FANDOM


Wtf

უზომოდ გახარებული ადამიანები, რომლებიც დიდი სიამოვნებით უყურებენ ”ბედის ირონიას”

ახალი წელი — ცნობილი დღესასწაული, რომელსაც ახასიათებს ოთხი რამ:

  1. საბჭოთა კინოს შედევრი, ფილმი „ბედის ირონია ანუ გაამოთ“
  2. პრეზიდენტის გამოსვლა
  3. ფილმი „ბედის ირონია ანუ გაამოთ“
  4. ყველასთვის მომაბეზრებელი კონცერტი რესპუბლიკის მთავარ მოედანზე.

ტრადიცია Edit

ახალი წლის დღესასწაული აღინიშნება IV საუკუნის 50-იანი წლებიდან. განსხვავებები XX-XXI საუკუნისათვის დამახასიათებელი ნიშნებისგან ყოველთვის შეიმჩნეოდა. მაგალითად, ძველ რომში დადგმული იყო სპექტაკლი ”ბედის ირონია ანუ არენაზე ლომემბა შეგჭამონ”. ვიკინგებს დადგმული ჰქონდათ ”ბედის ირონია ანუ ჩვენ სამყაროს დავიპყრობთ”. ნაპოლეონ ბონაპარტი ამ ტრადიციას დიდ პატივს სცემდა და მისი მმართველობის დროს საფრანგეთში დადგმული იქნა სპექტაკლი ”ბედის ირონია ანუ შერშე ლა ფამ”.

XX საუკუნეში, რადიოს გამოჩენის შემდეგ ტრადიციები დაიხვეწა. მაგალითად, ხიტლერის დროს დაიდგა რადიოგადაცემა ”ბედის ირონია ანუ დოიჩე ზოლდატენ მახენ სექს ფანტასტიშ”.

როგორც იქნა, XX საუკუნის მიწურულს, ერთ-ერთმა უცნობმა რეჟისორმა გადაიღო ფილმი ”ბედის ირონია ანუ გაამოთ”, რომელიც საკულტო ნაშრომად იქცა.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.