FANDOM


ბრძენისატირა
ეს სტატია წარმოადგენს ნახევრად სატირულ ნაშრომს, რაც ნიშნავს, რომ მასში გამოყენებულია როგორც სერიოზული, ასევე სახუმარო ტონი. სტატიაში დაწერილი ინფორმაცია შეესაბამება ანციკლოპედიის სტანდარტებს, აგრეთვე არ ისახავს მიზნად, შეურაცხყოს რომელიმე პიროვნება.
ბაღაშვილიძალიან სასაცილოა.
ეს სტატია გამოირჩევა იუმორის სპეციფიკური ხარისხით. განკუთვნილია ვიწრო წრის მკითხველთათვის. "იუმორინის" მოყვარულები ვერაფერს გაიგებენ.
გზააბნეულნი 1

ფილმის მთავარი გზავნილი

გზააბნეულნი — რეჟისორ ერმალო მაღრაძის მხატვრული სათავგადასავლო[nb 1]კრიმინალურ[nb 2]-მძაფრსიუჟეტიანი[nb 3] მელოდრამატულ[nb 4]-მისტიკური[nb 5] საშინელებათა [nb 6] ეროტიკული[nb 7] თრილერი[nb 8]. გამოვიდა 2013 წლის დეკემბერში და დაიმსახურა მოყვარულთა ფართო აღიარება. აგრეთვე მოხვდა ოსკარის ნომინანტების სიაში საუკეთესო უცხოურენოვანი ფილმის კატეგორიაში, მაგრამ რეჟისორმა ფილმს უკან უხმო, ჩათვალა რა, რომ მსოფლიო ჯერ მზად არ არის მსგავსი შედევრების გასაცნობად. მიუხედავად ამისა, ინტერნეტ-სივრცეში ნამუშევარმა უდიდესი მოწონება დაიმსახურა.

სიუჟეტიEdit

მას შემდეგ, რაც მთავრობა იცვლება და ზემოდან ბრძანებენ ძველი მთავრობის პირობებში მომუშავე პერსონალის გაშვებას, 60 წლის ასაკის პერსონაჟები ბადრი და დათო ერთდროულად კარგავენ სამუშაოს, პირველი - გამოცდილი ვებ-დიზაინერის პოზიციას, მეორე - გამოცდილი აიტიშნიკის. დახეტიალობენ რა ერთი წლის განმავლობაში თბილისის ქუჩებში, ისინი ერთხელ შემთხვევით გააშველებენ ვერ გაიგებ რის გამო მოჩხუბარ ახალგაზრდებს. გაიცნობენ რა ერთმანეთს, იმ დროიდან მოყოლებული, სამუშაოს ერთად ეძებენ და დასახმარებლად ნაცნობ-ახლობლებსაც უშედეგოდ მიმართავენ.

ერთ-ერთი მეთევზე ნაცნობი მათ დააკავშირებს დიადია სემს, მსოფლიო კლანის წევრს, რომელიც მილიარდებს და ზოგადად, დიდ ქონებას ფლობს, აბრამოვიჩის შემდეგ მეორე იახტის ჩათვლით. შადრევნის ტკბილი ზუზუნის ფონზე იგი მათ სამსახურში აღდგენაში დახმარებას ჰპირდება, მაგრამ, ვინაიდან არაფერი ჩანს, შესანიშნავ ორეულს შეაცდენს ეშმაკი. ისინი იწყებენ თაღლითობას - ტელევიზორის უვარგის ნაწილებს მაღალ ფასში ყიდიან; მოივლიან მატარებელს კონდუქტორების სახით და ბილეთების ფულს ითვისებენ; ატყუებენ ერთ-ერთ მოხუცს, რომ მის სახლზე მაგისტრალმა უნდა გაიაროს და პროექტის შესაცვლელად ითხოვენ 5000 ლარს, ქირაობენ სახლს, რომელსაც სინამდვილეში ჰყიდიან. ბოლოს დათო ტეხავს ამერიკის ბანკის ბოსტონის ფილიალის ანგარიშს და ბადრის ანგარიშზე რიცხავს 100.000 დოლარის ოდენობის თანხას. ცხოვრებააწყობილ დათოს და ბადრის გარკვეული დროის შემდეგ, საბოლოოდ და დაგვიანებულად უკავშირდება დიადია სემის თანაშემწე თემო, რომელიც ამცნობს, რომ დიადია სემმა სამსახურში ორივე აღადგინა. კაი დროსია.

