FANDOM


უცხოპლანეტელების შემოსევა არის სავსებით შესაძლო მოვლენა, რომელიც ჯერ არავინ იცის, როდის მოხდება. ნებისმიერ შემთხვევაში, წარმოიდგინეთ - პლანეტას ესხმიან უცხოპლანეტელები. ანადგურებენ სახლებს, ხალხს, წყალს, საკვებს. მართალია, სტუმართმოყვარეობის ქართველებს არაფერი გვესწავლება, ყველაფერი ისედაც ვიცით. მაგრამ არსებობს ქცევის კოდექსი, რომელიც წარმოდგენილია ამ სტატიაში. შედგენილია ბრიტანელი მეცნიერების მიერ.

ზოგადადEdit

უცხოპლანეტელები — უსაქმურების წარმოსახვაში მწვანე ფერის კაცუნები დისკოს ფორმის ხომალდებში (იგივე მფრინავ თეფშებში).

საქართველოში, ისევე, როგორც საბჭოთა კავშირში, უცხოპლანეტელებზე საუბრებმა მასობრივი ხასიათი მიიღო 1980-იანების მეორე ნახევარში. ლამის ყოველდღე შესაძლებელი იყო ცაზე უცნაური ობიექტის ხილვა. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია ვიღაცის სახლში ჩასახლებულ უცხოპლანეტელზე, რომელიც ქვებს ისროდა. და ასე შემდეგ. ასე თუ ისე, ეიფორია დასრულდა და საქართველო შეეჯახა მწარე რეალობას - უცხოპლანეტელი აღმოჩნდა ირაკლი წერეთელი.

სტუმართმოყვარეობაEdit

საერთოდ, სჯობს, უცხოპლანეტელი არ ჩაისვათ მანქანაში, არ დაუწყოთ მითების მოყოლა ორ დიპლომზე და რუსეთში 37 მანეთად სირბილზე, ის მაინც წაიკითხავს თქვენს აზრებს.

თბილისში გაატარეთ შარდენზე, კონკასთან, აიყვანეთ ნარიყალაზე და კიდევ დასვით სადმე კაფეში. მართალია, ის მაინც არაფერს მიირთმევს, სამაგიეროდ რეაქტიული ლაზერით სწრაფად გაანადგურებს კაფეში უცხოელების ძიებაში შემოსულ ე.წ. "ციგნებს" (რა ბოროტი ვარ ამის ავტორი).

აუცილებლად გაატარეთ ყაზბეგზე, მეძავებში. ეგებ რამე ისეთი გადასდონ, რომ ისიც განადგურდეს.

მშვიდ ძილს გისურვებთ (ამის შემდეგ). თქვენს ლამაზ ზამბარებიან საწოლზე. ვაკეში, კარკასად ქცეული ერთ-ერთი სახლის ბოლო სართულზე. ღამის რუხი ცის და დამწვარი საბურავების ფონზე.

თავად შემოსევაEdit

დასაწყისიEdit

შემოსევის ვარიაცია იმდენია, რამდენიც უცხო ცივილიზაცია ჩვენს გალაქტიკაში. ამიტომ, ვენდოთ უფრო ხშირ, გავრცელებულ, ფილმების კლიშეებად ქცეულ შემთხვევებს

მაგალითად, თუ მიწიდან ამოძვრება რაღაც სამფეხა საშინელება, აუცილებლად უნდა დაათვალიეროთ. ახლოს.

დედამიწაზე დაეცა კოსმოსური ხომალდი. ავარია. უცხოპლანეტელები გამოვიდნენ და აგროვებენ რაღაც ნაგავს. გადაუღე დროზე და Facebook-ზე და YouTube-ზე ატვირთე. ტექსტით "თითო გული დავუწეროთ ამ ლამაზ არსებებს". გააზიარე სხვადასხვა გვერდზე, როგორიც არის ფუმფულა ცხოველებისადმი მიძღვნილი ცალკე გვერდები.

შემოსევის შემდეგ (ანუ განვითარება)Edit

უცხოპლანეტელები ერთობიან, ყველაფერს ანადგურებენ, შედიან ოდნოებზე, აბამენ შენს ყოფილ კლასელებს ანდა სულაც შენს დას, თბილისის ფორუმის პოლიტიკის, ქალი და მამაკაცის და უსათაუროს განყოფილებებში ხსნიან თემებს "პლანეტელცი შემოდით", "მე ხმას ვაძლევ UFO-ებს" და "მისცემდით თუ არა ურანიდან მოფრენილს?". რა ვქნათ?

იპოვეთ თავშესაფარი! ხრუშოვკა გამოდგება. ოღონდ სარდაფები აქვთ პატარა. სჯობს, რომელიმე სკოლის ბუნკერს შეაფაროთ თავი.

არც იფიქროთ უცხოპლანეტელთან სქესობრივი კავშირის დამყარებაზე. აქაო და იქნებ მივცე და შემეშვასო. არც სხვებს მისცეთ - სამყაროს აღსასრული ჯერ არ დამდგარა და დარჩით ვაჟიშვილად/ქალიშვილად. შეინარჩუნეთ უბიწოება. ვაი და ამერიკამ გიშველოთ - ნატოს ჯარები მოფრინდნენ, გაანადგურონ ხომალდები?

კვება. აუცილებელად რამე იპოვეთ. კოკა-კოლა, ანაკომი და "ტრი კოროჩკი", აგრეთვე "ბალტიკა #6", ზინას არაყი - ეს ყველაფერი არ გეყოფათ. აუცილებელია გქონდეთ: კოკა-კოლა, ანაკომი, "ტრი კოროჩკი", "ბალტიკა #6", ზინას არაყი, ჟელიბონები, Boom Fire და "მაკშაურმას" შაურმა.

საჭიროა ბევრი იარაღი. კასტეტი, დუბინკა, რაგატკა და ეგეთები არ გამოდგება. იპოვეთ მილი და გააკეთეთ ტყვიები ქაღალდებისგან. სკოლის გაკვეთილები გაიხსენეთ.

თუ ნეოსავით რჩეული ხართ, მაშინ თქვენ იქნებით ის გმირი, რომელიც დედამიწას გადაარჩენს და ამ ყველაფრის გარდა, მოაშორებს "მაკშაურმის" ქსელს, "ბალტიკის" ქარხანას და თემურ ჭყონიას "კოკა კოლას" უკან გაუკეთებს.

თუ მოკვდები, ეგ არაფერია. შემდეგ სერიაში გაცოცხლდები.

შემოსევის დასასრულიEdit

შემოსევა დასრულდა. შენ გადარჩი, უცხოპლანეტელები - არა. მსოფლიო გაღიარებს, ამერიკის პრეზიდენტი პირადად გადმოგცემს ვარსკვლავებს და მედლებს. ამ დროს უკან რიგში დგას საეჭვო ადამიანი, რომელიც ოდნავ მოჭუტული თვალებით გიყურებს და რაღაცაზე ფიქრობს. შენც შეამჩნევ მის მზერას. შემდეგ სერიაში ყველაფერი გაგრძელდება.

Ad blocker interference detected!


Wikia is a free-to-use site that makes money from advertising. We have a modified experience for viewers using ad blockers

Wikia is not accessible if you’ve made further modifications. Remove the custom ad blocker rule(s) and the page will load as expected.