FANDOM


მადონა (ჩემი ცოლის დაქალები)

მეზობელი მადონა სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ არის ჭორბიუროს სიმბოლო.

ერთმა მითხრა, აგრეთვე ცნობილი, როგორც „ინტერნეტში ამოვიკითხე“, „ნაცნობმა მითხრა“, „ბაზარში თქვეს“ — ინფორმაციის თითქოს უტყუარი წყაროს ფორმა. სინამდვილეში გულისხმობს, რომ ინფორმაცია შეუმოწმებელია და საერთოდ, უსაფუძვლო ჭორია. უკანასკნელ დროს პოპულარობა უფრო აქტუალურია „ბლოგში ეწერა“

ინტერნეტში წავიკითხე Edit

ეს არის კამათის დროს თითქოს მნიშვნელოვანი არგუმენტი, ანუ გულისხმობს, რომ თუ ინტერნეტში ეწერა, ესე იგი, ეს უკანასკნელი ინსტანციაა და სიმართლე აშკარაა. რა თქმა უნდა, ავტორი ვერ ხვდება, რომ ინტერნეტი სავსეა ტყუილებით.

ბრძოლა Edit

ინტერნეტ-მკითხველს რთულია დაუმტკიცო, რომ მისი წყარო ვერაა თავის მოტორზე. თქვენს არგუმენტებზე პასუხად იგი იწყებს მორიგი არგუმენტების პირამიდების ფორმით მოყვანას და აქაფებული პირით ამტკიცებს, რომ წყარო საიმედოა, სინამდვილეში კი კამათის მიზეზიც ავიწყდება.

ინტერნეტში ბლომად არის ვითომ საინფორმაციო საიტი, რომლის მასალები სინამდვილეში აგებულია ვიღაც გამვლელ-გამომვლელთა წვლილზე. მოკლედ, ზოგიერთზე მსგავსი რესურსი მოქმედებს და თუ ვინმეს აჩვენეთ ინფორმაცია, რომ ბრიტანელი მეცნიერების მიერ დადგინდა, რომ ნოდარ მელაძე სტალინის გარე ფალოსია, ვიღაც დაიჯერებს (შეიძლება, უმეტესობაც).

შედეგი Edit

მრავალსაათიანი კამათი სრულდება იმით, რომ შედეგი მაინც არ არის და ერთ-ერთი მოსაუბრის უკანასკნელი რეპლიკა ასეთია: „მაიცა, სახლში მივალ და დაგიდებ ლინკს, მერე შენ თვითონ ნახავ“. ავტორიტეტულ წყაროებად ასევე მოჰყავთ ვიკიპედია და მსგავსი ხარა-ხურა. დაახლოებით 1000-დან მხოლოდ 2-3 ხვდება, რომ კონტრარგუმენტის მოსაყვანად საკმარისია ვიკიპედიის შესაბამის სტატიაში საკუთარი ცვლილებების შეტანა. წინააღმდეგ შემთხვევაში წარუმატებლობას აქვს ადგილი. მოწინააღმდეგეთა უმეტესობამ არც კი იცის ისიც, რომ სტატიებს ვიკიპედიაზე ისტორიის სექცია აქვთ და ყველაფრის ხილვაა შესაძლებელი - განსაკუთრებით, იმის, თუ ვინ და როდის ჩაასწორა სტატია თავის სასარგებლოდ.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.