული მომხმარებლებიც (და შემდგომში მოდერატორებიც) მისი თანამშრომლები და მეგობრები აღმოჩნდნენ. მოგვიანებით ტიმმა შენიშნა, რომ ფორუმზე უკვე მისთვის სრულიად უცნობმა ხალხმა დაიწყო რეგისტრაცია და წერა, რითიც ძალიან გაკვირვებული დარჩა. პერიოდულად ფორუმის სტრუქტურა დაიხვეწა და თემატურად ჩამოყალიბდა.

2001 წლის ზაფხულშივე მოეწყო პირველი შეკრება, რომელსაც ესწრებოდნენ პირველი მომხმარებლები (ტიმი, GT, Iron Maiden და სხვები). მეორე შეხვედრა სექტემბრის თვეში შედგა. მოგვიანებით ასეთი სახის შეკრებები ტრადიციად იქცა, თუმცა ცვალებადი სიხშირით.

ატძილენიებიEdit

უსათაუროEdit

უცნაურია და არ დაიჯერებთ, მაგრამ იყო დრო, როდესაც უსათაუროში ფრიად ინტელექტუალური თემები იხსნებოდა. მაგალითად, „მინდა ვიყო სარიშვილი“, „ Who's The Sexiest Person Of All Forum.Ge's Members?“ და „ცოტა რამ ბუზის შესახებ...“. უფრო გვიანდელ პერიოდში, წლების შემდეგ - „რას ფიქრობ ადამიანზე შენს ზემოთ“, „კომუნისტური სიმღერები მეჩაიე გუგულიზე“ და „ექსელი უფრო და უფრო მაშტერებს“. კიდევ უფრო გვიან - „Kvelaze Efeqturebi“, „მძღნერიან თემები“ და სხვები. და ბოლო პერიოდში - „Tim გადადექი “, „ბიჭო, ვაბშე მე რომ დამნიშნოთ მოდერად?“ და „რა დავაშავე ამის დედაც? “. დეგრადირება სახეზეა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.