პირველწყაროEdit

მიუხედავად იმისა, რომ ისტორიის პირველწყარო თანამედროვე საქართველოს ქრონიკებია, რეჟისორმა ერთ-ერთი სცენა, კერძოდ, დიადია სემთან სტუმრობა, აიღო ძველი ეგვიპტის ლეგენდებიდან. კადრის დაყენებისას მან გამოიყენა შემდეგი ნახატი, აღმოჩენილი ერთ-ერთ ეგვიპტურ სამარხთან:

ძველი ნახატი ეგვიპტეში

პერსონაჟებიEdit

ძირითადი პერსონაჟები და მათი ოჯახებიEdit

Temo qneva
  • ბადრი - მუშაობს ერთ-ერთ დაწესებულებაში. თავისი საქმის დიდი სპეციალისტია, ხოლო ახალგაზრდებმა ამ სფეროში არაფერი იციან. პროფესია, მიუხედავად ამისა, უცნობია.
    • ნანა - ბადრის ცოლი. თავისი ქალიშვილის იმედი აქვს.
    • ია - ბადრის ქალიშვილი. ყველასავით კი არ არის, ენაცვალოს დედა, ჭკვიანი გამოდგა.
  • დათო - ბებერი აიტიშნიკი. მისთვის ყველა ოქროა. სტაჟიანი ვებ-დიზაინერი.
    • მზია - დათოს ცოლი. ყოველდღე ლოცულობს.
    • მათი შვილი - უსაქმური. ლექციების შემდეგ ვაკის პარკში დადის და ამისთვის მამას ყოველდღე 10 ლარს სთხოვს.

მნიშვნელოვანი პერსონაჟებიEdit

  • თემო (თემურ კიკნაველიძე) - დათოს დიდი ხნის ნაცნობი. დიადია სემის თანაშემწე. ჰპირდება, რომ დიადია სემთან დააკავშირებს და დაეხმარება სამუშაოს პოვნაში.
  • დიადია სემი (მამუკა ტყემალაძე) - მსოფლიო კლანის ლიდერი, აბრამოვიჩის შემდეგ მეორე დიდი იახტის მფლობელი, უცხოეთში ხშირად მოსიარულე, ნიუ-იორკისა და ლონდონის ბირჟებზე მოქმედი, დაფასოებული საქონლის დისტრიბუციაში გაშვების გამგებელი, ქრონიკულად დაღლილი და მოუცლელი, ქურდებში სპრავედლივი სიტყვის მთქმელი და ა.შ.
  • ზურა (ზურაბ აბესაძე) - დეიდის დამვიწყებელი, მეთევზე, ბერას ფანი, ბაზარში მოსიარულე, კაი სუფრის თამადა და ბადრის მეგობარი. ბადრის დახმარებას ჰპირდება.

