FANDOM


Wiki

ანციკლოპედიის ლოგო

ანციკლოპედიაში მოქმედი ზოგადი წესების კრებული წარმოდგენილია აქ. ამ წესებით უნდა იხელმძღვანელოს ნებისმიერმა მომხმარებელმა, რომელიც რეგისტრირდება და აქვეყნებს სტატიებს ან არ რეგისტრირდება და ჩუმ-ჩუმად ეწევა ამ საქმიანობას. წესები ექვემდებარება განხილვას, რათა ყველამ უფრო კომფორტულად იგრძნოს თავი.

რაიო? Edit

ანციკლოპედია არის ტყუილებისა და დეზინფორმაციის კრებული.

ეს არ არის ვიკიპედია, რომელსაც ჩვენ ვთვლით ყოვლად უღირს რესურსად. რეალობა ჩვენთვის მკვდარია.

სახელწოდება Edit

ანციკლოპედიის სახელწოდება წარმოადგენს სიტყვების ანცი და ენციკლოპედია ნაზავს. თუმცა ბობოყვათელი ენათმეცნიერი ანზორ ჯიბგირაშვილი სახელწოდებას შემდეგნაირად განმარტავს - აბსურდ და კლოპედია. მოგვიანებით გაირკვა, რატომ არ ჰქვია აბსურდკლოპედია. თურმე ანზორს პირველი სიტყვიდან ორი ასო მოუპარავს, ხოლო შემდგომ, კვალის დაფარვის მიზნით, დაარქვა აბციკლოპედია. მართალია, რევოლუციამდელი მეცნიერები გონებაჩლუნგები არ ყოფილან, მაგრამ მათ ჰქონდათ სურდო, ამიტომ სახელის დამტკიცების დროს ყველამ ერთხმად წარმოთქვა და დაამტკიცა სახელწოდებად ანციკლოპედია.

გააჩნია ხუმრობასაც Edit

მთავარია აბსურდი და აბსურდული იუმორი. დაშვებულია რეალურად არსებული სიტუაციის აბსურდში გადაყვანა და აბსურდულ ფერებში აღწერაც. საერთოდ, ფაქტების დამახინჯება არის ანციკლოპედიის სტატიების შექმნის ყველაზე მარტივი პრინციპი. დანარჩენ შემთხვევებში, სტატიაში გამოქვეყნებული ტექსტები, როგორიც არის ვირი ვარ და ვყვირივარ, ჩაითვლება უადგილოდ და სტატია წაიშლება.

ნუ ჩქარობთ Edit

არავინ არ გაჩქარებთ. ღრმად ჩაისუნთქეთ, მერე ამოისუნთქეთ, მერე ისევ ჩაისუნთქეთ და მოიფიქრეთ, რა დაწეროთ. ხოლო თუ ჯერ ვერ მოიფიქრეთ, სუნთქვა ისწავლეთ. იოგის სექციაში გასწავლიან.

იაქტიურეთ Edit

აქტიური მონაწილეები დასაჩუქრდებიან ყავა „ლამბადას“ შეფუთვით და გაზეთ „მასხარას“ ყველა ნომრით. ან 20 ლ. ავიანავთით.

ენა Edit

ანციკლოპედიაში დაშვებულია სტატიების წერა მხოლოდ ქართულ ენაზე და ქართული შრიფტით. ნებისმიერი სტატია, რომელიც ამ ფარგლებს გარეთ გადის, დაექვემდებარება ანათემას. აი ეს მართლა არ არის ხუმრობა. აააააა არ ითვლება

ტექსტის ფორმატირება Edit

ახსნილია აქ.

აუ დზნ მაგრი საიტiა Edit

ჩვენი საიტი არც თბილისის ფორუმია, არც ჩატი, არც Facebook და არც სკაიტი. წერეთ შეცდომების გარეშე. სტატიაში დაუშვებელია:

  • რამდენიმე ასო ერთად, მაგალითად მაგარიააააააა
  • ასოების აბდაუბდა კრებული. ეს დაშვებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თავად სტატიას სჭირდება ასე.
  • jaan mikalkalt all
  •  :*

და მსგავსი შინაარსი.

უაზრო სტატიები Edit

აბსურდი აბსურდია, მაგრამ არის ზოგიერთი უაზრო სტატიაც. მაგალითად, თუ მომხმარებელი სკოლაში ეჩხუბა ვინმე გელას და სურს, შური იძიოს მასზე სტატიის სახით და წერს სტატია გელა კვერცხია', ასეთი, აზრს მოკლებული სტატია გაუფრთხილებლად იშლება. ესეც არ არის ხუმრობა.

განხილვები Edit

სტატიის განხილვა მიმდინარეობს მისი განხილვის გვერდზე (სტატიის თავზე არის რამდენიმე სანიშნე და ერთ-ერთს პირდაპირ აწერია - „განხილვა“. მომხმარებელთან კავშირი/მისი ქმედების პირადი განხილვა მიმდინარეობს მის განხილვაში.

თანმიმდევრობა Edit

სტატიებისა და მომხმარებლების განხილვები იწერება გვერდის ბოლოს.

რეგისტრაცია, ტო! Edit

აუცილებელიც არ არის, მაგრამ თუ რეგისტრაციაც გეზარებათ, შეგიძლიათ ისარგებლოთ მარტივი ფეისბუქ კონექტით. რეგისტრირებული მომხმარებელი სარგებლობს ამ პრივილეგიებით:

  • არ ჩანს მისი IP მისამართი;
  • შეუძლია გვერდების გადატანა (გადარქმევა);
  • გააჩნია კონტროლის სია, რომელშიც შეიძლება მის მიერ შექმნილი სტატიების შეტანა. როგორც კი ვინმე მათ ცვლის, მომხმარებელი ამაზე შეიტყობს;
  • შეუძლია ნახევრადდაცული ან დაცული გვერდების რედაქტირება. არარეგისტრირებული მომხმარებელი როგორც წესი, ამ პრივილეგიით არ სარგებლობს;
  • შეუძლია ხელმოწერის შერჩევა;
  • გააჩნია საკუთარი მომხმარებლის გვერდი;
  • სარგებლობს უამრავი სხვა პრივილეგიით

ქსივა არ ექნება, მაგრამ ეგ არაფერია. აქ მაინც არ ჭრის.

ბიძაშვილ-მამიდაშვილებისათვის Edit

მომხმარებელს შეუძლია ანციკლოპედიის პროექტში საკუთარი მეგობრების თუ უბრალოდ ნაცნობების ჩართვა. ამით მას არავითარი პრივილეგია არ ენიჭება, მაგრამ იგი პოპულარიზაციას უწევს პროექტს და საკუთარი წვლილი შეაქვს მის განვითარებაში.

სხვა სასტიკი წესები Edit

ანციკლოპედიის შეზღუდვები Warning

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.