FANDOM


ანციკლოპედიის შეზღუდვები არის ზოგადი შეზღუდვების მთელი რიგი, რომელიც ვრცელდება ნებისმიერი მომხმარებლის მიერ შექმნილ სტატიაზე.

პიროვნებაEdit

ანციკლოპედიაში დაუშვებელია რომელიმე ისტორიული ფაქტის ან ზოგადად, რეალური შემთხვევის დეტალებიდან რომელიმე ეპიზოდის ზედმეტი სარკაზმით წარმოჩენა. ანციკლოპედიაში წარმოდგენილი ინფორმაცია არ უნდა ემსახურებოდეს პიროვნების იმიჯის ბოროტად წარმოჩენას და მისთვის ზიანის მიყენების მიზნით ფაქტების დამახინჯებას.

რელიგიაEdit

ანციკლოპედია თვალს ხუჭავს რომელიმე რელიგიის წარმომადგენელზე რბილ ხუმრობაზე (მაგ. "გამოეკიდა ჯიპიანი მამაო", "იეჰოველების დესანტი გადმოფრინდა" და ა.შ.), მაგრამ სასულიერო პირების ფართო მიმოხილვა, მათი ცხოვრების ეპიზოდების დამახინჯებული სახით წარმოჩენა ან პირდაპირი აღწერა თითქოს მათთვის "ნიღბის ჩამოხსნის" მიზნით მიგვაჩნია ანციკლოპედიისთვის მიუღებელ და იუმორის მობეზრებულ ფორმად. იხ. წინა პუნქტი - ვინმეზე შურისძიების და ბოღმის ნთხევის მიზნით სტატიის შექმნა დაუშვებელია.

წასულებიEdit

აქ მოქმედებს იგივე პრინციპი, რაც ზოგადად ანციკლოპედიაში - თხრობისას უნდა იგრძნობოდეს, რომ ყველაფერი დაწერილია მხოლოდ ხუმრობით და არ უნდა ჩანდეს, რომ ავტორი ვინმეზე დაბოღმილი იყო და მხოლოდ ამის გამო დაწერა სტატია რომელიმე წასულზე (მაგალითად, შევარდნაძეზე).