FANDOM


ერმალო მაღრაძე — ჩვენი დროის პოპულარული ქართველი რეჟისორი, თრეშის ჟანრის უგვირგვინო მეფე. როგორც ხშირად აღნიშნავენ, პოპულარული გახდა ინტერნეტის მეშვეობით, რასაც თავადაც ეთანხმება. ფაქტი ის არის, რომ მისი ფილმი "შვეციის პრინცი იმერეთიდან" იმდენმა ადამიანმა არ იხილა, რამდენმაც მისი გვიანდელი ფილმი - თანაც, ინტერნეტის მეშვეობით.

ბიოგრაფიაEdit

მიუხედავად იმისა, რომ ერმალო მაღრაძეს სუპერთავბრუდამხვევი ცხოვრება ჰქონდა, ამ ბიოგრაფიით თავს არ შეგაწყენთ. მცირე და მნიშვნელოვანი ეპიზოდია მისი ბავშვობის წლები - როდესაც მამამ წაიყვანა კინოსეანსზე, რუსულ ფილმზე "მამაცთა სკოლა". ფილმში ერთ-ერთი სახალისო მომენტის ნახვამ ერმალო დააავადა კინოთი. მიუხედავად ამისა, საკუთარი აღიარებით, ხელოვნება აკადემიურად არ შეუსწავლია. საკუთარი ძალით ისწავლა სხვადასხვა სფერო - რეჟისურა, ოპერატორის სამუშაო და ა.შ. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ეროვნულ კინოსტუდიაში მუშაობდა, 90-იანებში გამოეყო და შექმნა კინოფირმა "ერმალო ფილმი", რასაც მოჰყვა სადებიუტო გრანდიოზული ნაშრომის "შვეციის პრინცი იმერეთიდან" გადაღება და რამდენიმეწლიანი ტრიალი პროვინციულ ეკრანებზე.

ასე თუ ისე, ფილმოგრაფია ცალკე საკითხია. აქვე ავღნიშნავთ, რომ ბ-ნ ერმალოს ჰყავს მეუღლე, ბევრი შესანიშნავი ახლობელი და ნათესავი და მხარდამჭერი იმ დიდ საქმეში, რომელსაც იგი ჩასჭიდებია - ქართული კინოს გამოცოცხლებაში. ფაქტია, რომ მისი ფილმები დღეს ყველაზე პოპულარულია ქართველი რეჟისორების ნაშრომებს შორის და კონკურენციას უწევს ლიფონავას "ჩემი ცოლის დაქალებს" და მთქნარების გამომწვევ "ხელოვნურ სუნთქვას".

ფილმებიEdit

შვეციის პრინცი იმერეთიდანEdit

იხილეთ „შვეციის პრინცი იმერეთიდან“.

უცნობი მიზეზით, ჰქვია სწორედ "შვეციის პრინცი იმერეთიდან" და არა "შვედეთის პრინცი იმერეთიდან". უკვე დაწყებული სახელწოდებით, მაყურებელი ეზიარება სრულ აბსურდს.

სიძეEdit

„სიძე“ არის შუალედური ფილმი, გამოსული 2008 წელს. როგორც თბილისის ფორუმის ერთ-ერთი მომხმარებელი წერს:

Wikiquote-logo
„ესეთი ამბავი მართლაც მოხდა , სამი ახოვანი ძმაკაცი მუშაობდა ატეკაში თავისუფალ დროს ესე ერთობოდნენ, ვითომ ერთ-ერთს გოგო მოეწონა საცოლედ და ოჯახში ადიოდნენ გასაცნობად, ერთხელაც ერთ-ერთი გოგოს ნათესავი გაიჩითა მორიგ სუფრაზე და მასპინძელს უთხრა რო ესენი მგონი აფერისტები არიან და კითხე აბა რომელს მოსწონს შენი შვილიო? ადგა ეს კაცი სუფრაზე და ამათ უთხრა (არცეთი არ გამოხატავდა ინტერესს გოგოს მიმართ) რომ მისი გოგო რომელს უნდოდა საცოლედ, ამათმა ერთმანეთს გადახედეს და გაისუსნენ , რა უნდა ეთქვათ, ერთერთმა უთხრა: "ჩვენ არა მარა ატეკაში გევიკითხავთ თუ ვინმეს უნდა"-ო და ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ მაგიდის ქვეშ "ცოტა მიიწიე შეჩემა დამენგრა გვერდებიო". ეს ისტორია მოუყვა რეჟისორს ვინმემ და ამან შავი იუმორით გადაიღო.“

გზააბნეულნიEdit

იხილეთ „გზააბნეულნი“.

ეპიკური ფილმი, ცნობილი ამერიკის ბანკის ბოსტონის ფილიალის გატანით, იას და გიოს სასიყვარულო სცენით და სხვა მხიარული ეპიზოდებით.

აპოკალიფსი არ იქნებაEdit

იხილეთ „აპოკალიფსი არ იქნება“.

ზეეპიკური ფილმი, ცნობილი სუტენიორის სცენით და ბევრი სხვა მშვენიერი მომენტით.

სინამდვილეშიEdit

მწარე რეალობა:



















ერმალო მაღრაძის ფილმებს სერიოზულად ძალიან ცოტა თუ უყურებს. უბრალოდ, რეჟისორის მიამიტობა, თავისთავად, გულახდილია, ამიტომ, რთულია, დადგე და აკრიტიკო ალალი ადამიანი.