მესამეხარისხოვანი პერსონაჟებიEdit

Fxana
  • თამუნა - მდივანი ბადრის ოფისში. გაოგნებულია ოთარ რამიშვილის სიმღერებით უკმაყოფილო ხალხის მხრიდან ამ სიმღერების ვიდეოჩანაწერების უცენზურო ფრაზებით შეფასებით.
  • მისის (ან მისს) პარკერი - ისევე, როგორც თამუნა, იგი არის ბადრის ინტერესების ობიექტი. სამსახურში ყოველი შემოსვლისას ბადრი მის ხელს ნაზად ეამბორება ულვაშებიანი ბაგით, რაზეც პარკერი მადლობას ეუბნება.
  • ბიბლიოთეკარი - დღე და ღამ ბიბლიოთეკაში ათენებს და აღამებს, რის გამოც თვალებთან ტომრები აქვს ჩამოკიდებული. ბატონ ბადრისთან საქმეზე შეხვედრა სურს, მაგრამ ვერ ასწრებს, ვინაიდან ბადრი სამუშაოს კარგავს და, შესაბამიად, ვერ ეხმარება ამ ქალბატონს.
  • გოგონა (ქალი) კაფეში - ემსახურება ბატონ დათოს, სანამ უკანასკნელი წამოკოტრიალებულია სკამზე და ეძებს სამუშაოს გაზეთის მეშვეობით.
  • თამთა - გოგონა პარკში, თედო აბაშიძის ქალიშვილი. ცდილობს ირაკლის და უცნობი ბიჭის გაშველებას.
    • ირაკლი - თამთას ძმა. მისი მითითებით, მოჩხუბარე ოპონენტმა „ეგეთ ბაზარს თავი უნდა დაანებოს“.
  • გაზეთების გამყიდველი - ბატონი დათოს კარგი ნაცნობი. მიუხედავად ამისა, უმუშევარ დათოს გაზეთის ფულს მაინც ართმევს.
  • მოჩხუბარი ბიჭი პარკში - ეჩხუბება ირაკლის. მეტად გააფთრებულია.
    • გვერდზე რომ ჩაივლის, ის ბიჭი - ვერ გაიგებ, რისთვის მივიდა. თითქოს, ჩაერევა, მაგრამ წამში მოსროლილია გვერდზე და იქიდან ცივად ადევნებს თვალს მიმდინარე მოვლენებს.
  • მასწავლებლები
    • მანანა - იმ კვირაში ყველას თავისთან ეპატიჟება. იგი აგრეთვე არის ზურას დეიდა. ქმარ-შვილი ფიზიკოსები არიან და ამერიკაში სიმპოზიუმზე იმყოფებიან. ფორტეპიანოზე შესანიშნავად უკრავს.
    • მასწავლებელი - ამბობს, რომ ბადრი (დათო?) კარგი ადამიანია.
    • მასწავლებელი - აინტერესებს, ვინ არიან ესენი.
    • მასწავლებელი - ამბობს, რომ ბადრი (დათო?) თავისი საქმის კარგი სპეციალისტია.
  • НТВ-ს (ენტევეს - ჰო, ჰო, ერთმორწმუნე ქვეყნის ტელევიზიის) წარმომადგენლები საქართველოში
    • პირველი - ყვითელი მაისურით. მისთვის დიდი პატივია ბადრისა და დათოს გაცნობა.
    • მეორე - სვამს დათოსა და ბადრის სადღეგრძელოს. მისი აზრით, დათოს დიზაინი არის საუკეთესო ვებ-დიზაინი, რაც კი უნახავს.
  • პიჟონი ოფიციანტი - რესტორანში ემსახურება ბადრისა და დათოს.
  • ზურაბოვიჩი - ბადრის უფროსი. ძალიან წუხს.
  • დავითი - დათოს უფროსი მაგთიში. ეს მის ძალას აღემატება, ბევრს იბრძვის დათოსთვის, მაგრამ იძულებულია, სამსახურიდან გაათავისუფლოს. ამის გამო სულ განცდებშია და დასაზღნარებლად მიდის შემდეგ პერსონაჟთან.
  • დამაზღნარებელი კაცი - ბევრი ფილოსოფიური ტექსტის მფრქვეველი. შეუძლია იმ საყვარელი მელოდიის დაკვრა (ჩაპლინის ფილმიდან), კედლებზე ჩამოკიდებული აქვს უნიჭოდ დახატული პორტრეტები. დავითს აზღნარებს მუსიკით და რელიგიური პათოსით გაჯერებული ტექსტებით, არწმუნებს რა, რომ ყველაფერი რაც ხდება, ევას ბრალი ყოფილა და ხალხი არავითარ შუაშია.
  • ნესვის გამყიდველი - უცნობ ფასში ყიდის საუკეთესო ნესვს, თუმცა ნებისმიერ ფულს იღებს (5 ლარის ზემოთ).
  • დიადია სემის თანაშემწე (მანქანის კარის გამღები) - დიადია სემის თანაშემწე. აღებს მანქანის კარს.
  • მაფიოზი - ობშიაკის გულისთვის თავის გამფუჭებელი. ლაპარაკობს აბდაუბდა ენაზე.
  • თეონა - დიადია სემის მსახური. მისი დედა, დიადია სემის წყალობით, კარგად არის.
