FANDOM


ანციკლოპედიის ლოგო

ამჟამინდელი ლოგო, ავტორი - ცუღლუტი რედაქტორი

ანციკლოპედია — ინტერნეტ ენციკლოპედიების Uncyclopedia, Абсурдопедия და ა.შ. ერთგვარი ანალოგი და ვიკიპედიის პაროდია. დაარსდა 2008 წელს.

დაარსებაEdit

ანციკლოპედია შეიქმნა ჩიტიპედიამდე დიდი ხნით ადრე, მომხმარებელ ბოძგლდარას მიერ. თავდაპირველად ბოძგლდარას იმედი ჰქონდა, რომ განსაკუთრებით მოწადინებულები იპოვიდნენ ამ ენციკლოპედიას და მასში იმაიმუნებდნენ, ნაცვლად ეროვნული ვიკიპედიისა, რომელიც ძლივს იგერიებდა უსაქმურების იერიშებს. შემდგომში ანციკლოპედია უბრალოდ გადაიქცა პროექტად, რომელზეც მომხმარებლები დრო და დრო მუშაობდნენ.

სტატიების შექმნაEdit

ანციკლოპედიაში სტატიები იწერება ყველაფერზე - თუკი, რა თქმა უნდა, სტატიის ძირითადი თემა ცნობილია საზოგადოებისთვის. მაგალითად, თუ სტატია იწერება პიროვნებაზე, რომელსაც მხოლოდ სტატიის ავტორი იცნობს, ასეთი სტატია ანციკლოპედიისთვის უსარგებლოა. სტატიას არ აქვს სიტყვების ლიმიტი, მაგრამ აქვს სასურველი მინიმუმი - 2 და მეტი წინადადება.

მიუხედავად იმისა, რომ ამ წამს თქვენ კითხულობთ სერიოზულად ნაწერს, თავად სტატიები არ უნდა იყოს სერიოზული, არ უნდა შედგებოდეს მხოლოდ სურათებისგან ან მოსაწყენი სამეცნიერო ტექსტებისგან და უნდა გამოხატავდეს თუნდაც ერთ-ერთ წარმოდგენას ამა თუ იმ საკითხზე.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.