FANDOM


Chipolino1

ჩიპოლინო ზონაზე

ჩიპოლინო“ — მსუბუქი პორნოგრაფიული ჟანრის წიგნი კიბერრეალობის ელემენტებით. პირველად ეს წიგნი გამოვიდა 1923 წელს, იტალიაში, სადაც დიდი სკანდალი გამოიწვია, რადგანაც იმ პერიოდში ჯერ კიდევ არ იცნობდნენ ტინტო ბრასის შემოქმედებას.

სინამდვილეშიEdit

ნაწარმოების ავტორია ჯანი როდარი (ნამდვილი სახელ-გვარია ჯოვანი ფრანჩესკო), სკოლის ჩვეულებრივი მოსწავლე. მეორე მსოფლიო ომის დაწყებისას ჯარიდან დატყდა და ფაშისტად ჩაეწერა. თუმცა, მას შემდეგ, რაც მისი ძმა თავად ფაშისტებმა მიასუხარეს, რაღაც გადაეკეტა და გახდა კეთილი ბიძია, ანუ კომუნისტური პარტიის წევრი.

მიხვდა რა, რომ ფულის შოვნა შეეძლო სხვა საშუალებითაც, დაიწყო ზღაპრების წერა (მაშინ ბლოგები ჯერ არ იყო). თავდაპირველად დაწერა მთელი რიგი უცნაური ლექსების და მოთხრობების. მას შემდეგ, რაც „ჩიპოლინო“ შექმნა, იქცა საკულტო მწერლად.

სიუჟეტიEdit

წიგნის სიუჟეტი ოდნავ უფრო მარტივია, ვიდრე „დიდოსტატის მარჯვენა“ და ოდნავ რთული, ვიდრე კინგის „ბნელი კოშკი“. მოქმედება ხდება ერთ-ერთ ქვეყანაში. პროვინციაში ცხოვრობს ხახვების (პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით) ოჯახი. ერთ მშვენიერ დღეს მათ დასახლების ეწევა ჰეგემონი - უფლისწული ლიმონი. მასთან შეხვედრისას ისეთი ჭყლეტაა, რომ ჩიპოლინოს მამა შემთხვევით ფეხზე დააბიჯებს ლიმონს, რის შემდეგაც მას ზონაზე უკრავენ თავს. ჩიპოლინოს არ ჰყავს მამაო, რომელიც დაამშვიდებს, ამიტომ იგი შურისძიების მიზნით სახლს ტოვებს.

თავისი თავგადასავლების დროს იგი ააცრემლებს პომიდორს; ორჯერ მოხვდება ზონაზე და გაიქცევა; დაათრობს ძაღლს; ემხრობა უკანონო მშენებლობას; თავისი ქმედებებით მასობრივ რეპრესიებს იწვევს; გალახავს თავად უფლისწულ ლიმონს; საბოლოოდ კი ნამდვილ რევოლუციას აწყობს და დაამხობს მთავრობას.