  • მამა და შვილი - მანანას ქმარი და შვილი. წასულები არიან საერთაშორისო სიმპოზიუმზე ამერიკაში, ვინაიდან ფიზიკოსები არიან.
  • დიადია სემის ძე - დიადია სემის ვაჟი. რაგბის შეჯიბრში გუნდთან ერთად მეორე ადგილი დაიკავა, რაც დიადია სემს არ ესიამოვნა. მაგრამ მომავალ წელს აპირებს პირველ ადგილზე გასვლას.
  • დიადია სემის ასული - დიადია სემის ქალიშვილი. საკუთარი ენა ჩაყლაპა და ამიტომ ეუფლება ინგლისურ ენას. მამა ენაცვალოს.
  • დიადია სემის კიდევ ერთი მსახური - ასეთი ნიჭიერი ბავშვი ჯერ არ უნახავს. ამცნობს დიადია სემის ასულს, რომ ინგლისურის გაკვეთილი იწყება.
  • გიო - იას შეყვარებული. ერთ წელიწადში მშენებელ-ინჟინერი გახდება და ეგრევე იმდენ ფულს იშოვის, რომ იას უზრუნველყოფს. უკიდურესად გაბრაზებულია იმით, რომ ბადრი უმუშევარია.
  • ტელევიზორების შემკეთებელი - აინტერესებს ქალბატონ მზიას ჯანმრთელობა, აქვს რაღაც უვარგისი ნაწილები და მათ სიამოვნებით უსაჩუქრებს დათოს.
  • კაცი ბაზარში - ვერა და ვერ გაყიდა თავისი პომიდორის პარტია, რის გამოც ყურს დანით ლამის სისხლამდე იფხანს. საიდანღაც აღმოაჩნდება 2500 ლარი, რომელსაც დათოს მისცემს ტელევიზორის ნაწილების მთელი ჩემოდნის სანაცვლოდ.
  • მყიდველი - ძმობაში 35 ლარად მიიღებს ტელევიზორის ნაწილს. თან უხარია, რომ გაუმართლა.
  • მეორე მყიდველი - ძმობაში მხოლოდ 40 ლარად მიიღებს ტელევიზორის ნაწილს.
  • მატარებლის გამცილებელი 1 - თავს ვალდებულად თვლის, დალიოს მითიური უჩას სადღეგრძელო. უსურვებს ბედნიერებას.
  • მატარებლის გამცილებელი 2 - გახარებულია ბადრის და დათოს ვიზიტით, აღნიშნავს რა, რომ სტუმარი ღვთისაა. ისევე, როგორც წინა გამცილებელი, ჩაძინებამდე სვამს უჩას სადღეგრძელოს.
  • მამაკაცი მატარებელში - ოდნავ დაძაბულია, ვინაიდან ბათუმში ეჩქარება და აინტერესებს, როდის ჩავა მატარებელი.
  • მზომველი - ბადრისთან და დათოსთან ერთად დგას გზაზე. მოსყიდული პერსონაჟი.
  • მყვირალა კაცი - მის სახლზე უნდა გაიაროს მითიურმა მაგისტრალმა. იგი განსაკუთრებით აღშფოთებულია ყველაფრით (დაწყებული იმით, რომ მისი სახლის წინ ვიღაცები დგანან). დათოს და ბადრის აძლევს 5000 ლარს, რათა მათ „პროექტი შეცვალონ“. ბოლოს, გახარებული, შინ შედის, კმაყოფილი იმით, თუ რა ჭირი მოიშორა. ჰა ჰა ჰა!
  • დიპლომატი - წასულია ჩინეთში.
    • დიპლომატის ცოლი - მისი ქმარი ჩინეთშია. იგი იმ სახლის პატრონია, რომელსაც დათო ქირაობს, შემდგომში კი გაყიდის.
    • ბავშვები - ბავშვები დიპლომატის სახლში თამაშობენ კომპიუტერზე, რაც, დათოს თქმით, კარგია.
  • ნოტარიუსის თანამშრომელი ქალი - გახარებულია, რომ ბადრი ოფისში მოვიდა. უნდა ითამაშოს ნოტარიუსის თანაშემწის როლი.
  • ნოტარიუსის თანამშრომელი ბიჭი - მუშაობს კომპიუტერთან.
  • დათოს ოფისის თანამშრომელი ბიჭი - მუშაობს კომპიუტერთან, მაგრამ რაღაც პრობლემა ექმნება, რაშიც დათო ეხმარება კლავიატურაზე ორი კლავიშის დაჭერით.
  • არიფი მყიდველი - ყიდულობს დიპლომატის სახლს.
  • ბანკის თანამშრომელი გოგო - ბადრის უხსნის ანგარიშის ნომერს, რომელსაც ცალკე მოგლეჯილ ქაღალდზე აძლევს.
  • ბანკის თანამშრომელი კაცი - ბატონი ბონდოს დიდი მორჩილი. იგი ამოწმებს ამერიკის ბანკის ბოსტონის ფილიალის ნომერს.
  • ბანკის უფროსი ბონდო (ერმალო მაღრაძე) - სთხოვს თანამშრომელს, შეამოწმოს ამერიკის ბანკის ბოსტონის ფილიალის ნომერი.

