FANDOM


სტივ ჯობსი არის გამოგონილი პერსონაჟი, რომელიც თავის მხრივ იგონებდა რაღაცებს.
Steve-Jobs-Apple

ბაზარში გასაყიდად გამოტანილი დამპალი iვაშლები

მან ჯერ ვაშლის მოკბეჩა გამოიგონა, რომელიც ძვირად ფასობდა და წარმატებით იყიდებოდა კიდეც. მოგვიანებით ვაშლის გამყიდვლებმა დამპალი ვაშლის შეპარება დაიწყეს, რითაც დაიმსახურეს ზუმბას გულისწყრომა. სტივ ჯობსმა, იმის გამო, რომ ზუმბას საყვედურები აღარ ესმინა, გამოიგონა უჟანგავი ფოლადის კორპუსის მქონე მოციმციმე ხელსაწყოები, რომლებიც არ ლპებოდნენ და კიდევ უფრო ძვირად იყიდებოდა.

რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანიEdit

მოგეხსენებათ, მოკბეჩილი ვაშლი მთელ ვაშლთან შედარებით წონაში უფრო ნაკლებია და თეორიულადაც ნაკლები უნდა ღირდეს, მაგრამ სტივ ჯობსის წარმატების საიდუმლო სხვა რამეშია. მან გამოიგონა ყველაზე მთავარი, რეგისტრირებული სავაჭრო ნიშანი i, რომელსაც წინ დაურთავდა თავის მიერ გამოგონილ გასაყიდ პროდუქციას, მაგალითად: iვაშლი, iყაყაჩო, iწიგნი, iყურმილი, iდაფა და ა.შ. რომელთაც დღესაც კი ესევა დაუნდობელ მყიდველთა არმია.

წარმომავლობაEdit

სტივ ჯობსი ლათინური სიტყვაა და "მილიონ სამსახურს" ნიშნავს. პირველად სტივ ჯობსი გამოყენებული იქნა პოლიტიკური პარტია "მოქალაქეთა კავშირის" სარეკლამო ლოზუნგად - მილიონი სამუშაო ადგილი!

მისიაEdit

მისია რასაც გასცემ ნებისმიერი iპროდუქტის შესაძენად. ამის გამო იგი თავად არის გეიტსი თავისი მყიდველებისათვის.