FANDOM


Fotr

პირველი წიგნი, „ბეჭდის საძმო“ - ფულის მხერხავები ხოლმე მას ორ წიგნად უშვებენ

Two Towers

მეორე წიგნი, „ორი ციხე-კოშკი“ - გოლლუმის ზეიმი

Return of the king

მესამე წიგნი, „მეფის დაბრუნება“ - წიგნის დიდი ნაწილი ეთმობა უაზრო დანართებს.

ბეჭდების მბრძანებელი (The Lord of the Rings) — უაღრესად პოპულარული წიგნი, ფაქტობრივად - ფენტეზის ჟანრის მთავარი წიგნი. მიუხედავად იმისა, რომ ფენტეზი იწერებოდა მანამდეც, სანამ ამ წიგნს ავტორი, ჯ.რ.რ. ტოლკინი შექმნიდა (ნუ დავივიწყებთ თავად ტოლკინის მიერ გამოგონილ და პიტერ ჯექსონის მიერ გაუპატიურებულ „ჰობიტს“), „ბეჭდები“ მაინც ითვლება მთავარ წიგნად. როგორც უკვე ითქვა, იგი არის ფაქტობრივად ფენტეზის ჟანრის მთავარი წიგნი, რაც ნიშნავს, რომ იგი უაღრესად პოპულარულია. მართალია, „ჰობიტიც“ მას სერიოზულ კონკურენციას უწევს - თანაც მას შემდეგ, რაც იგი რეჟისორმა პიტერ ჯექსონმა გააუპატიურა, მაგრამ მაინც - ბეჭდების მბრძანებელი (რომელიც, სხვათა შორის, დაწერა ჯ.რ.რ. ტოლკინმა, რომელმაც აგრეთვე „ჰობიტი“ დაწერა - იმედია, პიტერ ჯექსონის ფილმი მაინც გაქვთ ნანახი) მაინც ითვლება მთავარ ნაწარმოებად. თუ არ გჯერავთ, ჰკითხეთ პიტერ ჯექსონის ფილმების მოყვარულებს. მათ კარგად იციან, რომ „ბეჭდების მბრძანებელი“ არის ფენტეზის ჟანრში (ამ ჟანრში, მაგალითად, შედის „ჰობიტიც“, რომლის ეკრანიზაცია ალბათ, ნანახი გექნებათ) მთავარი წიგნი. ამას კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ის ფაქტი, რომ ფილმი (ისევე, როგორც „ჰობიტი“, რომელიც, სხვათა შორის, ჯ.რ.რ. ტოლკინმა დაწერა) პიტერ ჯექსონმა გადაიღო. ასე თუ ისე, „ბეჭდების მბრძანებელი“ პოპულარული წიგნია და აი რა ხდება მასში, მოთხრობილია ქვემოთ. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის ავტორია, ჯ.რ.რ. ტოლკინი, „ჰობიტის“ ავტორი.

სიუჟეტიEdit

ყურადღება - აქ იმდენი სახელი წერია, რომ, სანამ დაიმახსოვრებთ, დაბერდებით.

„ჰობიტში“ (ეს ის წიგნია, რომლის ეკრანიზაციაც გადაიღო პიტერ ჯექსონმა) მომხდარი მოვლენების შემდეგ მთავარი მოქმედი გმირი ხდება ფროდო ბეგინსი (ქართულ რეალობაში - „აბგელი“ - სიტყვისგან „აბგა“). ბილბო 110 წლის ხდება, მაგრამ მაინც არ ბერდება. არა, ამ ყველაფერში არანაირ როლს არ ასრულებს ის ფაქტი, რომ ბილბომ ჩუკენობაში გაატარა მთელი ცხოვრება და ქალი არ მოუყვანია - ანუ ამის გამო არაა, რომ შემონახულია ასე კარგად. ასე თუ ისე, ჯადოსანი, სახელად განდალფი (გენდალფი, თუნდაც) დაფიქრდება, რომ ბეჭედი, რომელიც ბილბომ წინა მოგზაურობიდან თან მოათრია, ძალაუფლების ბეჭედია. მრავალი წლის წინ იგი გამოჭედა საურონმა, ბნელმა მბრძანებელმა, ახლა კი გაახსენდა და კვლავ ეძებს. თუ იპოვის - სამყარო დაიღუპება (ყოველ შემთხვევაში, ბრიტანელი მეცნიერების აზრს საურონი პატივს სცემს). ბეჭდის დატოვება რთულია, მაგრამ ბილბო, განდალფის მითითებით, იძულებულია, დატოვოს და გაემგზავროს შუაველში (რივენდელი, იმლადრისი). ამასობაში ბეჭედს ეძებენ საურონის მსახურები, ბეჭდის აჩრდილები. ბეჭედს ფროდო ინახავს, მაგრამ 16 წლის თავზე განდალფი როგორც იქნა, ყველაფერს დაადგენს. აღმოჩნდება, რომ გოლლუმი (ბეჭდის წინა პატრონი) ენას არ იოკებდა და ერთხელ საურონის მსახურებსაც უამბო ბეჭდის შესახებ. ასე და ამგვარად, საურონმა შეიტყო, რომ ბეჭედი ჰობიტების მხარეშია.

განდალფის მითითებით ფროდო შინაურ კერას ტოვებს და საცხოვრებლად გადადის მეზობელ სოფელში, სადაც მაინც იპოვნიან. ასე თუ ისე, მსახურებს გადაურჩება - თუმცა, მხოლოდ ერთგული მეგობრების დახმარებით. აი მერე რაც ხდება, სჯობს, არ წაიკითხოთ. ასე თუ ისე, ალბათ, ისედაც ნათელია, რომ ამ ყველაფერს ვერავინ დაწერდა ჯ.რ.რ. ტოლკინის გარდა (რომელიც „ჰობიტის“ ავტორია). კიდევ კარგი, რომ პიტერ ჯექსონმა ეს ყველაფერი ფილმად გადაიღო, თორემ ვერავინ გაიგებდა წიგნიდან, რა ხდებოდა.

ფანებიEdit

განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია „ბეჭდების“ ფანების საზოგადოებები. არ უყვართ, როდესაც „ბეჭდებს“ და „ჰარი პოტერს“ ადარებენ ან ერთად ახსენებენ. ზოგიერთი უსაქმური იცვამს ამა თუ იმ კოსტიუმს, გადის მინდორში და ხმალაობს სხვა უსაქმურთან, განასახიერებს რა ფილმის ამა თუ იმ პერსონაჟს. ფანებმა იციან ყველაფერი, რაც კი შეიძლება იცოდე - დაწყებული თარიღებით და დამთავრებული გეოგრაფიული თავისებურებებით.

ნიკ პერუმოვიEdit

პერუმოვი არის ერთი თავხედი რუსი მწერალი, რომელმაც აიღო ჯ.რ.რ. ტოლკინის სამყარო და მისი მოვლენების გაგრძელება დაწერა - თავისი საკუთარი. რა თქმა უნდა, მკითხველთა დიდმა ნაწილმა უარყო ეს ცრუმოძღვარი და სწორიც იყო - პერუმოვის ფანტაზია ტოლკინამდე ვერც მიაღწევს. ასე თუ ისე, რამდენიმე წიგნის შემდეგ მწერალი იძულებული გახდა, კონვეიერი დაეხურა.

ნაკადულებიEdit