რეალური პიროვნებებიEdit

ეს პიროვნებები ფილმში მოწვეული მსახიობების სახით მონაწილეობენ.

  • ბუბა ხოტივარი - ჰპირდება დახმარებას დათოს და ბადრის. მათი საქმე კარგად აქვს შესწავლილი.
  • ბიძინა ჩხეიძე - ჰპირდება დახმარებას დათოს და ბადრის. ეუბნება, რომ დეპუტატს დაელაპარაკება, ვინაიდან უკანასკნელს მისი ვალი აქვს - სკოლაში მისგან იწერდა ყველაფერს.
  • გუჯა ბურდული - ჰპირდება დახმარებას დათოს და ბადრის. დარჩენილი აქვს ერთი ვარიანტი და იმის გამოყენებას აპირებს.

ტელეფონის ყურმილს ამოფარებული ხალხიEdit

  • ვიღაც - რეკავს ბადრის ოფისში და ითხოვს სტატისტიკას, წლის შედეგებს - შემოსავალი და გასავალი თანხების შესახებ (მიუხედავად იმისა, რომ ბადრი მხოლოდ დიზაინერია).
  • ვიღაც გაზეთიდან - გაზეთში მიცემული განცხადების ავტორი. სამუშაო ადგილი მასთან უკვე დაკავებულია.
  • ვიღაც გაზეთიდან - იგივე, რაც წინა. დათო ურეკავს, მაგრამ უამბობენ, რომ სამუშაო ადგილი უკვე დაკავებულია.
  • დეპუტატი - ურეკავს დიადია სემს, მაგრამ უკანასკნელს მისთვის არ სცალია, მერე დაურეკავს. თემო მას თავის ტელეფონზე თავის ქნევით ესაუბრება.
  • გიორგიევიჩი - ცხოვრობს „ლოსანჯივესში“, დასავლეთ სანაპიროზე. იგი დიადია სემს ახარებს, რომ აქციების ფასმა აიწია.
  • სარდიოვიჩი - ბადრი მასთან სატელეფონო საუბარს ათამაშებს. აღმოჩნდება, რომ სარდიოვიჩს რაღაც სასწრაფო საქმე აქვს და ბადრი მასთან „გარბის“.

მითიურ-ბიბლიური არსებებიEdit

  • ევა - მის მიერ შეჭმული ვაშლი (რომელიც ცოდვილად იქცა) არის ყველაფრის მიზეზი.
  • ღმერთი - მისი სახელით სპეკულირება ფილმში ხშირია.
  • ანტიქრისტე - ემზადება მოსასვლელად. მისთვის იერუსალიმში სოლომონის ტაძარს ამზადებენ. დაიპყრობს მთელ მსოფლიოს, საქართველოს გარდა.
  • ქართველი ერი - ანტიქრისტეს დაამარცხებს.
  • ერთიანი მსოფლიო კლანი - იდუმალი კლანი. დიადია სემი მისი წევრია.

