FANDOM


ვაჟას უდგება — ინტერნეტ-ხუმრობა ქართული ვებ-სივრციდან.

გაჩნდა მინიმუმ 2007 წელს, როდესაც მომხმარებლებმა თბილისის ფორუმის თემებში დაწერეს ხუმრობა, თითქოს ერთ-ერთმა ქალბატონმა სამარშრუტო ტაქსში (ან ავტობუსში) იკითხა, მიუდგებოდა თუ არა ეს სატრანსპორტო საშუალება ვაჟას ძეგლს. კითხვის „ვაჟას უდგება?“ სახით ფორმულირებას მოჰყვა ბუნებრივი გაოგნება, შემდეგ კი სიცილი.

არსებობს სხვა ვერსიაც, რომლის მიხედვით მძღოლს ჰკითხეს, მიუდგებოდა თუ არა რუსთაველს (ალბათ, ძეგლს). პასუხად მძღოლმა თქვა - „რუსთაველს კი არა, მე აღარ მიდგებაო.“