FANDOM


ჰიუ ლორია, მეტსახელად ვიჩინა 18 წლის ასაკში დაიბადა ქალაქ ჰიუვილში. მამამისი, ჰიუ გრანტი ქალაქში ერთ-ერთი უმსხვილესი ბუტკის (ჯიხურის), ჰიუ&კომპანის (Hugh & Company) სულისჩამდგმელი და გენერალური გამყიდველი იყო. ხოლო დედამისი, ჰიუ, შვილებს თლიდა და ჩულქებში აწყობდა.

მამას სურდა, ჰიუს მისი უშრეტი ჯანები ბუტკის განვითარებაში ჩაექსოვა, თუმცა ჰიუმ საკუთარი მასწავლებლის, ჰიუს გავლენით, ადრეულ ასაკშივე დიადი მიზნები დაუსახა საკუთარ თავს.

უკვე 35 წლის ასაკში ის იღებს ურყევ გადაწყვეტილებას, განაგრძოს სწავლა და საკუთარი სახელი დატოვოს კაცობრიობის ისტორიის ფურცლებზე, ამიტომაც ის მიემართება ”ჰიუ (ჰიუვილის იუმორისტთა უნივერსიტეტი)”-ში, სადაც, შეისწავლის იაფფასიან ფსიქოლოგიურ ფოკუსებსა და შავი იუმორის ძირითად საფუძვლებს, აგრეთვე ადამიანეთა ნერვებზე მოქმედების ძირითად ხერხებს. უნივერსიტეტის რექტორმა, ჰიუ მიუნჰაუზენმა, მსრაფლ შენიშნა უკვე 47 წლის ჰიუს მრავალმხრივი ნიჭიერება და უჩია მას, საკუთარი იუმორისტული უნარ-ჩვევები სამსახიობო განხრითაც გამოეყენებინა

და აი, 54 წლის ასაკში მხცოვანი ”ვიჩინა” დათანხმდა მთავარ როლზე სერიალში ”დოხტური ქაოსი” რომელსაც მცირე კორექტივების შეტანის შემდეგ დაერქვა ”დოხტური ჰიუ” (ვინაიდან და რადგანაც გადაღებები ჰიუვილში მიმდინარეობდა და ქალაქის მოსახლეობის მოთხოვნით სერიალს ასე დარექვა). პარტნიორობას ამ სერიალში მას უწევენ ჰიუ უიჰი და ჰიუ ჰაულაუჰავა.

ასევე ცნობილია ჰიუ ლორიას სხვა ფილმებიც: ”ჰიუ გაზის კამერაში”, ”ჰიუ და მისი ცოლი ჰიუ საჰარადან გადადიან ესმაგაში”, ”ჰიუს დემონი ჩვენს გვირაბში” და ა.შ.

ამ უკანასკნელმა რამდენჯერმე დაიმსახურა თენგიზ ბოძგლდარას საერთაშორისო პრემია საუკეთესო სათაურის დარგში.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.