სტატისტიკაEdit

ბადრის და დათოს მიერ ნაშოვნი ფული
საქმე შემოსავალი (ლარში, გარდა მითითებულისა) ხარჯი (ლარში, გარდა მითითებულისა)
ტელევიზორის
ნაწილები
2576 ჩემოდანი, ქუდები, სათვალე
მატარებელი 900 მატარებლის ბილეთის ფასი
მაგისტრალი 5000 მანქანის ქირაობა, საწვავი, ნაცნობი მზომველის მოქრთამვა
სახლი 100.000 1500 (სახლის 3 თვის ქირა), თანამშრომლების მოქრთამვა, დათოს გადაადგილება სახლამდე და სახლიდან
ბანკიდან თანხის გამოტანა 100.000 დოლარი ინტერნეტის საფასური, გზის ფული ბანკამდე

კრიტიკოსთა შეფასებებიEdit

Wikiquote-logo
„ნამდვილი თანამედროვე ფსიქოლოგიური დრამა. ღირსეული მემკვიდრე ტრიერის და ტარკოვსკის იდეებისა“
(Empire Magazine)
Wikiquote-logo
„ერმალო მაღრაძე კვლავ აოცებს მსოფლიოს. არავითარი 3D, არავითარი HD, თქვენ წარმოიდგინეთ, არავითარი 16:9. ძველი მეთოდით მოთხრობილი ამბავი პირდაღებულს დაგტოვებთ.“
(Cinema Scope)
Wikiquote-logo
„სანამ კინოეკრანებს იპყრობს Marvel-ის მორიგი ეკრანიზაცია, ერმალო მაღრაძის შემოქმედებამ უკვე დიდი ხანია, შემოაბიჯა მსოფლიო ეკრანებზე და სამუდამოდ დაამახსოვრა თავი მაყურებელს.“
(Sight & Sound)
Wikiquote-logo
„ყველაზე მეტად გამაოგნებელია, თუ როგორ ახერხებს ეს ავტორი წამების მეასედებში ყველა რეჟისორისგან გამორჩეული ემოციების ჩაქსოვას.“
(Modern Screen)

საუნდტრეკიEdit

Gone astray soundtrack

ფილმის ოფიციალური საუნდტრეკი გამოვიდა ლეიბლზე Columbia Records. მასში შეტანილია:

  • Sting - Shape of My Heart
    • სცენაში, სადაც დაღონებული დათო ქალაქში სამუშაოს ძიებაში დაეხეტება.
  • Frank Sinatra - Strangers in the Night
    • სცენაში, სადაც დათო და თემო კაფეში სხედან.
  • ZZ Top - Blue Jean Blues
    • პარკში ჩხუბის დროს
  • კახური მრავალჟამიერი
    • თითო შუშის მიღების პროცედურის დროს.
  • ბერა - ქართული ოცნება
    • მანქანაში, თემოსთან ერთად.
  • საპოვნელა
    • ასრულებს დეიდა
  • ჩემო კარგო ქვეყანავ
    • ტიტრებში

დისკზე საავტორო უფლებების მიზეზით არ მოხვდა დიადია სემის მუსიკალური თემა, რაც აღნიშნულია ალბომის ბუკლეტზე არსებულ ანოტაციებში.

შენიშვნები Edit

  1. მოგზაურობა ერთი სადგურიდან მეორემდე
  2. ფილმის მეორე ნახევარი მთლიანად კრიმინალზეა.
  3. ფილმის სიუჟეტი მეტად დაძაბულია.
  4. ურთიერთობა იასა და გიოს შორის
  5. იდუმალებით მოცული ფილმის დასასრული, რომელიც ბევრ კითხვას კვლავ ღიად ტოვებს
  6. შადრევანი დიადია სემის ეზოში საშინლად ხმაურობს
  7. ბადრის ჰორმონების თამაში ოფისის გოგონასთან
  8. ისე, უბრალოდ.

სასარგებლო ნაკადულებიEdit

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.