FANDOM


ვიკიპედია (Wikipedia) — ვებ 2.0 ტიპის სერვისი, რომელიც ითვლება თავისუფალ და ყველაზე სრულყოფილ და უნივერსალურ ენციკლოპედიად. დაარსდა 2001 წელს და მოქმედებს დღემდე. იგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი პოპულარული საიტი. წარმოდგენილია მრავალ ენაზე და აქვს სხვა განყოფილებები (ვიკიმონაცემები, ვიკისაწყობი, ვიქსიკონი, ვიკიციტატა, ვიკისიახლეები, მეტავიკი და ა.შ.).

ქცევის კოდექსიEdit

ვიკიპედიის ნებისმიერ ენაზე წარმოდგენილ ვერსიაში მნიშვნელოვანია მონაწილეების ქცევის წესები. აკრძალულია შეურაცხმყოფელი ქმედებები და არაეთიკური ქცევები. ხშირად იბლოკება ესა თუ ის ანგარიში (სამუდამოდაც კი). ვიკიპედიის მრავალი კრიტიკოსი თუ ოპოზიციონერი თვლის, რომ არსებობს მიკერძოებულ ვიკიპედიელთა მთელი კასტა - იგი მხოლოდ ცხვირწინ აფრიალებს ოფიციალურ წესებს, სინამდვილეში კი არ სურს ჭეშმარიტების დანახვა და ყურები დახშული აქვს.

ამასთან, მრავალ ქვეყანაში გამოკვეთილია ვიკიპედიის ზოგადად დაბლოკვის პრაქტიკაც.

კრიტიკაEdit

ვიკიპედიის საქმიანობა ხშირად იწვევს სამართლიან კრიტიკას და ეს ეხება ნებისმიერ ენოვან განყოფილებას.

ყველაზე ხშირი კრიტიკა - სტატიების რაოდენობა. ინგლისურენოვან ვიკიპედიაშიც კი, რომელშიც ნებისმიერ საკითხზე სტატია მოიპოვება, ჩნდება უკმაყოფილო მკითხველი, რომელიც სადმე ტოვებს კომენტარს, თითქოს სასურველი სტატია ვერ იპოვა. იგივე ეხება ქართულ ვიკიპედიას. გამოუცდელი მომხმარებელი, ბუნებრივია, არც იქნება ინფორმირებული, რომ ქართულ ვიკიპედიაში სულ რამდენიმე აქტიური რედაქტორია, განსხვავებით ინგლისურისგან. სტატიების ხარისხი და რაოდენობაც სახეზეა.

ხშირად ვიკიპედიის კრიტიკა გამოწვეულია თავად მომხმარებლის მიერ მისი მუშაობის პრინციპების არცოდნით. მაგალითად, უკმაყოფილება იბადება მაშინ, როდესაც მომხმარებელს უშლიან შეტანილ სტატიას, რომელიც არ შეესაბამება ვიკიპედიის სტანდარტებს. ასეთი უკმაყოფილო ხალხი ხშირად აქვეყნებს მაკრიტიკებელ სტატიებს, რომლებშიც ცდილობს, ჯავრი იყაროს ვიკიპედიაზე.

იხილეთ აგრეთვეEdit